უკან

21 აგვისტო, 2025
ლისი თუ შინდისი — ყველაფერი, რაც ქალაქგარეთ გადასვლამდე უნდა იცოდეთ
თქვენზე მორგებული საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის!ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, ქალაქის ხმაურს და ყოველდღიურ ქაოსს გაექცეს და საკუთარი სახლი ჰქონდეს იქ, სადაც სიმშვიდე და სუფთა ჰაერია. ეს არის სწრაფვა უფრო მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრებისკენ, სადაც მეტი დრო რჩება ბუნებაში სეირნობისთვის, ოჯახისა და მეგობრებისთვის. ამასთან, ეს გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებაცაა.
თბილისის შორიახლოს ორი ლოკაციაა პოპულარული, ესენია: ლისის მიმდებარე ტერიტორია და შინდისი. ორივე მათგანი პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელ ადგილებს მიეკუთვნება, რადგან ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურასა და მაღალ საინვესტიციო პოტენციალს აერთიანებს.
ლისი და შინდისი მსგავსი კონცეფციის საცხოვრებელი ადგილებია, თუმცა მათ შორის განსხვავებები ცხოვრების უნიკალურ სტილს აყალიბებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლისთვისაა საინტერესო.
რა განასხვავებს ლისსა და შინდისს და რომელი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს?
ბინის, აგარაკისა თუ მიწის ნაკვეთის შერჩევისას, პირველ რიგში, მის ადგილმდებარეობას განვიხილავთ. თუმცა იდეალურ ადგილმდებარეობად ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი აღარ მიიჩნევა. ლოკაციის შერჩევისას მნიშვნელოვანი გახდა კლიმატი, ლანდშაფტი და ცხოვრების სტილი, რომელსაც ის გვთავაზობს. ამ თვალსაზრისით ლისი და შინდისი ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ქალაქის ცენტრიდან სიშორეა. შინდისი თბილისიდან დაახლოებით 15 კმ.-ში მდებარეობს. ამის გამო, ის უფრო მეტად სააგარაკე დასახლებაა. ლისის ტბის ტერიტორია კი საბურთალოს, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ უბნის, ნაკლებად ცენტრალური ნაწილია. ამიტომ, ვაჟა ფშაველას გამზირამდე ლისიდან მანქანით 15 წთ. დაგჭირდებათ, შინდისიდან კი დაახლოებით 40 წთ.
გარდა ამისა, ლისსა და შინდისს ზღვის დონიდან სიმაღლეც განასხვავებს. შინდისი ზღვის დონიდან 820 მეტრზე მდებარეობს და ქალაქთან შედარებით, ზაფხულში აქ სულ გრილა. ამ მდებარეობის გამო, შინდისიდან ხედები თბილისზე, კერძოდ, მთაწმინდაზე იშლება. თუმცა, მთავარ უპირატესობად ნაკლებად დაბინძურებული და ჯანსაღი ჰაერი მიიჩნევა, რასაც მთებთან სიახლოვე განაპირობებს. შინდისი, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, უფრო მშვიდი და განცალკევებული დასახლებაა. ის უფრო მეტად ასოცირდება დასვენებასთან და მთის კურორტის მსგავსი ატმოსფერო აქვს.
ლისის ტბის შედარებით დაბალი მდებარეობა (ზღვის დონიდან 624 მეტრი) ზაფხულის თვეებში შინდისისგან განსხვავებულ კლიმატურ პირობებს აყალიბებს, რაც ტემპერატურის ოდნავ მაღალ მაჩვენებლებში გამოიხატება. ტბის გარშემო მოწყობილია დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურა, მაგალითად, 3 კილომეტრიანი სასეირნო და ველო ბილიკი, რის გამოც ლისი უფრო აქტიური და სოციალური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვის არის მიმზიდველი.
თუმცა, ცხოვრების ხარისხის გარდა, ლოკაციის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მის საინვესტიციო ღირებულებასაც ენიჭება. ბაზარზე არსებული ტენდენციები ადასტურებს, რომ ინვესტირება უძრავ ქონებაში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს, მომგებიანი ფინანსური გადაწყვეტილებაა.
რატომ არის ქალაქგარეთ უძრავი ქონების შეძენა კარგი ინვესტიცია?
ცხოვრების სტილისა და ჯანსაღი გარემოს მიღმა, უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალს ბაზარზე არსებული ზოგადი ტენდენციებიც აძლიერებს. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქალაქის ხმაურის, გადატვირთული მოძრაობისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო, საცხოვრებლად თბილისის შემოგარენში გადადიან.
ეს მისწრაფება ციფრებშიც აისახება. მაგალითად, SS.GE-ს მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისში თბილისის შემოგარენში კერძო სახლებზე მოთხოვნა 70%-მდე, ხოლო მიწის ნაკვეთებზე 66%-მდე გაიზარდა.
უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალს, მზარდი მოთხოვნის გარდა, დამატებით რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
- დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფრასტრუქტურასა და ხელმისაწვდომობას. ამ მიმართულებით ფასდება საგზაო ქსელის გამართულობა და ქალაქთან კავშირი, უძრავი ქონებისა და ზოგადად, დასახლების კეთილმოწყობა;
- ყურადღება ექცევა სავაჭრო და კვების ობიექტების, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომბას, ასევე პარკების, სკვერებისა და სხვა დასასვენებელი ზონების არსებობას;
- კლიმატი, ჰაერის ხარისხი, ხედები, გარემო და უბნის განვითარების პერსპექტივა გავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე.
რა გამოარჩევს ლისსა და შინდისს საინვესტიციოდ?
ლისის ტერიტორიაზე აშენებული და მშენებარე უძრავი ქონების მიმართ ინტერესს, პირველ რიგში, საცხოვრებელი გარემო განსაზღვრავს. როგორც აღინიშნა, მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა, ის უფრო მშვიდი და გამწვანებული უბანია.
ლისის საინვესტიციო მიმზიდველობას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ქალაქთან მარტივი კავშირიც განაპირობებს. საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში, სადაც სავაჭრო ცენტრი, საკვები და გასართობი ობიექტები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები მდებარეობს, მოსახვედრად სულ რამდენიმე წუთია საჭირო.
ამ ტერიტორიაზე აქტიურად შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები და კერძო სახლის ასაშენებლად, ლისზე მიწის ნაკვეთის შეძენაც შესაძლებელია. ამრიგად, ვისაც კერძო სახლში ცხოვრება და საკუთარი ეზო სულ უნდოდა, მაგრამ ქალაქთან სიახლოვეს ვერ თმობდა, ახლა უნიკალური შანსი აქვს, გადავიდეს საცხოვრებლად ლისზე, სადაც ამ სურვილებს რეალობად აქცევს.
შინდისის საინვესტიციო პოტენციალი დაკავშირებულია მომხმარებლების ქცევასთან, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს საცხოვრებელს ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, გამწვანებულ, ჯანსაღ და მშვიდ გარემოში. შინდისი, თავისი უნიკალური ბუნებით, ამ მოთხოვნას ერგება.
შინდისი თბილისიდან უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე ლისი, თუმცა ეს არ ნიშნავს სრულ იზოლაციას. ცენტრალურ უბნებამდე მგზავრობას სულ რამდენიმე ათეული წუთი სჭირდება, რაც საერთოდ არ ქმნის დაბრკოლებას იმ უპირატესობებით სარგებლობისთვის, რასაც ქალაქი გთავაზობთ.
ქალაქგარეთ ცხოვრების ახალი შესაძლებლობები ,,მეტროპოლისაგან"
ქალაქგარეთ ცხოვრებაზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ ლისისა და შინდისის მიმართულებით ორ, კონცეფტუალურად განსხვავებულ სუბურბანულ პროექტს ახორციელებს.
პროექტები ერთმანეთისგან მასშტაბით განსხვავდება. „მეტროპოლ ლისი“ 7000 კვ.მ. ფართობზე 70-მდე ვილის განთავსებას ითვალისწინებს. „მეტროპოლ შინდისი“ კი გაცილებით დიდი პროექტია — ის 90 ჰექტარზეა დაგეგმილი, ჯამში 700-მდე მიწის ნაკვეთს აერთიანებს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სუბურბანული პროექტია.
განსხვავებულია კეთილმოწყობის კონცეფციაც. „მეტროპოლ ლისზე“ საერთო სარგებლობისთვის 3600 კვ.მ. ტერიტორიაა გამოყოფილი, სადაც საბავშვო და სპორტული სივრცეები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი მოეწყობა. „მეტროპოლ შინდისის“ გეგმა კი თითქმის სრულად ავტონომიური დასახლების შექმნას გულისხმობს, ცენტრალური პარკით, ღია საცურაო აუზით, სპა ცენტრით, სპორტული ზონებითა და სრული კომერციული ინფრასტრუქტურით, მათ შორის მაღაზიით, აფთიაქითა და კვების ობიექტებით.
ორივე პროექტს აერთიანებს მომხმარებელზე მორგებული მიდგომები. მიწის ნაკვეთის შეძენისას მყიდველები საჩუქრად იღებენ არქიტექტურულ პროექტს — ლისზე 5, ხოლო შინდისში 15 განსხვავებულ დიზაინიდან ერთ-ერთი უნდა შეარჩიოთ. ორივე შემთხვევაში, სურვილისამებრ, კომპანია სამშენებლო სამუშაოებს თავად წარმართავს. ასევე, დასახლებები აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემებითა და ელექტროდამტენებით.
იხილეთ ხელმისაწვდომი მიწის ნაკვეთები შინდისში და ლისზე, შეარჩიეთ სასურველი ფართობი და დაიწყეთ ცხოვრება ქალაქგარეთ იმ სახლში, რომელიც ჩაიფიქრეთ.
ამგვარად, „მეტროპოლის“ პროექტები ლისსა და შინდისში პასუხობს ყველა იმ მთავარ კრიტერიუმს, რომელიც უძრავი ქონების ღირებულების ზრდას განაპირობებს. კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, ლოკაციების უნიკალურ ბუნებრივ პირობებთან ერთად, საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობაა.







