logo
მეტროპოლი

მშენებარე ბინები განვადებით თბილისში და ბათუმში

,,მეტროპოლი” გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას — შეიძინეთ თანამედროვე, კომფორტული თბილისსა და ბათუმში მშენებარე ბინები შიდა განვადებით. ჩვენი უპროცენტო განვადება არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ბინის შეძენა, მაგრამ არ აქვს საკმარისი დანაზოგი ან არ სურს ბანკის რთულ პროცედურებთან შეხება.

აირჩიეთ სასურველი ბინა

ექვსი მიმდინარე პროექტი თბილისსა და ბათუმში — დაათვალიერეთ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია.

რას გულისხმობს ბინის შეძენა განვადებით?

მშენებარე ბინები შიდა უპროცენტო განვადებით ,,მეტროპოლის” მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ უძრავი ქონება პროცენტის გარეშე, პირდაპირ დეველოპერისგან შეიძინოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით მხოლოდ ბინის ღირებულებას, დამატებითი საპროცენტო განაკვეთის გარეშე. ამ მეთოდით, აფორმებთ ხელშეკრულებას უშუალოდ ,,მეტროპოლთან”, ბანკის ჩარევის გარეშე. გადახდის გრაფიკი და პირობები კი თქვენსა და კომპანიას შორის ინდივიდუალურად თანხმდება.

რატომ უნდა აირჩიოთ შიდა უპროცენტო განვადება?

შიდა 0%-იანი განვადება მრავალ უპირატესობას გთავაზობთ, რომლებიც ბინის შეძენის პროცესს გაცილებით მარტივს, ხელმისაწვდომსა და მომხმარებელზე ორიენტირებულს ხდის. გაეცანით ქვემოთ მოცემულ უპირატესობებს და აღმოაჩინეთ, თუ რატომ არის დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლის” მშენებარე ბინები უპროცენტო განვადებით საუკეთესო არჩევანი თქვენთვის.

01

ფინანსური ხელმისაწვდომობა

შიდა უპროცენტო განვადება მორგებულია სხვადასხვა საჭიროებაზე და გვაქვს მრავალფეროვანი გადახდის სქემები. შეგიძლიათ აირჩიოთ პირველადი შენატანის ოდენობა — 10%, 20% ან 50%. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავამარტივოთ ბინის შეძენის პროცესი და შემოგთავაზოთ ისეთი პირობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, გახდეთ საკუთარი უძრავი ქონების მფლობელი.

02

0% — რეალური დანაზოგი

,,მეტროპოლის” მშენებარე ბინების შიდა განვადებით შეძენის უნიკალური უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დამატებითი საპროცენტო განაკვეთით არ იტვირთებით. ეს მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა გრძელვადიან პერსპექტივაში და გამოიყენოთ ის ბინის რემონტისთვის ან უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის.

03

მოქნილი პირობები

გვესმის, რომ ყველას განსხვავებული ფინანსური მდგომარეობა და შესაძლებლობები აქვს. ამიტომ, ჩვენი შიდა განვადების პირობები მაქსიმალურად მოქნილია — ვითვალისწინებთ თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

04

მარტივი პროცედურა

ჩვენი შიდა განვადების კიდევ ერთი დიდი უპირატესობა მარტივი და სწრაფი პროცედურაა. არ არის საჭირო რთული საბანკო პროცესების გავლა, რაც ხშირად სტრესული და დროში გაწელილია. შეგიძლიათ დაიწყოთ ცხოვრება ახალ სახლში გაცილებით უფრო სწრაფად.

5მიმდინარე პროექტი
0%შიდა განვადება
2ქალაქი — თბილისი და ბათუმი

როგორ შეიძინოთ მშენებარე ბინა განვადებით?

ბინის განვადებით შესაძენად შემდეგი პროცედურის გავლაა საჭირო.

01

დაუკავშირდით გაყიდვების გუნდს

პირველ რიგში, გაყიდვების გუნდს უნდა დაუკავშირდეთ — დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე ან ეწვიეთ ჩვენს გაყიდვების ოფისს. პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან, გაგიზიარონ დეტალური ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ.

  • ბინის ზომა და ოთახების რაოდენობა;
  • სართული და ხედი;
  • მდებარეობა და ინფრასტრუქტურა;
  • კომპლექსის დამატებითი სერვისები.
02

შეადგინეთ გადახდის გეგმა

,,მეტროპოლის” წარმომადგენლები თქვენზე მორგებული გადახდის გეგმის შედგენაში დაგეხმარებიან. ისინი გაითვალისწინებენ თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებს.

  • რა ოდენობის პირველადი შენატანის გაკეთება შეგიძლიათ?
  • რამდენის გადახდა შეგიძლიათ ყოველთვიურად ან კვარტალურად?
03

გააფორმეთ ხელშეკრულება

გადახდის პირობებზე შეთანხმების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმების დროა. პერსონალური მრჩეველი დეტალურად აგიხსნით ყველა პუნქტს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება:

  • ბინის დეტალური აღწერა;
  • გადახდის გრაფიკი;
  • მხარეების უფლება-მოვალეობები;
  • ბინის გადაცემის ვადები და პირობები.
04

დაიწყეთ ცხოვრება ახალ სახლში

პროექტის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ დაიწყოთ ცხოვრება ახალ სახლში. ,,მეტროპოლი” გთავაზობთ ახალ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თქვენს საჭიროებებზეა მორგებული.

რატომ ,,მეტროპოლი”?

,,მეტროპოლი” სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ცხოვრების ახალ სტილს ქმნის. ჩვენი მისიაა შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს.

მაღალი ხარისხი

ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

პრემიუმ ლოკაციები

ჩვენი პროექტები მდებარეობს თბილისისა და ბათუმის საუკეთესო უბნებში, სადაც იდეალურად არის შერწყმული ურბანული კომფორტი და ბუნებასთან სიახლოვე.

დახვეწილი ექსტერიერი

არქიტექტორები ქმნიან პროექტებს, რომლებიც თანამედროვე ესთეტიკითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.

ენერგოეფექტურობა

ვიყენებთ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, რაც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ზრუნავს გარემოზე.

კომფორტული საერთო სივრცეები

ვქმნით მრავალფუნქციურ საერთო სივრცეებს, სადაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ დასვენება, გართობა და სოციალიზაცია.

უსაფრთხოება

უზრუნველვყოფთ 24/7 დაცვას და ვიყენებთ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს.

პროფესიონალური მართვა

ჩვენი გამოცდილი მენეჯმენტი კომპლექსების გამართულ ფუნქციონირებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია

,,მეტროპოლის” მშენებარე ბინები შიდა უპროცენტო განვადებით უნიკალური შესაძლებლობაა, თანამედროვე ბინა თბილისში ან ბათუმში მარტივად და ხელმისაწვდომად შეიძინოთ. ჩვენ გთავაზობთ:

  • 0%-იან შიდა განვადებას;
  • მოქნილ გადახდის პირობებს;
  • ყოველთვიური ან კვარტალური გადახდის გრაფიკი;
  • მაღალი ხარისხის მშენებლობას პრემიუმ ლოკაციებზე.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი პროექტებისა და განვადების პირობების შესახებ. ,,მეტროპოლთან” ერთად, სახლი, რომელიც ჩაიფიქრეთ — იმაზე რეალურია, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ.

ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს: თბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160; ბათუმი, შარტავას 7.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

  • ვინ ვართ ჩვენ?

    arrow
  • რომელ ქალაქებში შენდება საცხოვრებელი კომპლექსები და რამდენ პროექტს მოიცავს ,,მეტროპოლი”?

    arrow
  • რა მეთოდებს იყენებს „მეტროპოლი“ მშენებლობის ხარისხის უზრუნველსაყოფად?

    arrow
მშენებარე ბინები განვადებით თბილისში და ბათუმში