arrow left

უკან

Image

11 ოქტომბერი, 2025

ბინა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს ,,მეტროპოლის” თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში

ხელსაყრელი ადგილი მეტროსთან ახლოს, საბურთალოზე!

წლებია საბურთალო პრესტიჟული უბნის სტატუსს ინარჩუნებს. ამის გამო, ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს მდებარე ბინები განსაკუთრებით მოთხოვნადია. მეტრო სადგურიდან რამდენიმე წუთის სავალზე ყველაფერია, რაც თქვენ, თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანს, დაგჭირდებათ. სწორედ ასეთ სტრატეგიულ ადგილას, ქავთარაძის ქუჩაზე, დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. 


,,მეტროპოლ ქავთარაძე” თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის


,,მეტროპოლ ქავთარაძე” ორი 25 სართულიანი შენობისაგან შედგება. პროექტი არქიტექტურითა და მშენებლობის ხარისხითაა გამორჩეული. საცხოვრებელი კომპლექსი 51-დან 187 კვ.მ.-მდე ფართის ბინებს ითვალისწინებს, რომელთა დაპროექტებაც ერთსაძინებლიანიდან სამსაძინებლიანამდეა შესაძლებელი. 


საცხოვრებელი ფართები მაქსიმალურად არის ათვისებული. მასიური ფანჯრებიდან ბუნებრივი განათება შემოდის, მაღალი ჭერი კი სივრცის შეგრძნებას აძლიერებს. თითოეულ ბინას აქვს აივანი, რომელიც კერამოგრანიტითაა მოპირკეთებული და ყინვაგამძლეა.


პროექტი ითვალისწინებს ხუთდონიან პარკინგს. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზევე აშენდება საბავშვო ბაღი და კომერციული სივრცეები, სადაც მაღაზიები, კაფეები, აფთიაქები და სხვა სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. 

ამასთან ერთად, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება შადრევნები და გამწვანებული ზონები. ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული სარეკრეაციო სივრცეები მაცხოვრებლებს, სახლიდან გაუსვლელად, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას მისცემს. 


მფლობელები ბინებს მწვანე კარკასის მდგომარეობაში მიიღებენ. ეს კონდიცია მოიაზრებს შავი ალუმინის კარ-ფანჯარას, რომელიც თბო და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, შეთეთრებულ კედლებსა და მოჭიმულ იატაკს, სახლამდე მიყვანილ და გამართულ კომუნიკაციებს. ამრიგად, რემონტის დასაწყებად ყველაფერი მზად იქნება.


რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს?


პიკის საათებში მეტროსთან სიახლოვე განსაკუთრებულად კომფორტულია, რადგან საჯარო ტრანსპორტის მოლოდინსა და საკუთარი ავტომობილით საცობში დგომისას დრო არ იკარგება. მატარებელი ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ ვაჟა-ფშაველას სადგურზე ჩერდება და დანიშნულების ადგილისაკენ შეუფერხებლად გადაადგილდება. 


ბინა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ნიშნავს, რომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ცენტრი, City mall, სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე გაქვთ. ეს არის ადგილი, სადაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები, კაფე-რესტორნები, კინოთეატრი და ბავშვთა გასართობი ცენტრია განთავსებული.

 

ამ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ტიპის სერვისი. უბანში ბანკის ფილიალები, აფთიაქები და სუპერმარკეტები ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ. 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ რამდენიმე გაჩერებაშია, ახლოსაა ტექნიკური უნივერსიტეტიც. საბურთალოზე საჯარო და რამდენიმე კერძო სკოლაც ფუნქციონირებს. 


სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისითაც უბანი კარგადაა განვითარებული. ,,მეტროპოლ ქავთარაძეს” მახლობლად რამდენიმე დიდი კლინიკა და პატარა სამედიცინო ცენტრი მდებარეობს. 


ბინა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ინვესტიციის თვალსაზრისითაც მიმზიდველია. ბინები ქავთარაძეზე ყოველთვის ლიკვიდურია. გაქირავება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სტუდენტები, ტურისტები, ახალგაზრდა წყვილები მუდმივად ეძებენ ბინებს ამ ლოკაციაზე. 


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბურთალოზე უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. მაგალითად, 2024 წლის პირველ კვარტალში საბურთალოზე 1 კმ.მ უძრავი ქონების ფასი 3 837 ლარი იყო, 2025 წლის ამავე პერიოდის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 4 297-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ახლა შეძენილი ბინის ფასი დროთა განმავლობაში გაიზრდება და გრძელვადიან, მომგებიან ინვესტიციად იქცევა. 


ისარგებლეთ შიდა უპროცენტო განვადებით პირდაპირ დეველოპერისგან


იმისათვის, რომ ბინა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს თქვენზე მორგებული პირობებით შეიძინოთ, "მეტროპოლის" დეველოპერული კომპანია საქართველოში უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ. გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ იხდით მხოლოდ უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას და არ იტვირთებით დამატებითი პროცენტით. 


ამასთან ერთად, არ მოგიწევთ ბანკთან ურთიერთობა და ბიუროკრატიული პროცესების გავლა. ჩვენთან ყველაფერი მარტივი და გამჭვირვალეა, რადგან არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება, ზუსტად იცით რამდენს და როდის იხდით. 


დაიწყეთ ახალი ცხოვრება ,,მეტროპოლის” თანამედროვე კომპლექსებში


ბინა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, ,,მეტროპოლ ქავთარაძის პროექტში საუკეთესო არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც ქალაქის ცენტრალურ და აქტიურ უბანში ცხოვრება ხიბლავს.

 

მათთვის, ვინც ისტორიულ უბანში ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ თანამედროვე კომფორტსაც ეძებს, იდეალური არჩევანი იქნება ორთაჭალის მშენებარე ბინები ჩვენს მიმდინარ პროექტში. 


თუ უძრავი ქონების შეძენა უკვე დასრულებულ პროექტში გსურთ, დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი" გთავაზობთ ბაგების პროექტს, სადაც მხოლოდ რამდენიმე გასაყიდი ბინაა დარჩენილი.


თუ ქალაქის ცენტრალური უბნების ნაცვლად უფრო მშვიდ გარემოს ანიჭებთ უპირატესობას და კერძო სახლის აშენებას განიხილავთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ მიწის ნაკვეთი ლისზე ან შინდისში, სადაც გამწვანებულ გარემოსთან და ბუნებასთან ახლოს იცხოვრებთ. 


ნებისმიერ შემთხვევაში გაყიდვების გუნდი მზადაა, დეტალურად გაგაცნოთ პროექტი და დაგეხმაროთ ბინის შერჩევაში. პერსონალური მრჩევლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ და მორგებულ პირობებს შემოგთავაზებენ. ამისათვის დაგვიკავშირდით: 


ტელეფონი: 032 288 89 99; 

ელ-ფოსტა: sales@metropol.ge

მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ქავთარაძე

apartment
142.5 2 - 301 245$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
60.7 2 - 154 360$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
59.7 2 - 151 817$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
65.9 2 - 161 784$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
62 2 - 157 666$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
54.2 2 - 137 776$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
144.8 2 - 295 971$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
116.4 2 - 241 064$
floor

22

bedroom

bath

balcony