უკან

14 იანვარი, 2026
ბინები 48.1 კვ.მ-დან თბილისის ისტორიულ უბანში - „მეტროპოლ ორთაჭალა"
დედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილშიდედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, გორგასლისა და გულიას ქუჩების კვეთაზე, კომპანია „მეტროპოლი" ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტი, სახელწოდებით „მეტროპოლ ორთაჭალა“, ორ მრავალსართულიან ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც საერთო ჯამში 704 საცხოვრებელ ფართს მოიცავს.
კომპლექსში ხელმისაწვდომია ბინები 48.1 კვ.მ-დან, რაც იდეალურია მათთვის, ვინც კომპაქტურ სივრცეს ეძებს, ხოლო მაქსიმალური ფართი პროექტში 123.9 კვ.მ-ს აღწევს და დიდ ოჯახებზეა გათვლილი.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა და კომფორტული საცხოვრებელი გარემო
პროექტის დაგეგმვისას მთავარი ორიენტირი მაცხოვრებლების კომფორტი იყო. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. კომპლექსის ეზო დაპროექტებულია ისე, რომ ყველა ასაკის ადამიანმა იპოვოს თავისი ადგილი. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედნები, მათ შორის პადელისა და ფეხბურთის სივრცეები, ასევე სარბენი და ველობილიკები. ბავშვებისთვის გამოიყოფა გასართობი ზონები, ხოლო გამწვანებული სკვერები მყუდრო გარემოს შექმნის, სადაც მშვიდად დასვენება იქნება შესაძლებელი.
ორივე კორპუსს ემსახურება ინდივიდუალური, სამ დონეზე განლაგებული ავტოსადგომი, რაც მუდმივად პრობლემურ პარკირების საკითხს აგვარებს. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, სადგომზე დამონტაჟდება ელექტროავტომობილების დამტენებიც. გარდა ამისა, შენობების კომპლექსის ნაწილი კომერციულ ფართებს დაეთმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური საჭიროების ობიექტები სახლიდან გაუსვლელად, იქვე იქნება ხელმისაწვდომი.
მშენებლობის ხარისხი და სტანდარტი
კედლების აშენებისას კომპანია გერმანული წარმოების, YTONG-ის ბლოკებს იყენებს. ეს მასალა გამოირჩევა თავისი თვისებებით — სტანდარტულ ბეტონთან შედარებით, ის ექვსჯერ უკეთ ინარჩუნებს სითბოს. ასეთი მიდგომა ბინაში ტემპერატურის სტაბილურობას უწყობს ხელს და, ამავდროულად, მაღალი ხმის იზოლაციით ხასიათდება, რაც მშვიდი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობაა.
ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით. მფლობელებს დახვდებათ შეთეთრებული კედლები, მოჭიმული იატაკი და მეტალოპლასტმასის ნაცვლად — თბო და ხმისზოლაციის მქონე შავი ალუმინის კარ-ფანჯარა. ყველა კომუნიკაცია მიყვანილი იქნება ბინამდე, რაც სარემონტო სამუშაოების დაწყებას გაამარტივებს.
საცხოვრებელი კომპლექსის სტრატეგიული მდებარეობა
„მეტროპოლ ორთაჭალა" თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში შენდება, სადაც ისტორიული განაშენიანება ჯერ კიდევ შემორჩენილია. კომპლექსი დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან სულ რაღაც ათი წუთის სავალზე და ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ეს ადგილი საინტერესოა მათთვის, ვისაც ძველი არქიტექტურისა და ისტორიის სიახლოვე იზიდავს, თუმცა ცხოვრება თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოში სურს.
ადგილმდებარეობა პროექტს საინვესტიციო კუთხითაც გამოარჩევს. ტურისტულ ცენტრში უძრავი ქონება ყოველთვის მოთხოვნადია, რაც ბინის შეძენას პერსპექტიულ გადაწყვეტილებად აქცევს. ამასთანავე, ქალაქის ცენტრთან სიახლოვის მიუხედავად, კომპლექსის გამწვანებული ტერიტორია მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
ისარგებლეთ შიდა განვადებით და შეიძინეთ ბინები 48.1 კვ.მ-დან თქვენზე მორგებული პირობებით
უძრავი ქონების შესაძენად დეველოპერი მომხმარებელს მოქნილ პირობებს სთავაზობს. ბინებზე მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მყიდველის ინტერესებზე. მთავარი უპირატესობა პროცესის სიმარტივეშია — არ არის საჭირო საბანკო პროცედურების გავლა, შემოსავლების დადასტურება ან თავდებების ძიება.
მომხმარებელი იხდის მხოლოდ უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას და არ უწევს დამატებითი საპროცენტო განაკვეთის დაფარვა. ეს მიდგომა ბინის შეძენის პროცესს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს და ნაკლებად ბიუროკრატიულს ხდის.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენად გამოცდილია „მეტროპოლი" სამშენებლო სფეროში?
კომპანიამ ოპერირება 2022 წლიდან დაიწყო და დღეისათვის უკვე რვა მსხვილ პროექტს უძღვება მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც თბილისში, ისე ბათუმში . ამას გარდა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ მიწის ნაკვეთები „მეტროპოლ ლისისა" და „მეტროპოლ შინდისის" პროექტებში.
რა უპირატესობა აქვს შიდა განვადებას საბანკო კრედიტთან შედარებით?
„მეტროპოლის" შიდა განვადება სრულად გათავისუფლებთ საბანკო ბიუროკრატიისგან. პროცესი არის მაქსიმალურად გამარტივებული: თქვენ არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება, ცნობების შეგროვება ან თავდების მოძიება, რაც ბინის შეძენას ბევრად კომფორტულს ხდის.
როდის სრულდება მშენებლობა?
„მეტროპოლ ორთაჭალის" პროექტი 2027 წლის ბოლოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მფლობელებს ბინები მწვანე კარკასის კონდიციაში გადაეცემათ, რაც სარემონტო სამუშაოების დაწყებას აჩქარებს.
როგორ მივიღო დეტალური კონსულტაცია?
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ გვესტუმროთ ოფისში, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15 ან გულიას 4. დისტანციური კომუნიკაციისთვის კი დაგვიკავშირდით ნომრებზე: 032 288 89 99 ან 574 88 99 99. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@metropol.ge.





