arrow left

უკან

Image

24 სექტემბერი, 2024

Რა უნდა ვიცოდეთ უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მზარდია, ამაში დასარწმუნებლად სფეროს ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო. ჩვენ ირგვლივ, ნებისმიერ ქალაქსა და უბანში მიმდინარე მშენებლობებიც გვარწმუნებს, რომ ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს და შესყიდვის ინტერესიც დიდია. თუმცა, რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი, უფრო ფართო სურათს შეგვიქმნის. მაგალითად:


  • საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წელთან შედარებით 4.2 %-ით მეტია.
  • ამავდროულად, გათლ & თაგარტი აღნიშნავს, რომ 2023 წელს თბილისში უძრავ ქონებაზე ნებართვები რეკორდულად გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ზედმეტი მიწოდების საფრთხე არ იკვეთება, რადგან 2015-22 წლებში გაცემული ნებართვებიდან 82.1% გაყიდულია, 7.4% არ დაწყებულა, 10.4% კი გაყიდვაშია.
  • მათივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა. 
  • ხოლო თიბისი კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების თებერვლის მიმოხილვის მიხედვით, საშუალო გასაყიდმა ფასმა 1.202 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა. 


ამ ბლოგში განვიხილავთ, რამ გამოიწვია საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ასეთი პოპულარობა და რა ახდენს მასზე გავლენას. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ბაზარზე ტენდენციები ეკონომიკური პირობებით, დემოგრაფიული ცვლილებებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით არის განპირობებული. სწორედ ამ ტენდენციებში გარკვევა ეხმარება ინვესტორებს, მესაკუთრეებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. 


უძრავი ქონების უახლესი ტენდენციები ცხადყოფს, რომ გარემოსდაცვითი ცნობიერება იზრდება. ამიტომ სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი სივრცეები, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მახასიათებლებით, ენერგოეფექტური მოწყობილობებით, მწვანე სამშენებლო მასალებით და განახლებადი ენერგიის წყაროებით გამოირჩევა. 


თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოხერხებულობასა და ხელმისაწვდომობასაც. კერძოდ, ინტეგრირებული სივრცეებს, რომელიც საცხოვრებელ, კომერციულ და რეკრეაციულ ობიექტებს აერთიანებს. ურბანიზაცია ქალაქის ცენტრს ახალ სიცოცხლეს სძენს, თუმცა გარეუბნებში მშენებლობის დინამიკაც მნიშვნელოვნად იზრდება, რაც განპირობებული ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ფართო სახლები, მწვანე სივრცეები და სიმშვიდე ქალაქის ქაოსისგან. 


სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ სივრცეებს, რომელიც გამოირჩევა, როგორც დიდი სარეკრეაციო ზონით, ასევე აპარტამენტების ფართო სპექტრით. მაგალითად, მეტროპოლ ქავთარაძე არის სახლი ქალაქის ცენტრში, რომელიც თავს თანამედროვეობისა და აქტიური ცხოვრების ნაწილად გაგრძნობინებთ. ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონა კი, ამავდროულად, სიმყუდროვესა და სიმშვიდეს შეგიქმნით. ხოლო მეტროპოლ ბაგები ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონაში მშენებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეა, რომლის პროექტირების ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმო თითოეული ბინისთვის დღის განმავლობაში მაქსიმალური რაოდენობით მზის სინათლის მიწოდებას. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის დანახარჯების შემცირებას და მენტალური ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.


აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს რამდენიმე ფაქტორი აყალიბებს და პირველ რიგში, გადამწყვეტ როლს ეკონომიკური სტაბილურობა თამაშობს. 

  • საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.5 %-ით გაიზარდა და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადამამუშავებელმა მრეწველობამ, მშენებლობამ და სხვა დარგებმა. 
  • თავის მხრივ გათლ & თაგარტი აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ინვესტიციებია. მათივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და მომსახურების დარგების ზრდის ტემპი დაჩქარდა.
photo_0
photo_1
photo_2
photo_3
photo_4

მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოგრაფიული ცვლილებებიც, მათ შორის მიგრაცია, რაც გავლენას ახდენს საცხოვრებლის მოთხოვნასა და ბაზრის ტენდენციებზე. ასევე, მარეგულირებელი პოლიტიკა და სამთავრობო ინიციატივები, დაწყებული საგადასახადო და ზონირების რეგულაციებიდან, ხელმისაწვდომი საცხოვრებლისა და ურბანული განვითარების სტიმულირებით გაგრძელებული.. 


ბაზრის დინამიკაზე გავლენას ახდენს რეგიონული ვარიაციებიც. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მსგავს ურბანულ ცენტრებში ძვირადღირებულ აპარტამენტებსა და კომერციულ ფართებზე დიდი მოთხოვნაა, სანაპირო რეგიონები ისეთ ინვესტორებს იზიდავს, რომლებიც საკურორტო საკუთრებას და დასასვენებელ სივრცეებს ეძებენ. 


უახლესი მოვლენების შესახებ ინფორმირებულობა და ამ ტენდენციების გამომწვევი ძირითადი ფაქტორების გაცნობიერება ინვესტორებს, პერსპექტიულ მესაკუთრეებს და უძრავი ქონების პროფესიონალებს ეხმარება, ამ მუდმივად განვითარებად ბაზარზე წარმატებას მიაღწიონ.

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ბაგები

apartment
90.6 2 - 154 020$
floor

7

bedroom

2

bath

1

balcony

2

თბილისი | ბაგები

apartment
65 2 - 110 500$
floor

11

bedroom

2

bath

1

balcony

1

თბილისი | ბაგები

apartment
90.5 2 - 153 850$
floor

13

bedroom

2

bath

1

balcony

1

თბილისი | ბაგები

apartment
87.4 2 - 148 580$
floor

14

bedroom

2

bath

1

balcony

1

თბილისი | ბაგები

apartment
63.9 2 - 108 630$
floor

14

bedroom

2

bath

1

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 75 690$
floor

10

bedroom

0

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 80 910$
floor

11

bedroom

0

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
57.5 2 - 92 000$
floor

12

bedroom

1

bath

balcony

1