უკან

9 ნოემბერი, 2025
ოროთახიანი ბინა „მეტროპოლისგან“ — თქვენი ახალი ცხოვრებისთვის
შეარჩიეთ ოროთახიანი ბინა "მეტროპოლის" კომპლექსში!ოროთახიანი ბინა თბილისში იდეალურია ახალგაზრდა ოჯახებისა და წყვილებისთვის, ასევე იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ლიკვიდურ საინვესტიციო ქონებას ეძებენ.
ოროთახიანი ბინის მთავარი უპირატესობა მისი ფუნქციურობაა. იზოლირებული საძინებელი პირადი სივრცის განცდას ქმნის, ხოლო ფართო სასტუმრო ოთახი ოჯახის წევრებისა და მეგობრების თავშეყრისთვის კომფორტული ადგილია. საინვესტიციო თვალსაზრისით, ასეთ ბინებზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია, ამიტომ ის მარტივად ქირავდება და სტაბილურ პასიურ შემოსავალს ქმნის.
ოროთახიანი ბინები „მეტროპოლის“ პროექტებში
კომპანია „მეტროპოლი“ დედაქალაქის რამდენიმე პრესტიჟულ უბანში გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ოროთახიან ბინებს.
საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში მშენებლობის აქტიურ ფაზაშია ჩვენი გამორჩეული პროექტი ,,მეტროპოლ ქავთარაძე”. ის ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს მდებარეობს, კომპლექსიდან რამდენიმე წუთშია სავაჭრო ცენტრი, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ საცხოვრებელ კომპლექსში უძრავი ქონების ფართი 51-187 კმ.მ შორის მერყეობს. ოროთახიანი ბინა კი დაახლოებით 50-70 კმ.მ-ის დიაპაზონში უნდა შეარჩიოთ.
თანამედროვე კომფორტისა და ისტორიული ხასიათის მაძიებლებს, ,,მეტროპოლ ორთაჭალაში” ვთავაზობთ საცხოვრებელ სივრცეებს. კომპლექსში გათვალისწინებულია 48.-დან 123.9 კვ.მ-მდე ფართის უძრავი ქონება.
რაც შეეხება ,,მეტროპოლ ბაგებს”, ეს უკვე დასრულებული პროექტია, რომელიც წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს მდებარებს. ამ კომპლექსში 54.2-დან 107.5 კვ.მ-მდე საცხოვრებელი ფართებია გათვალისწინებული, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. ამჟამად, ხელმისაწვდომია 80-90 კმ.მ-ის ფართის მქონე სივრცეები, რომლებიც შეგიძლიათ ოროთახიან ბინად დააგეგმაროთ.
ხარისხი და პირობები, რომლებიც თქვენზეა მორგებული
„მეტროპოლის“ ყველა პროექტში მაღალი ხარისხის მასალები გამოიყენება. კედლები Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკებით შენდება, რომელსაც ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით ექვსჯერ უკეთესი თბოიზოლაცია აქვს.
ოროთახიანი ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ეს გულისხმობს შავი ალუმინის კარ-ფანჯარას, გალესილ კედლებს, მოჭიმულ იატაკსა და ბინამდე მიყვანილ კომუნიკაციებს.
ბინის შეძენის გასამარტივებლად „მეტროპოლი“ გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას პირდაპირ დეველოპერისგან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით ბინის რეალურ ღირებულებას და თავიდან ირიდებთ ბანკის მაღალ პროცენტებსა და რთულ პროცედურებს. გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურად, თქვენს შესაძლებლობებზე მორგებით დგება და არ მოითხოვს შემოსავლების დადასტურებას.
იმისთვის, რომ იპოვოთ ზუსტად ისეთი ოროთახიანი ბინა, რომელიც თქვენს მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს შეესაბამება, დაგვიკავშირდით. ჩვენი პერსონალური მრჩევლები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თითოეული პროექტის შესახებ, სასურველი ბინის შერჩევაში დაგეხმარებიან და გადახდის პირობებს გაგაცნობენ.
WhatsApp/Viber: +995 571 88 99 99
ელ-ფოსტა: sales@metropol.ge
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15 | თბილისი, ორთაჭალა, დ. გულიას N4







