logo

ბინა დაბალ სართულზე თბილისში

თბილისში დაბალ სართულზე მდებარე საცხოვრებელი განსაკუთრებით მოთხოვნადია იმ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვები ან ხანდაზმული წევრები ცხოვრობენ. ეზოსთან სიახლოვე, ლიფტისგან დამოუკიდებლობა და ყოველდღიური მოქნილობა ის მიზეზებია, რის გამოც ბევრი ადამიანი ქვედა სართულებს ანიჭებს უპირატესობას.

„მეტროპოლის" პროექტებში, რომლებიც თბილისის გამორჩეულ ლოკაციებზე შენდება, დაბალ სართულებზე მდებარე ბინები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

რა უპირატესობა აქვს ბინას დაბალ სართულზე?

ხელსაყრელი ფასი

ღირებულების თვალსაზრისით ბინა დაბალ სართულზე ყველაზე ხელსაყრელი არჩევანია. ერთსა და იმავე საცხოვრებელ კომპლექსში იდენტური გეგმარების უძრავი ქონება მაღალ სართულზე უფრო ძვირია, ვიდრე ქვედაზე.

ეზოსთან სიახლოვე

ქვედა სართულების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ეზოსთან სიახლოვეა, რაც ბავშვიანი ოჯახებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. პატარები გარეთ გასვლასა და თამაშს მარტივად ახერხებენ, მშობლებს კი მათი მეთვალყურეობა ფანჯრიდანაც შეუძლიათ.

ლიფტისგან დამოუკიდებლობა

ქვედა სართულებზე მდებარე საცხოვრებელი განსაკუთრებით მოსახერხებელია ელექტროენერგიის შეფერხების ან ლიფტის შეკეთების დროს, რადგან კიბით გადაადგილება მცირე დროსა და ენერგიას მოითხოვს. ასევე, ავეჯის, პროდუქტების თუ სხვა მძიმე ტვირთის გადატანაც გაცილებით მარტივდება.

უსაფრთხოება

საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, ხანძრის ან მიწისძვრის დროს შენობის დატოვება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე მაღალ სართულზე ცხოვრებისას. ბინის შერჩევისას ამ საკითხს ხშირად სათანადო ყურადღება არ ეთმობა, თუმცა ოჯახის უსაფრთხოებისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ენერგოეფექტურობა

ბინა დაბალ სართულზე ენერგოეფექტურობითაც გამოირჩევა. ასეთ საცხოვრებელში ზაფხულში სასიამოვნო გრილი ტემპერატურა ნარჩუნდება, ზამთარში კი სითბო სტაბილურია.

5პროექტი თბილისში
48–187კვ.მ ფართობის არჩევანი
0%შიდა განვადება

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბინის შეძენას დაბალ სართულზე გეგმავთ?

ბინა დაბალ სართულზე განსაკუთრებულ შერჩევას მოითხოვს, რადგან არსებობს ისეთი ასპექტები, რომლებიც წინასწარ უნდა მიიღოთ მხედველობაში.

  1. 01

    ბუნებრივი განათება

    ერთ-ერთი ასეთი საკითხი ბუნებრივი განათებაა, რადგან მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში მზის შუქი ქვედა სართულებზე რთულად აღწევს. ამის გამო, სასურველია, საცხოვრებელი ფართი დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოინახულოთ და სინათლის დონე შეაფასოთ.

  2. 02

    ხმაურის საკითხი

    იმსახურებს ყურადღებას ხმაურის საკითხიც. თუ ბინა ქუჩის მხარეს მდებარეობს, ავტოტრანსპორტის ხმამ შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ. ამ დროს მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ხარისხიანია ფანჯრები და რამდენად კარგი ხმის იზოლაცია აქვს საცხოვრებელ კომპლექსს.

  3. 03

    უსაფრთხოება და პრივატულობა

    უსაფრთხოება და პრივატულობა კიდევ ერთი აქტუალური თემაა, თუმცა თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებში ეს საკითხები თითქმის მოგვარებულია. აქ ვიდეოკონტროლი და 24-საათიანი დაცვის სამსახური ფუნქციონირებს, შესასვლელები კი დომოფონებითაა აღჭურვილი, ამიტომ შემსვლელთა და გამსვლელთა ვინაობის დადგენა მარტივია.

ბინები დაბალ სართულზე „მეტროპოლის" პროექტებში

„მეტროპოლის" თბილისის პროექტებში ბინები დაბალ სართულზე საერთო ინფრასტრუქტურას მარტივად უკავშირდება. კეთილმოწყობილი ეზოები, სარეკრეაციო ზონები და საბავშვო სათამაშო მოედნები ის დეტალებია, რომელთა ერთობლიობითაც კომპლექსში სიმყუდროვე და კომფორტი მიიღწევა.

მეტროპოლ ქავთარაძე

მეტროპოლ ქავთარაძე

საბურთალოს ცენტრი, ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურთან

„მეტროპოლ ქავთარაძე" საბურთალოს ცენტრში, ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურთან ახლოს შენდება. პროექტი ორ მრავალსართულიან შენობას აერთიანებს, სადაც ბინების ფართობი 51.6-დან 187 კვ.მ- მდე მერყეობს. ერთ ჰექტარზე გაშლილი გამწვანებული ზონა, საბავშვო ბაღი, ხუთდონიანი პარკინგი და კომერციული ობიექტები კომპლექსის ტერიტორიაზევეა განთავსებული.

  • 51.6 – 187 კვ.მ
  • 5 დონიანი პარკინგი
  • 1 ჰა გამწვანებული ზონა
  • 2 შენობა
მეტროპოლ ორთაჭალა

მეტროპოლ ორთაჭალა

თბილისის ისტორიული უბანი

„მეტროპოლ ორთაჭალა" თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 704 მშენებარე ბინას მოიცავს, რომელთა ფართობი 48.1-დან 123.9 კვ.მ-მდე მერყეობს. სამდონიანი პარკინგი, პადელის მოედანი, ველობილიკები და საბავშვო ზონები კომპლექსის უპირატესობად მიიჩნევა.

  • 48.1 – 123.9 კვ.მ
  • 704 ბინა
  • 3 დონიანი პარკინგი
  • პადელი მოედანი

შეიძინეთ ბინა დაბალ სართულზე შიდა განვადებით

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი" უძრავი ქონების შეძენას შიდა უპროცენტო განვადებით გთავაზობთ. ამ პირობის ფარგლებში, თქვენ მხოლოდ ფართის რეალურ ღირებულებას გადაიხდით და არ დაგემატებათ პროცენტი.

ბინის შეძენა განვადებით საკმაოდ მარტივია, რადგან ბანკთან კომუნიკაცია, შემოსავლების დადასტურება და ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესების გავლა არ მოგიწევთ.

კომპანიის გაყიდვების გუნდი ყოველთვის მზადაა, დეტალურად გაგაცნოთ პროექტები, მათი უპირატესობები და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები შემოგთავაზოთ.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

  • როდის დაფუძნდა კომპანია „მეტროპოლი" და რამდენი პროექტი აქვს მას?

    arrow
  • რა განასხვავებს „მეტროპოლის" ბინებს სხვა დეველოპერებისგან?

    arrow
  • რა ტიპის ბინები შემიძლია შევიძინო თქვენთან?

    arrow
  • როგორ ხდება ბინის შეძენა განვადებით თქვენთან?

    arrow
  • რა დამატებითი ინფრასტრუქტურა აქვს პროექტებს?

    arrow
  • როგორ მიმდინარეობს მშენებლობა და როდის დასრულდება?

    arrow
  • როგორ დავუკავშირდე კომპანიას?

    arrow
Metropol