უკან

11 დეკემბერი, 2025
ბინა იპოდრომთან — „მეტროპოლის“ ახალი პროექტი ქავთარაძეზე
იცხოვრე ცენტრალურ პარკთან — იყიდე ბანკის გარეშე.საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში, პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ, დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ეს ადგილი, ცენტრალური მდებარეობის გარდა, გამორჩეულია იმითაც, რომ აქ იგრძნობა ქალაქის აქტიური რიტმი და ამავდროულად, შესაძლებელია სიმშვიდის პოვნაც.
განახლებული იპოდრომი
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობა იგეგმება. ეს მასშტაბური ტერიტორია სრულად განახლდება და თანამედროვე სარეკრეაციო სივრცედ გარდაიქმნება. პროექტის მიხედვით, აქ ბოტანიკური და იაპონური ბაღები, სპორტული მოედნები და სხვადასხვა საბავშვო ზონა მოეწყობა.
ბინა იპოდრომთან განსაკუთრებულად საინტერესო უნდა იყოს აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, რადგან ცენტრალური პარკი ითვალისწინებს ზიპლაინს, სკეიტპარკს, კლდეზე ცოცვის ზონასა და სამთო ველოსიპედების ბილიკებს. „მეტროპოლის“ ახალი კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის კი ეს მრავალფეროვანი სივრცე სახლიდან რამდენიმე წუთში იქნება ხელმისაწვდომი.
ბინა იპოდრომთან ახლოს „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტში
„მეტროპოლ ქავთარაძე“ ორი 25 სართულიანი კორპუსისგან შედგება. პროექტი 51-დან 187 კვადრატულ მეტრამდე ფართის ბინებს აერთიანებს, სადაც შესაძლებელია როგორც ერთსაძინებლიანი, ისე სამსაძინებლიანი საცხოვრებლის მოწყობა. ბინებს მასიური ფანჯრები აქვს, საიდანაც ბუნებრივი სინათლის დიდი ნაკადი შემოდის, მაღალი ჭერი კი დამატებითი სივრცის განცდას ქმნის.
საცხოვრებელ კომპლექსში დაგეგმილია მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, მაგალითად, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ბაღი, მოეწყობა გამწვანებული ზონები და დასასვენებელი სივრცეები. მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია ხუთდონიანი პარკინგი და სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტები.
პროექტის მდებარეობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა
ბინა იპოდრომთან, ქალაქის სხვა უბნებთან კავშირის თვალსაზრისით, ძალიან მოსახერხებელია. კომპლექსიდან ვაჟა-ფშაველას მეტრომდე მისასვლელად მხოლოდ რვა წუთია საჭირო, რაც პიკის საათებში საცობების გვერდის ავლით გადაადგილების შესაძლებლობას მოგცემთ.
„მეტროპოლ ქავთარაძიდან” სითი მოლამდე მისვლას სამი წუთი სჭირდება. ეს უბნის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი წერტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კაფეები, რესტორნები, კინოთეატრი, ბრენდული მაღაზიები და დიდი სუპერმარკეტი სახლიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში გექნებათ.
კომპლექსის გარშემო საგანმანათლებლო დაწესებულებებია თავმოყრილი, მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტები. ახლოსაა საჯარო და კერძო სკოლებიც. უბანში კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა – ფუნქციონირებს რამდენიმე დიდი კლინიკა, ბანკის ფილიალები, აფთიაქები და სუპერმარკეტები.
საინვესტიციო პოტენციალი
საბურთალოზე უძრავი ქონებაზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ქავთარაძის ქუჩაზე ბინები განსაკუთრებით ლიკვიდურია, რადგან ამ ლოკაციით ხშირად ინტერესდებიან სტუდენტები, ახალგაზრდა წყვილები და ტურისტები.
საბურთალოზე საინვესტიციო უძრავი ქონების ფასი სტაბილურად იზრდება, რასაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის III კვარტალში ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ უბანში 1 კვ.მ ბინის ფასი 4 316 ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებელს 2021 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, როცა ფასი 2 986 ლარი იყო, აღმოჩნდება, რომ უძრავი ქონების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ცენტრალური პარკის გახსნა ამ ტერიტორიის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის. ახალი სარეკრეაციო ზონის არსებობა დადებით გავლენას მოახდენს უძრავი ქონების სტატუსსა და ღირებულებაზე.
ბინის ჩაბარების პირობები და შეძენის პროცესი
მფლობელებს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობაში გადაეცემათ. ,,მეტროპოლის” პროექტებში ეს კონდიცია მოიცავს შავი ალუმინის კარ-ფანჯარას, შეთეთრებულ კედლებს, მოჭიმულ იატაკსა და სახლამდე მიყვანილ კომუნიკაციებს.
ბინა იპოდრომთან შეგიძლიათ შიდა უპროცენტო განვადებით შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, პროცესი ბანკისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება და არ იხდით დამატებით საპროცენტო განაკვეთებს. ეს მიდგომა ამარტივებს ბინის შეძენის პროცედურას და მას უფრო გამჭვირვალეს ხდის.
პროექტის დეტალურად გასაცნობად და ბინის შესარჩევად, შეგიძლიათ „მეტროპოლის“ გაყიდვების გუნდს მიმართოთ. პერსონალური მრჩევლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ და ინდივიდუალურ პირობებს შემოგთავაზებენ.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
1. რა გამოცდილება აქვს „მეტროპოლს“ სამშენებლო ბაზარზე?
კომპანია 2022 წლიდან ოპერირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით რვა პროექტს ავითარებს. სამი კომპლექსი თბილისში (ბაგები, ქავთარაძე, ორთაჭალა) და სამი ბათუმში (მეტროპოლ ოვალი, კუბი და პარალელი) შენდება. ამასთან ერთად, ახლახან დავიწყეთ „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ პროექტები, სადაც მიწის ნაკვეთების შეძენაა შესაძლებელი.
2. რა უპირატესობები აქვს „მეტროპოლის“ პროექტებს?
ჩვენი მთავარი უპირატესობა მშენებლობაში Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკების გამოყენებაა. ეს მასალა სტანდარტულ ბეტონთან შედარებით ექვსჯერ უკეთ ინარჩუნებს სითბოს და ამავდროულად, მაღალ ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს.
3. რით განსხვავდება შიდა განვადება საბანკო კრედიტისგან?
„მეტროპოლის“ შიდა განვადება საბანკო ბიუროკრატიის გარეშე მუშაობს. თქვენ არ გჭირდებათ შემოსავლების დამადასტურებელი ცნობების შეგროვება, თავდებების მოძიება ან სხვა საბანკო პროცედურების გავლა.
4. თანამშრომლობთ თუ არა საერთაშორისო ბრენდებთან?
დიახ, ბათუმის პროექტების ფარგლებში ჩვენ ვპარტნიორობთ ფრანგულ Louvre Hotels Group-თან. „მეტროპოლ კუბსა“ და „მეტროპოლ ოვალში“ განთავსდება ხუთვარსკვლავიანი, პრემიუმ კლასის სასტუმრო Royal Tulip, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის სერვისითა და და მომსახურებით.
5. რა ტიპის ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული კომპლექსებში?
თითოეულ პროექტს განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს. მაგალითად, „მეტროპოლ ქავთარაძე“ მოიცავს ხუთდონიან ავტოსადგომს, საბავშვო ბაღს, შადრევნებს და ერთ ჰექტარზე გაშენებულ სარეკრეაციო ზონას. სხვა ლოკაციებზეც გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი ეზოები, დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები და პარკინგი.
6. რა ეტაპზეა მშენებლობა და როდის სრულდება პროექტები?
„მეტროპოლ ბაგები“ უკვე დასრულებული კომპლექსია. დანარჩენი პროექტები მშენებლობის სხვადასხვა ფაზაშია. მშენებლობის მიმდინარე სტატუსისა და ზუსტი ვადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების მენეჯერებს.
7. სად შემიძლია მივიღო დეტალური კონსულტაცია?
თუ დაინტერესებული ხართ მშენებარე ბინებით თბილისში ან ბათუმში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
- ტელეფონი: 032 288 89 99 ან 574 88 99 99
- ელ-ფოსტა: sales@metropol.ge
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15







