უკან

14 იანვარი, 2026
ბინები 51 კვ.მ-დან „მეტროპოლ ქავთარაძის” საცხოვრებელ კომპლექსში
საბურთალოს ცენტრალურ ნაწილშისაბურთალოს ცენტრალურ ნაწილში, ქავთარაძის ქუჩაზე, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ ახალ საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს. კომპლექსი მასშტაბურია და ის ორი 25 სართულიანი კორპუსისგან შედგება, სადაც ჯამში 534 აპარტამენტი განთავსდება. მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს, A1 ბლოკის შემთხვევაში კი სამუშაოები დადგენილ გრაფიკს უსწრებს.
კომპლექსი გათვლილია სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე. შესაბამისად, პროექტში ბინები 51.6 კვ.მ-დან 187.4 კვ.მ-მდე არის ხელმისაწვდომი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი გეგმარება — ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი ან სამსაძინებლიანი უძრავი ქონება.
მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა
„მეტროპოლ ქავთარაძის“ ტერიტორია საკმაოდ ვრცელ, 16 490 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამწვანებას. პროექტის ფარგლებში ერთი ჰექტარი სრულად დაეთმობა რეკრეაციულ ზონას. ეზოში მოეწყობა შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები და საფეხმავლო ბილიკები, რაც მაცხოვრებლებს განტვირთვისა და სუფთა ჰაერზე დროის გატარების საშუალებას მისცემს.
გარდა სარეკრეაციო სივრცეებისა, კომპლექსი მოიცავს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აქტიური ცხოვრებისა და ყოველდღიური კომფორტისთვის. ტერიტორიაზე განთავსდება ფეხბურთის მოედანი, ასევე ღია და დახურული სივრცეები სხვადასხვა აქტივობებისთვის.
მშობლებისთვის დამატებითი კომფორტია კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილი საბავშვო ბაღი, სადაც პატარები უსაფრთხო გარემოში შეძლებენ დროის გატარებასა და განვითარებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციულ სივრცეებს მაღაზიებისთვის, კაფეებისა და აფთიაქებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო სერვისების მიღება სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ქალაქში არსებულ პარკინგის პრობლემას, კომპლექსში მოეწყობა ხუთდონიანი სადგომი, რომელიც 334 ავტომობილზე იქნება გათვლილი.
მშენებლობის ხარისხი და გამოყენებული მასალები
შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად გამოიყენება გერმანული წარმოების YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკები, რაც თანამედროვე მშენებლობაში აუცილებელი სტანდარტია. აღნიშნული მასალა გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციით და სტანდარტულ ბეტონთან შედარებით სითბოს ექვსჯერ უკეთ ინარჩუნებს. ეს ტექნიკური მახასიათებელი დადებითად აისახება მაცხოვრებლების ბიუჯეტზე და მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. გარდა ამისა, ეს ბლოგები ხანძარმედეგია და ხმის იზოლაციის თვალსაზრისითაც ეფექტურია.
ჩაბარების პირობები — მწვანე კარკასი
ბინები მფლობელებს ჩაბარდებათ მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც სარემონტო სამუშაოების დიდ ნაწილს უკვე მოიცავს. აპარტამენტებში დაგხვდებათ შავი ალუმინის კარ-ფანჯარა, რომელიც ვიზუალურადაც და ხარისხობრივადაც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. კედლები შეთეთრებული იქნება, იატაკი — მოჭიმული.
ასეთი კონდიცია მყიდველს უზოგავს დროსა და ენერგიას, რადგან ყველაზე შრომატევადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ბინაში მოეწყობა კომუნიკაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სახლში საცხოვრებლად გადასასვლელად მფლობელს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება დასჭირდება.
სტრატეგიული მდებარეობა
კომპლექსის ადგილმდებარეობა მაცხოვრებლებს გადაადგილების თვალსაზრისით დიდ კომფორტს უქმნის. „მეტროპოლ ქავთარაძე“ მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველადან“ სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. პიკის საათებში მეტროს სიახლოვე გადამწყვეტია დროის დასაზოგად, რადგან მატარებელი ქალაქის ნებისმიერ წერტილამდე შეუფერხებელ გადაადგილდება.
უბანი ასევე გამოირჩევა განვითარებული სერვისებითა და სავაჭრო ობიექტებით. სახლიდან მცირე მანძილზეა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ცენტრი City Mall, იპოდრომი და სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი. ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია სკოლები, ბანკები, სუპერმარკეტები და სამედიცინო დაწესებულებები — როგორც დიდი კლინიკები, ისე მცირე სამედიცინო ცენტრები. სწორედ ამ ინფრასტრუქტურული მრავალფეროვნების გამო, ქავთარაძის ქუჩა მუდმივად მოთხოვნადია სტუდენტების, ოჯახებისა და ტურისტებისათვის.
შეიძინეთ ბინები 51.6 კვ.მ-დან შიდა განვადებით
იმისთვის, რომ ბინის შეძენის პროცესი უფრო ხელმისაწვდომი იყოს, კომპანია „მეტროპოლი“ მომხმარებელს შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს. ეს პირობა გულისხმობს, რომ მყიდველი იხდის მხოლოდ უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას და არ უწევს დამატებითი პროცენტის დაფარვა.
შიდა განვადების მთავარი უპირატესობა სიმარტივე და ბიუროკრატიული ბარიერების არარსებობაა: არ არის საჭირო ბანკთან ურთიერთობა, შემოსავლების დამადასტურებელი ცნობების წარდგენა ან თავდების მოძიება.
ხშირად დასმული კითხვები
რა პროექტებს აერთიანებს „მეტროპოლის“ პორტფოლიო?
კომპანია ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და დღეისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე რვა მიმდინარე პროექტი აქვს. სამშენებლო არეალი ორ ძირითად ქალაქს მოიცავს: თბილისში მიმდინარეობს ბაგების, ქავთარაძისა და ორთაჭალის კომპლექსების მშენებლობა, ხოლო ბათუმში სამი მასშტაბური პროექტი — „მეტროპოლ ოვალი“, „კუბი“ და „პარალელი“ ხორციელდება. გარდა საცხოვრებელი კორპუსებისა, კომპანიამ „ლისისა“ და „შინდისის“ პროექტებიც წამოიწყო, რაც მსურველებს მიწის ნაკვეთების შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
თანამშრომლობს თუ არა კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან?
დიახ, „მეტროპოლი“ აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ ჰოსპიტალითი ჯგუფთან — Louvre Hotels Group. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ბათუმის ორ პროექტში, კერძოდ „მეტროპოლ კუბსა“ და „მეტროპოლ ოვალში“, საერთაშორისო სტანდარტის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.
რა უპირატესობა აქვს შიდა განვადებას ბანკთან შედარებით?
„მეტროპოლის“ შიდა განვადების მთავარი ხიბლი პროცედურების სიმარტივეა. მომხმარებელი თავისუფლდება საბანკო ბიუროკრატიისგან: არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება, ცნობების შეგროვება ან თავდების წარმოდგენა. თქვენ პირდაპირ კომპანიასთან აგვარებთ ფინანსურ საკითხებს ზედმეტი ფორმალობების გარეშე.
რა ვადებში ბარდება ბათუმის კომპლექსები?
პროექტების დასრულება 2027 წლისთვის არის ჩანიშნული. მშენებლობის ეტაპებისა და მიმდინარე სტატუსის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ გაყიდვების მენეჯერს.
როგორ დაგიკავშირდეთ?
კონსულტაციისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომრებზე: 032 288 89 99 ან 574 88 99 99. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@metropol.ge, ან გვესტუმროთ ოფისში, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15.





