უკან
11 დეკემბერი, 2024
შიდა განვადება - იოლი გზა საკუთარი ბინის შესაძენად
უძრავი ქონების ღირებულების მუდმივი ზრდის ფონზე, მომხმარებლები აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ გზებს ბინის შესაძენად. ტრადიციული საბანკო იპოთეკის პარალელურად, სულ უფრო პოპულარული ხდება შიდა განვადების სისტემა.შიდა განვადება დეველოპერული კომპანიების მიერ შემოთავაზებული გადახდის მეთოდია, სადაც მომხმარებელი, ბანკის ჩარევის გარეშე, პირდაპირ დეველოპერთან აფორმებს ხელშეკრულებას. ამრიგად, შეარჩიეთ ბინები თბილისში ან ბათუმში და ისარგებლეთ მოქნილი გადახდის პირობებით.
შიდა განვადების უპირატესობები
ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში იღებს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მრავალი ასპექტია გასათვალისწინებელი, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სწორედ ფინანსური საკითხია - როგორ დავაფინანსოთ სამომავლო სახლი.
ამ მხრივ, ორი ძირითადი არჩევანი არსებობს - შიდა განვადება და საბანკო იპოთეკა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანის საბოლოო მიზანი ერთია, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს.
ფინანსური კუთხით, შიდა განვადებისა და საბანკო იპოთეკის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი საპროცენტო განაკვეთია. შიდა განვადების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი ჩვეულებრივ 0%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით მხოლოდ ბინის ღირებულებას, ყოველგვარი დამატებითი საპროცენტო ხარჯის გარეშე.
საპირისპიროდ, საბანკო იპოთეკა ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ბინის ღირებულებას ემატება. შედეგად, ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაშითქვენ გადაიხდით მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე ეს შიდა უპროცენტო განვადების პირობებში იქნებოდა.
რაც შეეხება პროცედურულ განსხვავებებს, ამ მხრივ შიდა განვადება გაცილებით მარტივი და სწრაფი პროცედურაა. შიდა უპროცენტო განვადებით ბინის შეძენისას, ხელშეკრულება ფორმდება პირდაპირ დეველოპერულ კომპანიასთან, რაც ამარტივებს და აჩქარებს პროცესს.
მეორე მხრივ, საბანკო იპოთეკის მისაღებად საჭიროა რთული და ხანგრძლივი პროცედურების გავლა. ეს მოიცავს დოკუმენტაციის მომზადებას, საკრედიტო ისტორიის შემოწმებას და სხვა ბიუროკრატიულ პროცესებს.
შესაბამისად, შიდა უროცენტო განვადების მთავარი უპირატესობებია:
ფინანსური ხელმისაწვდომობა - მომხმარებელი, დამატებითი პროცენტის გარეშე, მხოლოდ ბინის რეალურ ღირებულებას იხდის. ეს საშუალებას იძლევა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვისა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რემონტისთვის ან სხვა საჭიროებებისთვის.
პროცედურული სიმარტივე - თუ ბინა განვადებით უნდა შეიძენთ, აღარ არის საჭირო რთული საბანკო პროცედურების გავლა, საკრედიტო ისტორიის შემოწმება ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ხელშეკრულება ფორმდება პირდაპირ დეველოპერთან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ბიუროკრატიულ პროცედურებს.
ინდივიდუალური მიდგომა - დეველოპერთან პირდაპირი კომუნიკაცია იძლევა შესაძლებლობას, გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურ ფინანსურ შესაძლებლობებს მოერგოს. პერსონალური მრჩეველი გეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში და გაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა შესაძლო ვარიანტის შესახებ.
დაზღვევა ფინანსური გადატვირთვისგან - შიდა უპროცენტო განვადება საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ ერთჯერადი დიდი ხარჯი და გადაანაწილოთ ბინის ღირებულება კონკრეტულ პერიოდზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ ფინანსურად გადაიტვირთოთ ერთ დროულად დიდი თანხის გადახდით.
პრაქტიკული რჩევები შიდა განვადებით სარგებლობისთვის
შიდა უპროცენტო განვადებით ბინის შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც სწორ დაგეგმვას და გათვლას მოითხოვს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესის ოპტიმიზაციაში.
როგორ შევარჩიოთ ოპტიმალური პირველადი შენატანი:
- გაანალიზეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და განსაზღვრეთ, რა ოდენობის პირველადი შენატანის გადახდა შეგიძლიათ კომფორტულად, ისე რომ სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები არ შეაფერხოთ;
- გაითვალისწინეთ, რომ უფრო მაღალი პირველადი შენატანი ნიშნავს შემდგომში ყოველთვიურად გადასახდელი თანხის შემცირებას;
როგორ დაგეგმოთ გადახდის გრაფიკი:
- დეველოპერთან ერთად შეადგინეთ გადახდის გრაფიკი, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ ფინანსურ შესაძლებლობებზე;
- გადაწყვიტეთ, რა სიხშირით შეგიძლიათ გადახდა - ყოველთვიურად თუ ყოველკვარტალურად;
- დარწმუნდით, რომ გადახდის გრაფიკი რეალისტურია და არ გამოიწვევს თქვენი ბიუჯეტის გადატვირთვას.
რეკომენდაციები ფინანსური დაგეგმვისათვის:
- შეადგინეთ დეტალური ფინანსური გეგმა, სადაც გაითვალისწინებთ არა მხოლოდ ბინის გადახდებს, არამედ სხვა მიმდინარე და პოტენციურ ხარჯებსაც;
- შექმენით რეზერვი მოულოდნელი ხარჯებისთვის;
- რეგულარულად გადახედეთ თქვენს ფინანსურ გეგმას და საჭიროების შემთხვევაში შეიტანეთ კორექტივები;
- და ბოლოს, შეინარჩუნეთ ფინანსური დისციპლინა და არ აიღოთ საკუთარ თავზე ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ.
ეს რჩევები დაგეხმარებათ შიდა განვადებით ბინის შეძენის პროცესის ოპტიმიზაციაში და თქვენი ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნებაში. გახსოვდეთ, სწორი დაგეგმვა და თანმიმდევრულობა მთავარი გასაღებია ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
როგორ მუშაობს შიდა განვადების სისტემა ,,მეტროპოლში”
დეველოპერული კომპანია თბილისსა და ბათუმში წარმატებით ახორციელებს მრავალ პროექტს. შიდა განვადების მარტივი და გამჭვირვალე პროცესი კი მომხმარებელთა კმაყოფილებას იწვევევს.
პირველი ეტაპი იწყება გაყიდვების გუნდთან კონსულტაციით. პროფესიონალი მრჩევლები გაგაცნობენ არსებულ პროექტებს როგორც თბილისში (,,მეტროპოლ ბაგები", ,,მეტროპოლ ქავთარაძე" და ,,მეტროპოლ ორთაჭალა"), ასევე ბათუმში (,,მეტროპოლ კუბი", ,,მეტროპოლ პარალელი და ,,მეტროპოლ ოვალი"). ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გულდასმით გაეცნოთ თითოეული პროექტის მახასიათებლებს, მდებარეობასა და ინფრასტრუქტურას.
სასურველი უძრავი ქონებისი შერჩევის შემდეგ გადახდის მეთოდის შერჩევის დრო დგება. დეველოპერული კომპანია "მეტროპოლი" პირველადი შენატანის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. დარჩენილი თანხის გადახდა კი შესაძლებელია როგორც ყოველთვიური, ისე კვარტალური გადახდების სახით. თქვენი ფინანსური შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, კომპანიის წარმომადგენლები დაგეხმარებიან ოპტიმალური გრაფიკის შედგენაში.
ხელშეკრულების გაფორმება პროცესის მესამე ეტაპია. კომპანიის პერსონალური მრჩეველი დეტალურად განგიმარტავენ ხელშეკრულების ყველა პუნქტს. დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი როგორც ბინის მახასიათებლები და გადაცემის ვადები, ასევე გადახდის გრაფიკი და მხარეების უფლება-მოვალეობები.
იხილეთ სამშენებლო პროექტები აქ და დარწმუნდით ჩვენს უპირატესობებში:
- 0%-იანი შიდა განვადება;
- მოქნილი პირველადი შენატანი;
- მარტივი პროცედურები ბანკის ჩარევის გარეშე;
- ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი;
- პირდაპირი გარანტიები დეველოპერისგან.
,,მეტროპოლთან” თანამშრომლობა - ეს არის მარტივი გზა თქვენი ოცნების ბინისკენ!
აირჩიეთ სასურველი ბინა
მოითხოვე ზარი