arrow left

უკან

Image

23 ივნისი, 2025

რა ღირს მშენებარე ბინები ბათუმში — ტენდენციები და დინამიკა

ბათუმი დღეს ბევრისთვის საინტერესო და მიმზიდველი ქალაქია.

ბათუმი დღეს ბევრისთვის საინტერესო და მიმზიდველი ქალაქია. ზოგი აქ დასვენებისა და ზღვით ტკბობისთვის ჩამოდის, ზოგი კი მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობას ეძებს. ქალაქი მუდმივად ვითარდება, იცვლება და ეს განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე აისახება. 

ალბათ, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, რა ღირს მშენებარე ბინები ბათუმში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. თუმცა, კონკრეტულ ციფრებზე საუბარი რთულია – ფასები მუდმივად იცვლება და დღევანდელი მონაცემი ხვალ შეიძლევა აქტუალური აღარ იყოს. ამიტომ, ამ ბლოგში ვერ გეტყვით კვადრატული მეტრის ზუსტ ფასს. ამის ნაცვლად გაგაცნობთ იმ ტენდენციებსა და ფაქტორებს, რომლებიც ბათუმში უძრავი ქონების ღირებულებას განსაზღვრავს. 


რატომ ირჩევენ ინვესტორები მშენებარე ბინებს ბათუმში?

მშენებარე ბინის შეძენა ბევრი ინვესტორისთვის მიმზიდველი არჩევანია, რადგან ამ ტიპის უძრავი ქონება უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა — დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსთან შედარებით, დაბალი საწყისი ფასი აქვს, თანხის გადახდა ეტაპობრივადაა შესაძლებელი, რაც შიდა უპროცენტო განვადებით კიდევ უფრო მომგებიანია, შიდა გეგმარების მოწყობის თავისუფლებაც არსებობს და ქონების ფასით ეტაპობრივად იზრდება.


ბათუმში, ამ ზოგად საინვესტიციო ინტერესს, ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაც დაემატა. შედეგად, Galt & Taggart-ის მონაცემებით, იმ ბინების თითქმის 99%, რომელთა მშენებლობაც 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება, უკვე გაყიდულია. ეს მაჩვენებელი ორ გარემოებაზე მიუთითებს:


  1. გასულ წელს ბათუმში ზღვისპირა ბინებზე მაღალი მოთხოვნა იყო;
  2. ვინც ახლა ეძებს ბინას, რომელიც მალე დასრულდება, ბაზარზე ბევრ თავისუფალ ვარიანტს ვეღარ იპოვის. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იმ პროექტების ღირებულება, რომლებიც ახლა შენდება და ხარისხით გამოირჩევა, გაიზრდება და ისინი, საინვესტიციო თვალსაზრისით, უფრო საინტერესო გახდება.


სწორედ ასეთ დინამიკურ გარემოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეველოპერის უნარი, სწორად განსაზღვროს ბაზრის საჭიროებები და ინვესტორებს პერსპექტიული პროდუქტი შესთავაზოს. “მეტროპოლი” ბათუმში სწორედ ასეთ, თანამედროვე მოთხოვნებსა და მაღალ სტანდარტებზე მორგებულ პროექტებს ახორციელებს.


მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არ არის თუ რა ღირს ბინები ბათუმში დღეს. უფრო საინტერესო ისაა, რა ღირებულებას შეიძენს საინვესტიციო ქონება მომავალში. ჩვენი პროგნოზით, ამ პროექტებში ბინების ფასი 2027 წლისთვის, მშენებლობის დასრულებისას, შესაძლოა 50%-ითაც კი გაიზარდოს.


რა ღირს მშენებარე ბინები ბათუმში — რომელი ფაქტორები ქმნის ღირებულებას

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ღირს მშენებარე ბინები ბათუმში, უნდა გვესმოდეს, რომ ფასი მრავალი კომპონენტისგან შედგება. მაგალითად, ადგილმდებარეობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ზღვასთან სიახლოვე, ქალაქის ცენტრალური უბნები, განვითარებული ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ფასზე.


"მეტროპოლის" პროექტები, მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, გმირთა ხეივნის მიმდებარედ შენდება. ეს ტერიტორია ახალი ბულვარის შემადგენლობაში შედის, რომელიც ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. Galt & Taggart-ის 2024 წლის ბოლოს მონაცემებით, ახალი ბულვარის ზონაში კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 1,413$-ს შეადგენდა, ხოლო ამავე ტერიტორიაზე ბინის გაქირავების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 10$ იყო.


შემდეგი ფაქტორია ბინის ჩაბარების კონდიცია. ბუნებრივია, შავი კარკასის მდგომარეობა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე თეთრი კარკასი ან სრულად გარემონტებული უძრავი ქონება. ჩვენ ინვესტორებს მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევთ და ვუტოვებთ, უძრავი ქონების ჩაბარების კონდიცია თავად შეარჩიონ. ხელმისაწვდომია როგორც სრულად გარემონტებული (ავეჯის გარეშე) და მწვანე კარკასის მდგომარეობის ბინები, ასევე Turnkey კონდიცია, რომელიც სრულად აღჭურვილ აპარტამენტს ითვალისწინებს.


ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეველოპერის რეპუტაციას, პროექტის პერსპექტივასა და მის აღიარებას. სანდო დეველოპერი, გამოცდილებითა და წარმატებული პროექტებით, ინვესტორისთვის უსაფრთხოების გარანტიაა. პროექტის უნიკალურობა, არქიტექტურა, გამოყენებული მასალების ხარისხი და დამატებითი სერვისები, მაგალითად, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს, Royal Tulip-ის ოპერირება, მნიშვნელოვნად ზრდის ქონების ღირებულებასა და საინვესტიციო პოტენციალს. ამას ემატება საერთაშორისო აღიარებაც — ,,მეტროპოლ კუბის" მიერ მოპოვებული International Property Awards-ის ჯილდო მის მაღალ კლასსა და უნიკალურობაზე მეტყველებს.


დაბოლოს, გასათვალისწინებელია ბაზრის ზოგადი დინამიკა ანუ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. ეს გულისხმობს, თუ რამდენი ბინა გაიყიდა და რა თანხა დახარჯეს მყიდველებმა ჯამში. Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში გაყიდული ბინების საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და $778 მილიონი შეადგინა. ეს აჩვენებს, რომ ბაზარი მდგრადია და ვითარდება.


ამასთან, 2025 წლის იანვარში, Colliers Georgia-ს თანახმად, გაყიდული ბინების რაოდენობა 3.2%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. თებერვალში კი ეს ზრდა კიდევ უფრო მეტი იყო – 6.4%. თანხობრივად რომ შევხედოთ, იანვარში ბინების გაყიდვებმა $57 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთ 17.4%-ით მეტია. ეს ციფრები ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესსა და მის საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.


ბათუმის ბაზრის ბოლოდროინდელი ტენდენციები 

ციფრები ინვესტორისთვის საუკეთესო მრჩეველია. ბათუმის ბაზარმა აჩვენა ფასების ზრდა: Colliers Georgia-ს მონაცემებით, ახალაშენებულ ბინებზე საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა, ხოლო Galt & Taggart-ის ანალიზით, 2024 წლის ბოლოსთვის წლიურმა ზრდამ 11.4% შეადგინა.


საინტერესოა საიჯარო ამონაგების ზრდაც. Galt & Taggart-ის მიხედვით, 2024 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე საშუალო წლიური საიჯარო ამონაგები 8.8%-ს აღწევდა. ამ მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების სტაბილური ზრდა, რასაც ქალაქის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულების, პოპულარობას უწყობს ხელს.


რას უნდა ველოდოთ ბათუმის სამშენებლო ბაზრისგან?

ბაზრის მომავალი პერსპექტივები მჭიდროდ უკავშირდება ტურიზმის სექტორის განვითარებას, ქვეყნის საინვესტიციო განვითარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბათუმის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესი, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და ქალაქის, როგორც ტურისტული ცენტრის, პოპულარობა ქმნის მყარ საფუძველს ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, პასუხი კითხვაზე, თუ რა ღირს მშენებარე ბინები ბათუმში, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ხარისხზე, მდებარეობასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე.


,,მეტროპოლი" სწორედ ამ ფაქტორებზე აკეთებს აქცენტს – ხარისხზე, სტრატეგიულად სწორ ლოკაციებზე, პროფესიონალურ მართვასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე, რათა ინვესტორებს საიმედო და მომგებიანი პროექტები შესთავაზოს.


ამრიგად, ბათუმი კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად, სადაც სწორად შერჩეულ პროექტს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. მთავარია, გაითვალისწინოთ ბაზრის თავისებურებები და ენდოთ გამოცდილ, სანდო დეველოპერულ კომპანია ,,მეტროპოლს.


თუ გსურთ, უფრო დეტალურად გაეცნოთ ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს, გაიგოთ მეტი მიმდინარე პროექტების – ,,მეტროპოლ ოვალი", ,,მეტროპოლ კუბი" და ,,მეტროპოლ პარალელი" – საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ან მიიღოთ პერსონალური კონსულტაცია, დაგვიკავშირდით.  


აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | პარალელი

apartment
46.1 2 - 77 171$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
77.6 2 - 134 713$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
32.4 2 - 60 069$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
32.2 2 - 59 698$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
82.7 2 - 143 567$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
52.1 2 - 84 193$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
49.3 2 - 79 668$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
37.5 2 - 67 275$
floor

30

bedroom

bath

balcony

chatlogo

მოითხოვე ზარი

bg