უკან

14 იანვარი, 2026
აპარტამენტები ზღვის ხედით „მეტროპოლის” ბათუმის პროექტებში
პროექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი" ბათუმში 2 საინვესტიციო და 1 საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს, სადაც თითოეული პროექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ეს ლოკაცია განაპირობებს იმას, რომ აპარტამენტები ზღვის ხედით აქ სამივე პროექტშია ხელმისაწვდომი.
,,მეტროპოლის” პროექტები ბათუმში არქიტექტურითა და კონცეფციით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა სამივეს აერთიანებს მშენებლობის მაღალი ხარისხი და თანამედროვე დაგეგმარება.
„მეტროპოლ ოვალი"
„მეტროპოლ ოვალი" ბათუმის ცენტრში შენდება და თავისი ოვალური ფორმით გამოირჩევა. კომპლექსი ფრანგული Louvre Hotels Group-ის ბრენდ Royal Tulip-თან თანამშრომლობით იქმნება, რაც ნიშნავს, რომ შენობაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტის ინფრასტრუქტურული სერვისი და მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. აპარტამენტები ზღვის ხედით ამ კომპლექსში ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ფართო ვიტრაჟებიდან ქალაქისა და ზღვის თვალწარმტაცი პანორამული ხედები იშლება.
პროექტში სტუდიო აპარტამენტების ფართობი 31 კვ.მ-დან იწყება და ღია დაგეგმარებით ხასიათდება. მათთვის, ვისაც მეტი სივრცე სჭირდება, ერთოთახიანი ბინები 61.7 კვ.მ-დან არის ხელმისაწვდომი და დამოუკიდებელ საძინებელს მოიცავს. ბინების უმეტესობას აქვს აივანი ან ტერასა.
„მეტროპოლ კუბი"
„მეტროპოლ კუბი" 42 სართულიანი შენობაა, რომელიც ზღვის სანაპიროსთან ახლოს შენდება. პროექტის არქიტექტურამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა — კომპლექსმა პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „Mixed-Use Development for Georgia". ეს ჯილდო ინოვაციური დიზაინისა და ფუნქციური მრავალფეროვნების მქონე პროექტებს გადაეცემა.
აპარტამენტებიდან შავი ზღვისა და აჭარის მთების პანორამული ხედები მოჩანს. ამასთან, შენობის ერთ-ერთი მხარე ბათუმის სტადიონს გადაჰყურებს — ეს ღია სივრცეა, რომელიც მომავალშიც თავისუფალი დარჩება და ახალი მშენებლობებით არ დაიფარება. ბინებში დიდი ვიტრაჟებია, ლობი და საერთო ზონები კი პრემიუმ კლასის მასალებით მოპირკეთდება და აქაც, „ოვალის" მსგავსად, Royal Tulip-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება.
„მეტროპოლ პარალელი"
„მეტროპოლ პარალელი" კომპანიის პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში. პროექტი აბუსერიძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შენდება და ორი მრავალსართულიანი კორპუსისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად განლაგდება.
აქ აპარტამენტები ზღვის ხედით სხვადასხვა ფართობითა და დაგეგმარებითაა ხელმისაწვდომი. ბინები 32.5 კვ.მ-დან იწყება და 184.3 კვ.მ-მდე აღწევს. მყიდველს შეუძლია აირჩიოს სტუდიო, ერთსაძინებლიანი აპარტამენტი ან პენტჰაუსი, საიდაც აივნებიდან პანორამული ხედები იშლება ზღვაზე, ქალაქზე, აჭარის მთებსა და მოედანზე.
რატომ უნდა შეიძინოთ აპარტამენტები ბათუმში?
უნდა ითქვას, რომ აპარტამენტები ზღვის ხედით ბათუმში საინვესტიციო შესაძლებლობების თვალსაზრისითაც საინტერესოა. საჯარო რეესტრის უახლესი მონაცემებით, ბაზარი აშკარა აღმავლობას განიცდის. მხოლოდ 2025 წლის მესამე კვარტალში ქალაქში 4 893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დეველოპერების გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს, რომ პირველად ბაზარზე ინტერესი დაბრუნდა და გაყიდვების ტემპი, გასულ წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ, კვლავ აღმავალია.
მზარდი მოთხოვნა პირდაპირ აისახება ფასებზეც, რაც პოტენციური მყიდველისთვის გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკული ფაქტორია. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პირველად ბაზარზე სრულად გარემონტებული (Turnkey) ბინების ღირებულება წლიურად 9%-ით იზრდება. პარალელურად, სტაბილურია საიჯარო ბაზარიც, სადაც საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი კვადრატულზე 10.8 აშშ დოლარს შეადგენს. ვინაიდან „მეტროპოლის" სამივე პროექტი 2027 წელს სრულდება, დღევანდელი მზარდი სტატისტიკა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მშენებლობის დასრულებისას თქვენი უძრავი ქონების ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება.
შეიძინეთ აპარტამენტები ზღვის ხედით შიდა განვადებით
„მეტროპოლი" მოქნილ გადახდის პირობებს გთავაზობთ. კომპანიის შიდა განვადება საბანკო კრედიტისგან განსხვავებით არ მოითხოვს შემოსავლების დამადასტურებელ ცნობებს, თავდებების მოძიებას ან სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლას. თქვენ იხდით მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულებას და თავიდანვე იცით, რამდენს და როდის გადაიხდით.
თუ ბათუმში აპარტამენტები ზღვის ხედით გაინტერესებთ, გაყიდვების გუნდი მზადაა დეტალურად გაგაცნოთ თითოეული პროექტი და დაგეხმაროთ თქვენთვის შესაფერისი ბინის შერჩევაში.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენად მასშტაბურია „მეტროპოლის" საქმიანობა?
კომპანია ბაზარზე აქტიურად 2022 წლიდან საქმიანობს და დღეისათვის ერთ დასრულებულ და შვიდ მიმდინარე პროექტს მოიცავს. მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც თბილისში (ორთაჭალა, ქავთარაძე), ისე ბათუმში. ამას გარდა, პორტფოლიო მოიცავს „მეტროპოლ ლისისა" და „მეტროპოლ შინდისის" პროექტებს, რომლებიც მომხმარებელს მიწის ნაკვეთებს სთავაზობს.
ვინ არიან კომპანიის საერთაშორისო პარტნიორები?
„მეტროპოლს" პარტნიორული ურთიერთობა აქვს ფრანგულ კორპორაციასთან — Louvre Hotels Group. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის ორ პროექტში („კუბი" და „ოვალი") განთავსდება პრემიუმ კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip.
რა უპირატესობა აქვს შიდა განვადებას ბანკთან შედარებით?
შიდა განვადების მთავარი პლუსი სიმარტივე და მოქნილობაა. ბანკისგან განსხვავებით, აქ არ მოგიწევთ რთული ბიუროკრატიული ეტაპების გავლა: არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება, თავდები პირის მოძიება ან სხვა მსგავსი ფორმალური პროცედურები.
როდის ბარდება ბათუმის აპარტამენტები?
სანაპირო ზოლში მიმდინარე სამივე მშენებლობის დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. თუ გაინტერესებთ, მშენებლობის რომელ ეტაპზეა კონკრეტული პროექტი ამ მომენტში, დაგვიკავშირდით.
როგორ დაგიკავშირდეთ კონსულტაციისთვის?
ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ ოფისში: ბათუმი, შარტავას 7. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე salesbatumi@metropol.ge ან დაგვირეკოთ ნომრებზე: 574 88 99 99.





