company_pres
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მეტროპოლი გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს – უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 6 დაგეგმილი პროექტია. თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი მეტროპოლ ბაგები, ამჟამად პროექტების - მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთან ერთად, მეტროპოლის პირველი სუბურბანული პროექტის – მეტროპოლ ლისის მშენებლობა დაიწყო. ბათუმში, აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მეტროპოლ პარალელის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
royal

5* სასტუმრო Royal Tulip

ადგილობრივი კულტურით შთაგონებული საერთაშორისო სტანდარტი

royaltulip

2023 წლის ივნისში ხელი მოეწერა პარტნიორობის მემორანდუმს დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლსა“ და უმსხვილეს ფრანგულ საერთაშორისო ბრენდ Louvre Hotels Group-ს შორის. ამ პარტნიორობით “მეტროპოლი” აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად შემოყვანს სასტუმროების 5* ვარსკვლავიან ბრენდ Royal Tulip-ს, ხოლო ბათუმში ორი მსხვილი საინვესტიციო პროექტის: Metropol Cube-ისა და Metropol Oval-ის მშენებლობას უზრუნველყოფს. Louvre Hotel Group-ი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა გლობალურ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ის მსოფლიოს 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. Royal Tulip-ი „ლუვრ ჰოტელ გრუპის“ პრემიუმ კატეგორიის სასტუმრო ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი ელეგანტური და დახვეწილი სივრცეებითა და მომსახურებით. ბიზნესკლასის კონცეფციის CUBE-ის პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მლნ ლარს აღემატება. თანამედროვეობისა და დახვეწილობის სინთეზით შექმნილი არქიტექტურით, Metropol CUBE-ის ინფრასტრუქტურა აერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს. ზღვისპირა დასვენების მოყვარულებისთვის კი აქტიური დასვენების სტილზე ორიენტირებული პროექტი – Metropol OVAL-ი – ღვინის ბიბლიოთეკას, კინოდარბაზს, საცურაო აუზსა და დიდ ტერასას ითვალისწინებს. ასე რომ, ორივე საინვესტიციო პროექტი თავის თავში აერთიანებს როგორც კომფორტული ცხოვრების სტილს, ასევე მაღალი დონის დაგეგმარებასა და თანამედროვე სტანდარტებს. 2027 წლის ბოლოს Metropol CUBE-ისა და Metropol OVAL-ის პროექტები სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას და მათში, შესაბამისად, Royal Tulip Cube-ი და Royal Tulip Oval-ი იქნება წარმოდგენილი.

დეველოპერული კომპანია “მეტროპოლი” ქმნის და ავითარებს საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ პროექტებს თბილისსა და ბათუმში თანამედროვე მიდგომებითა და ინოვაციური მიგნებებით.” მეტროპოლის” მიზანია მომავალ მობინადრეებს შესთავაზოს კომფორტული საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო, სადაც ყოველდღიური რუტინა არ დაარღვევს მათ სიმყუდროვეს და მეტი დრო ექნებათ თვითგანვითარებისთვის, სამუშაოსთვის და ოჯახური ურთიერთობებისთვის.
chatlogo

მოითხოვე ზარი

bg