arrow left

უკან

Image

11 ოქტომბერი, 2025

ბინები პირველადი შენატანის გარეშე — შეიძინეთ სახლი, რომელიც ჩაიფიქრეთ ხელმისაწვდომი პირობებით

გამოიყენე შესაძლებლობა ახალი ბინის შეძენისთვის!

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში საინტერესოდ იცვლება. ამ ცვლილებების კვალდაკვალ სულ უფრო მეტი დეველოპერული კომპანია ცდილობს, რომ მომხმარებელს დაფინანსების ალტერნატიული, უფრო ხელსაყრელი და მოქნილი მოდელები შესთავაზოს. ერთ-ერთი ასეთი სისტემის წყალობით ბინების შეძენა პირველადი შენატანის გარეშეა შესაძლებელი.

 

დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ამ მიმართულებას მუდმივად ავითარებს და თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონების შეძენის მსურველებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მათ ბინის ყიდვა დაუყოვნებლივ შეუძლიათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დანაზოგს არ ფლობენ.


რას გულისხმობს პირველადი შენატანის გარეშე უძრავი ქონების შეძენა?


პირველადი შენატანის გარეშე ბინის შეძენა ნიშნავს, რომ დეველოპერული კომპანია საშუალებას გაძლევთ, იყიდოთ ბინა საწყისი კაპიტალის გარეშე. ტრადიციული სქემისგან განსხვავებით, სადაც ბინის ღირებულების 20-30% წინასწარ უნდა გადაიხადოთ, აქ ეს ბარიერი აღარ არსებობს.


ამ მოდელის ძირითადი ინსტრუმენტია ბინებზე შიდა უპროცენტო განვადება. დეველოპერი თავად გაძლევთ ბინის ღირებულების განვადებით დაფარვის საშუალებას, ბანკის ჩართულობის გარეშე. თქვენ პირდაპირ კომპანიასთან აფორმებთ ხელშეკრულებას და იხდით მხოლოდ ბინის რეალურ ღირებულებას, დამატებითი პროცენტებისა და საკომისიოების გარეშე.


ეს პროცესი ძალიან მარტივია — ირჩევთ ბინას, ეცნობით და ხელს აწერთ ხელშეკრულებას და იწყებთ გადახდას შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. არ გჭირდებათ ბანკში სიარული, ცნობების შეგროვება და რთული პროცედურების გავლა. 


ვისთვის არის განკუთვნილი ეს სერვისი?


პირველადი შენატანის გარეშე ბინის ყიდვა განსაკუთრებით კარგი შეთავაზებაა თვითდასაქმებულებისა და ფრილანსერებისთვის. მათ სტაბილური შემოსავალი აქვთ, მაგრამ ბანკში შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა უჭირთ. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში ამ პროცესის გავლა არ მოგიწევთ. 

პირველადი შენატანის გარეშე ბინის ყიდვას ის ახალგაზრდა სპეციალისტებიც შეძლებენ, რომლებიც თავიანთი კარიერის დასაწყისში არიან და დიდი თანხის შეგროვება ჯერ ვერ შეძლეს. თუ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი, მაშინ ნაცვლად იმისა, რომ წლების განმავლობაში თანხა ქირაში გადაიხადოთ, შეგიძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება პირდაპირ საკუთარ ბინაში დაიწყოთ.


ემიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ქვეყანაში ჩამოსვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ, ამ სისტემით მარტივად გახდებიან უძრავი ქონების მფლობელები.


მოქნილი პირობები და ინდივიდუალური მიდგომა


დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ინდივიდუალურად უდგება თითოეულ მომხმარებელს. 

გადახდის გრაფიკი თქვენთვის მოსახერხებელი პირობებით დგება. ირჩევთ ყოველთვიურ ან კვარტალურ სისტემას.

შესაძლებელია კომბინირებული გადახდის სისტემის გამოყენება. ბინის ღირებულების ნაწილს, მშენებლობის დასრულებამდე, შიდა განვადებით იხდით, დარჩენილ თანხას კი საბანკო იპოთეკით დაფარავთ. 

თუ დროთა განმავლობაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება, გადახდის პირობების კორექტირებაც შესაძლებელია. ეს ადაპტირებადი სისტემა ამცირებს ფინანსურ რისკებს და ქმნის კომფორტულ პირობებს გრძელვადიანი ვალდებულებების შესასრულებლად.


რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას?


მიუხედავად იმისა, რომ პირველადი შენატანის გარეშე ბინის ყიდვა მიმზიდველი შეთავაზებაა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.


პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენი შემოსავალი საკმარისი და სტაბილურია გრძელვადიანი ვალდებულებების შესასრულებლად. გაანალიზეთ ოჯახის ბიუჯეტი და დარწმუნდით, რომ ყოველთვიურად ან კვარტალურად გადასახდელი თანხა თქვენი შემოსავლის 30% არ აღემატება. 


ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა, თუმცა მაინც ყურადღებით შეისწავლეთ ხელშეკრულების პირობები. ამას იმიტომ გირჩევთ, რომ თქვენი და ჩვენი მოლოდინები თანხვედრაში იყოს. 


დასვით ყველა შეკითხვა, რაც გაინტერესებთ — ბინის გადაცემის ვადები, გადახდის პირობები, მხარეების პასუხისმგებლობა.


ისარგებლეთ მოქნილი ფინანსური შესაძლებლობებით და შეიძინეთ ბინა ,,მეტროპოლის” საცხოვრებელ კომპლექსებში


,,მეტროპოლის” მიზანია, საცხოვრებელი ფართის შეძენის პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს და უფრო მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. მეორე მხრივ კი, პრიორიტეტი თბილისისა და ბათუმის საუკეთესო ლოკაციებზე თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების შექმნაა. 


ბათუმში დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ სამ გამორჩეულ პროექტს ახორციელებს, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შენდება და საინვესტიციო უძრავი ქონებით დაინტერესებული პირებისათვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს ქმნის. მათ შორისაა 42 სართულიანი „მეტროპოლ კუბი“, რომელმაც უნიკალური დიზაინისთვის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.


ასევე, ოვალური არქიტექტურის მქონე „მეტროპოლ ოვალი“, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმრო Royal Tulip-თან თანამშრომლობს და მომხმარებელს 31 კვ.მ-დან სტუდიოებს სთავაზობს. მესამე პროექტია „მეტროპოლ პარალელი“ აბუსერიძის ქუჩაზე, რომელიც ორი პარალელური კორპუსისგან შედგება და 32.5-დან 184.3 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს აერთიანებს. სამივე კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.  


თბილისში „მეტროპოლის“ პროექტები დედაქალაქის რამდენიმე გამორჩეულ ლოკაციაზე შენდება და სხვადასხვა ცხოვრების სტილს ერგება. საბურთალოს მოთხოვნად ნაწილში შენდება „მეტროპოლ ქავთარაძე“, რომელიც 1 ჰა რეკრეაციულ ზონასა და საბავშვო ბაღს მოიცავს. ისტორიულ უბანში მდებარეობს „მეტროპოლ ორთაჭალა“, რომელიც 704 ბინისგან შემდგარი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია. ამ ორი პროექტისგან განსხვავებით, „მეტროპოლ ბაგები“ უკვე დასრულებული პროექტია, სადაც ამჟამად კომპლექსში სულ რამდენიმე გასაყიდი ბინაა დარჩენილი.



გადადგით ნაბიჯი დაუყოვნებლივ და გახდით პრემიუმ კლასის უძრავი ქონების მფლობელი


თუ გადაწყვეტთ, რომ უძრავი ქონების შეძენისა და ღირებულების გადახდის ეს მოდელი თქვენთვის მისაღებია, რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი, მარტივი პროცესის გავლა მოგიწევთ.


პირველ რიგში, დაგვიკავშირდით და გაყიდვების გუნდის წარმომადგენელთან კონსულტაცია გაიარეთ. გაუზიარეთ მას თბილისის რომელი უბნებით ხართ დაინტერესებული, რამდენი კვ.მ ფართობის ბინის შეძენას განიხილავთ და რომელ სართულზე უნდა იყოს ის, ფანჯრები გზაზე უნდა გადიოდეს თუ ეზოზე და ა.შ.


ესტუმრეთ მიმდინარე პროექტებს, დაათვალიერეთ ტერიტორია და გაეცანით პროექტის დეტალებს. ნახეთ ბინის განლაგება, შეაფასეთ ლოკაცია და ინფრასტრუქტურა.


პროექტისა და ბინის შერჩევის შემდეგ, ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული გადახდის გრაფიკი შეადგინეთ. 

გააფორმეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ გადახდა. პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე.


ტრადიციული საცხოვრებელი კომპლექსების გარდა, „მეტროპოლი“ მომხმარებელს სთავაზობს მიწის ნაკვეთების პროექტებს ლისზე. ეს არის ჭკვიანი დასახლების კონცეფციის პროექტი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ ხორციელდება. ეს პროექტი მათთვისაა, ვინც კერძო სახლს ეძებს ბუნებასთან ახლოს. მათთვის, ვისაც თბილისიდან კიდევ უფრო მოშორებით სურს ცხოვრება, კომპანიამ ახალი პროექტი შინდისში დაიწყო, სადაც მიწის ნაკვეთების შეძენაა შესაძლებელი.


ბინები პირველადი შენატანის გარეშე Metropol-თან — ხშირად დასმული კითხვები (FAQ)


რას ნიშნავს ბინის შეძენა პირველადი შენატანის გარეშე?


Metropol-ის შიდა უპროცენტო განვადების სისტემა საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ბინა 0% განვადებით, პირდაპირ დეველოპერისგან, ბანკის ჩარევის გარეშე. თქვენ იხდით მხოლოდ ბინის რეალურ ღირებულებას, დამატებითი საპროცენტო განაკვეთის გარეშე.


რა სიხშირით შემიძლია გადავიხადო განვადება?


გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურად განისაზღვრება. შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველთვიური ან კვარტალური გადახდები, თქვენი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით.


საჭიროა თუ არა შემოსავლის ოფიციალური დადასტურება?


არა, Metropol-ის შიდა განვადებისთვის არ არის საჭირო შემოსავლის ოფიციალური დადასტურება, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია თვითდასაქმებულებისა და ფრილანსერებისთვის.


რომელ ქალაქებში შემიძლია ბინის შეძენა?


Metropol-ი ახორციელებს პროექტებს თბილისსა და ბათუმში:

  • თბილისში: მეტროპოლ ბაგები, მეტროპოლ ქავთარაძე (ბინები ქავთარაძეზე), მეტროპოლ ორთაჭალა;
  • ბათუმში: მეტროპოლ კუბი, მეტროპოლ პარალელი, მეტროპოლ ოვალი.


რას ითვალისწინებს ხელშეკრულება?

ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი:


  • ბინის დეტალური აღწერა და მახასიათებლები;
  • გადახდის გრაფიკი;
  • მხარეების უფლება-მოვალეობები;
  • ბინის გადაცემის ვადები და პირობები;


შემიძლია თუ არა გადახდის გრაფიკის შეცვლა?


დიახ, Metropol-ის სისტემა ადაპტირებადია. შემოსავლის ცვლილების შემთხვევაში შესაძლებელია გადახდის გრაფიკის მოდიფიცირება ახალი მდგომარეობის შესაბამისად.


 რატომ არის Metropol-ის შიდა განვადება უფრო ხელსაყრელი ვიდრე საბანკო იპოთეკა?


  • 0% — არ იხდით დამატებით საპროცენტო განაკვეთს;
  • მარტივი პროცედურა - არ არის საჭირო რთული საბანკო პროცესების გავლა;
  • სწრაფი გაფორმება - პირდაპირი ხელშეკრულება დეველოპერთან;
  • მოქნილი პირობები - ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი.


 როგორ დავუკავშირდე Metropol-ს?


  • თბილისის ოფისი:
  • ტელ: 032 288 89 99
  • მისამართი: ორთაჭალა, 4 დიმიტრი გულია
  • Email: sales@metropol.ge


  • ბათუმის ოფისი:
  • ტელ: +995 574 88 99 99
  • მისამართი: შარტავას 7
  • Email: salesbatumi@metropol.ge.


აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ქავთარაძე

apartment
142.5 2 - 301 102$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
59.7 2 - 151 757$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
65.9 2 - 161 784$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
62 2 - 157 604$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
54.2 2 - 137 776$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
144.8 2 - 295 826$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
116.4 2 - 241 064$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
142.3 2 - 290 718$
floor

22

bedroom

bath

balcony

chatlogo

მოითხოვე ზარი

bg