უკან

11 დეკემბერი, 2025
ბინები იზოლირებული სამზარეულოთი „მეტროპოლისგან“
ენერგოეფექტური სახლი, პრაქტიკული დიზაინი და მოქნილი პირობები.უკანასკნელ წლებში საქართველოში სტუდიოს ტიპის ბინები საკმაოდ გავრცელდა და ღია, გაერთიანებული სივრცეები თანამედროვე დიზაინის ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, ბინები იზოლირებული სამზარეულოთი კვლავინდებურად მოთხოვნადია, რასაც პრაქტიკული და ყოფითი მიზეზები აქვს.
სწორედ ამ მოთხოვნებს ითვალისწინებს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ , რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სადაც ხელმისაწვდომია ისეთი ფართობის ბინები, რომლებშიც იზოლირებული სამზარეულოს მოწყობა შესაძლებელია.
რა უპირატესობები აქვს ბინას იზოლირებული სამზარეულოთი?
კერძების მომზადების, შეწვისა და მოხარშვის დროს, მძაფრი არომატები და დიდი რაოდენობით ორთქლი წარმოიქმნება. თუ გადაწყვეტთ, რომ ბინა იზოლირებული სამზარეულოთი შეიძინოთ, მაშინ საერთო მოსასვენებელ სივრცესა და სახლის დანარჩენ ნაწილებს ამ არასასიამოვნო სუნისაგან დაიცავთ და ავეჯზე ზეთის მიკროსკოპული ნაწილაკების დალექვას შეუშლით ხელს.
თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი თუ ბლენდერი, მუშაობისას ხმაურს წარმოქმნის. იმ ბინებში, სადაც სამზარეულო იზოლირებულია ხმაურის ლოკალიზება ერთ ოთახში ხდება და ის საცხოვრებელ ზონამდე ვერ აღწევს.
საკვების მომზადება იზოლირებულ სივრცეში სანიტარული ნორმების დაცვას ამარტივებს. ამასთან ერთად, ოჯახის მცირეწლოვანი წევრები, ბავშვები, უსაფრთხოდ არიან.
ბინა იზოლირებული სამზარეულოთი ინტერიერის დიზაინის დაგეგმვასაც ამარტივებს. თითოეული სივრცის განსხვავებული სტილით მოწყობას შეძლებთ. მაგალითად, სამზარეულოში აქცენტს პრაქტიკულობაზე, მისაღებში კი ესთეტიკასა და კომფორტზე გააკეთებთ.
„მეტროპოლის“ პროექტები, სადაც ბინები იზოლირებული სამზარეულოთია ხელმისაწვდომია
დეველოპერული კომპანია თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისის სხვადასხვა უბანში აშენებს. ამ პროექტებში ბინების ფართობი და კონფიგურაცია საშუალებას მოგცემთ, რომ სამზარეულო საცხოვრებელი ზონისგან იზოლირებულად დააპროექტოთ.
საბურთალოს ცენტრში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარეობს კომპლექსის მშენებლობა, სადაც 51.6-დან 187 კვ.მ-მდე ფართობის უძრავი ქონებაა ხელმისაწვდომი. ,,მეტროპოლ ქავთარაძის” პროექტში მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ბინა იზოლირებული სამზარეულოთი. საცხოვრებელი ფართების მრავალფეროვნების გარდა, პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს 5 დონიან პარკინგს, საბავშვო ბაღს, შადრევნებსა და 1 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას.
გთავაზობთ უკვე დასრულებულ პროექტს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ,,მეტროპოლ ბაგებში” თავდაპირველად განსაზღვრული იყო 54.2-დან 107.5 კვ.მ-მდე ბინები, თუმცა ამ ეტაპზე, მათი ძირითადი ნაწილი გაყიდულია. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე სახლი, რომელთა ფართი 80-90 კვ.მ-ის ფარგლებში მერყეობს.
ისტორიულ უბანში შენდება ,,მეტროპოლ ორთაჭალა”. ეს პროექტი აერთიანებს 704 ბინას. ამ კომპლექსში საცხოვრებელი ფართები 48.1-დან 123.9 კვ.მ-მდეა ხელმისაწვდომი. ამგვარი დიაპაზონი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ თქვენთვის სასურველი ბინა — ერთ, ორ ან სამოთახიანი — იზოლირებული სამზარეულოთი დააგეგმაროთ.
როგორია მშენებლობის ხარისხი ჩვენთან?
„მეტროპოლის“ პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ენერგოეფექტურობასა და უსაფრთხოებას. მშენებლობაში გამოიყენება Ytong-ის ბლოკი, რომელიც ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით გათბობა-გაგრილებისთვის 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ამავდროულად, ხანძარმედეგია. ასევე, კედლების სისქისა და შესაბამისი მასალების შერჩევით, ბინებს შორის ხმაურის გავრცელება საცხოვრებელ კომპლექსებში მინიმუმამდეა დაყვანილი.
რაც შეეხება ჩაბარების პირობებს, მფლობელებს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით გადაეცემათ. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს შავი ალუმინის კარ-ფანჯარას, შეთეთრებულ კედლებსა და მოჭიმულ იატაკს. კომუნიკაციები ბინის კარამდეა მიყვანილი, რაც სარემონტო სამუშაოების დაწყებას საგრძნობლად ამარტივებს.
გადახდის პირობები მოქნილი პირობები ,,მეტროპოლისგან”
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი" მომხმარებლებს შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს, რაც ბინის შეძენას ბევრისთვის ხელმისაწვდომს ხდის. განვადების პირობები ჩვენთან სტანდარტული საბანკო სესხისგან განსხვავებით გაცილებით მარტივი და მოქნილია.
გადახდის გრაფიკი თითოეული მყიდველის ფინანსურ შესაძლებლობებზეა მორგებული. ზოგი პირველად შენატანს დიდ თანხას იხდის და შემდეგ მცირე ყოველთვიური გადასახადებით აგრძელებს, ზოგი კი პირიქით - მცირე პირველადი შენატანით იწყებს და თანდათან ზრდის გადახდის ტემპს. კომპანიის მენეჯერები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეულ შემთხვევას და მყიდველთან ერთად ადგენენ ოპტიმალურ გრაფიკს.
პროცედურული თვალსაზრისითაც ყველაფერი მარტივია — არ გჭირდებათ ბანკში სიარული, ცნობების შეგროვება და გარანტორების ძებნა. ყველაფერი კომპანიის ოფისშივე ფორმდება.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
1. როდის დაფუძნდა კომპანია „მეტროპოლი" და რამდენი პროექტი აქვს მას?
კომპანია 2022 წელს დაფუძნდა და დღეს ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება — ბაგებში, ქავთარაძესა და ორთაჭალაში. ბათუმში კიდევ სამი პროექტია — მეტროპოლ კუბი, მეტროპოლ პარალელი და მეტროპოლ ოვალი.
2. რა განასხვავებს „მეტროპოლის" ბინებს სხვა დეველოპერებისგან?
ყველა პროექტში Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკები გამოიყენება. ეს მასალა ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებ სითბოს ატარებს და კარგ ხმის იზოლაციას იძლევა.
3. რა ტიპის ბინები შემიძლია შევიძინო თქვენთან?
ფართობის არჩევანი საკმაოდ დიდია. ორთაჭალაში 48 კვადრატული მეტრიდან იწყება და 124 კვადრატამდე აღწევს. ქავთარაძეზე კი 52-დან 187 კვადრატამდე ფართები გვაქვს. ბაგებში დარჩენილი ბინები 80-90 კვადრატის ფარგლებშია.
4. როგორ ხდება ბინის შეძენა განვადებით თქვენთან?
შიდა განვადების სისტემა ბანკის გარეშე მუშაობს. არ გჭირდებათ ცნობების შეგროვება, გარანტორების ძებნა და საბანკო პროცედურების გავლა. ყველაფერი კომპანიის ოფისში ფორმდება. გადახდის გრაფიკი თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად იგეგმება.
5. რა დამატებითი ინფრასტრუქტურა აქვს პროექტებს?
მაგალითად, მეტროპოლ ქავთარაძეში ხუთდონიანი პარკინგი, საბავშვო ბაღი, შადრევნები და ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონაა დაგეგმილი. დანარჩენ პროექტებშიც მსგავსი კეთილმოწყობაა გათვალისწინებული — საბავშვო მოედნები, დასასვენებელი ადგილები და პარკინგები.
6. როგორ მიმდინარეობს მშენებლობა და როდის დასრულდება?
მეტროპოლ ბაგები უკვე დასრულებული პროექტია. დანარჩენი კომპლექსები სხვადასხვა ეტაპზეა. ზუსტი ვადების და მშენებლობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის პირდაპირ კომპანიის მენეჯერებთან დაკავშირება შეგიძლიათ.
7. როგორ დავუკავშირდე კომპანიას?
დამატებითი ინფორმაციისთვის და ბინების დასათვალიერებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას:
ტელეფონი: 032 288 89 99 ან 574 88 99 99
ელ-ფოსტა: sales@metropol.ge
მისამართი: ალ. ყაზბეგის 15, თბილისი







