logo
arrow left

უკან

Image

7 ივლისი, 2026

ბინის ყიდვა მშენებარე პროექტში: საჭირო დოკუმენტები, სამართლებრივი პირობები და ჩაბარების ვადა

ბინის ყიდვა მშენებარე პროექტში თბილისში

მშენებარე პროექტში ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა მათთვის, ვისაც უძრავი ქონების ყიდვა წინასწარ განსაზღვრული გადახდის გრაფიკით, მისაღებ ფასად ან სასურველ ლოკაციაზე სურს.


თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია, მყიდველმა კარგად იცოდეს, რა დოკუმენტაციაა საჭირო, როგორ ფორმდება ხელშეკრულება, რა პირობებია გასათვალისწინებელი და რა როლი აქვს ბინის ჩაბარების ვადას.


კომპანიაში ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია, ხოლო ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი პირობები წინასწარ არის განსაზღვრული. ეს დაინტერესებულ პირს ეხმარება, თავიდანვე ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა როგორც ფინანსურ ვალდებულებებზე, ისე პროექტის დასრულებისა და ბინის გადაცემის პირობებზე.


რა დოკუმენტაციაა საჭირო მშენებარე ბინის შესაძენად?


მშენებარე პროექტში ბინის შესაძენად, პირველ ეტაპზე, მყიდველს სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა ან პასპორტი.


ხელშეკრულების მოსამზადებლად ასევე საჭიროა რამდენიმე ძირითადი ინფორმაცია:


  • იურიდიული მისამართი;
  • ფაქტობრივი მისამართი;
  • ვალიდური ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.


თუ ბინის შეძენა მინდობილი პირის საშუალებით ხდება, დამატებით საჭიროა შესაბამისი უფლებამოსილებით გაცემული მინდობილობა. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ კონკრეტულ პირს აქვს უფლება, მყიდველის სახელით გააფორმოს ხელშეკრულება და განახორციელოს საჭირო სამართლებრივი მოქმედებები.


დოკუმენტაციის სიმარტივე მნიშვნელოვანია, რადგან ბინის ყიდვის პროცესი მყიდველისთვის ნაკლებად რთული და დროში მოქნილი ხდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო დოკუმენტების სია მცირეა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა და გააზრება მაინც ერთ-ერთი მთავარი ეტაპია.


როგორ მოქმედებს ბინის ჩაბარების ვადა ხელშეკრულებაზე?


ბინის ჩაბარების ვადა მშენებარე პროექტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამ ვადით განისაზღვრება, როდის უნდა გადასცეს დეველოპერმა მყიდველს ნასყიდობის საგანი და რა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ვადის დარღვევის შემთხვევაში.


"მეტროპოლის" პირველი დასრულებული პროექტი შეთანხმებულ ვადაზე ადრე ჩაბარდა. მიმდინარე მშენებლობები კი კალენდარული გრაფიკით დადგენილ ვადებს წინ უსწრებს, რაც ქმნის მოლოდინის საფუძველს, რომ ბინების გადაცემა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში მოხდება.


ხელშეკრულების თანახმად, თუ მშენებლობის ვადაგადაცილება 6 თვეს აღემატება, მყიდველს უფლება აქვს, გამყიდველს მოსთხოვოს ყოველთვიური პირგასამტეხლო ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ვალდებულების შესრულებამდე.


ეს პირობა მყიდველისთვის დამატებითი სამართლებრივი გარანტიაა, რადგან ჩაბარების ვადა მხოლოდ საორიენტაციო თარიღი არ არის - ის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებაა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც დეველოპერს შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება.


რა სამართლებრივი პირობებია გასათვალისწინებელი?


იმისათვის რომ მშენებარე ბინა გართულებების გარეშე შეიძინოთ, ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს მკაფიო პასუხს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე: რა ვადაში სრულდება მშენებლობა, როგორია გადახდის გრაფიკი, რა პირობებით ხდება საკუთრების რეგისტრაცია და რა ვალდებულებები აქვთ მხარეებს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებაში დეტალურად იყოს გაწერილი:

  • ბინის ფართობი;
  • ბინის მდგომარეობა ჩაბარებისას;
  • გადახდის პირობები და გრაფიკი;
  • ჩაბარების ვადა;
  • ვადის დარღვევის შემთხვევაში დეველოპერის პასუხისმგებლობა;
  • ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
  • თანხის დაბრუნების მექანიზმი;
  • მყიდველისა და დეველოპერის უფლებები და ვალდებულებები.


ამ პირობების წინასწარ განსაზღვრა ამცირებს გაურკვევლობას და ბინის შეძენით დაინტერესებულ პირს ეხმარება გადაწყვეტილებაარა მხოლოდ პროექტის ვიზუალის ან ლოკაციის მიხედვით, არამედ სამართლებრივი და ფინანსური პირობების გათვალისწინებითაც მიიღოს.


რა იურიდიული რისკები შეიძლება არსებობდეს ბინის ყიდვისას მშენებარე პროექტში?


ზოგადად, მშენებარე ბინის შეძენას შეიძლება რამდენიმე ტიპის იურიდიული რისკი ახლდეს. ამიტომ, ნებისმიერი პროექტის შეძენამდე სასურველია, მყიდველმა გადაამოწმოს როგორც პროექტის დოკუმენტაცია, ისე ხელშეკრულების პირობები.


ერთ-ერთი მთავარი რისკი მშენებლობის ვადის გადაცილებაა. წინასწარ უნდა იცოდეს იცოდეთ არის თუ არა ხელშეკრულებაში განსაზღვრული ჩაბარების ზუსტი ვადა და რა პასუხისმგებლობა ეკისრება დეველოპერს მისი დარღვევის შემთხვევაში - იქნება ეს პირგასამტეხლო, კომპენსაცია თუ სხვა სამართლებრივი მექანიზმი.


ასევე მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი. მყიდველი უნდა დარწმუნდეს, რომ დეველოპერი არის მიწის მესაკუთრე ან ფლობს მისი გამოყენების კანონიერ უფლებას. აუცილებელია იმის შემოწმებაც, ხომ არ არის ქონება დატვირთული ისეთი უფლებებით, რომლებიც მომავალში ბინის რეგისტრაციას ან გამოყენებას გაართულებს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სამშენებლო ნებართვები. პროექტს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ნებართვა და მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ბინის შეძენის მსურველისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომ მშენებლობა სამართლებრივად სწორად მიმდინარეობს.


რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირობები?


ბინის შეძენისას მნიშვნელოვანია, მყიდველმა წინასწარ იცოდეს, როდის და რა პირობებით დარეგისტრირდება მისი საკუთრების უფლება. საკუთრების რეგისტრაცია ბინის სრულფასოვანი გამოყენებისა და განკარგვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.


ხელშეკრულებაში უნდა იყოს განსაზღვრული, რა ეტაპზე ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რა დოკუმენტები იქნება ამისთვის საჭირო და რა ვალდებულებები ეკისრება თითოეულ მხარეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებარე პროექტებში, სადაც ბინის გადაცემა და საკუთრების რეგისტრაცია შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდეს.


რას უნდა მიაქციოს მყიდველმა ყურადღება პროექტის ცვლილებების შემთხვევაში?


მშენებლობის პროცესში ზოგჯერ შეიძლება პროექტის, გეგმარების, საერთო სივრცეების ან ტექნიკური დეტალების ცვლილება გახდეს საჭირო. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რა შემთხვევაში აქვს დეველოპერს ცვლილებების განხორციელების უფლება და როგორ აისახება ეს მყიდველის ინტერესებზე.


ასევე მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებასა და დანართებში მკაფიოდ იყოს აღწერილი ბინის ფართობი, ჩაბარების მდგომარეობა, გამოყენებული მასალები და საერთო ინფრასტრუქტურა. რაც უფრო ზუსტად არის ეს პირობები დოკუმენტურად გაწერილი, მით ნაკლებია გაუგებრობის ან დავის წარმოშობის რისკი.


"მეტროპოლში" მშენებარე ბინის ყიდვა


"მეტროპოლის" პროექტებში ბინის შეძენისას მყიდველისთვის პროცესი მკაფიოდ სტრუქტურირებულია — საჭირო დოკუმენტაცია მარტივია, ხელშეკრულებაში კი ჩაბარების ვადა, მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობის მექანიზმები წინასწარ არის განსაზღვრული.


კომპანიის გამოცდილება, მათ შორის პირველი დასრულებული პროექტის შეთანხმებულ ვადაზე ადრე ჩაბარება და მიმდინარე მშენებლობების კალენდარულ გრაფიკზე წინსვლა, მყიდველს აძლევს საფუძველს, გადაწყვეტილება მეტი ნდობით მიიღოს.


მშენებარე პროექტში ბინის ყიდვისას მთავარი მხოლოდ ბინის ლოკაცია, ფასი ან გეგმარება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია დოკუმენტაცია, ხელშეკრულების პირობები, ჩაბარების ვადა და სამართლებრივი გარანტიები. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის უსაფრთხო და გამჭვირვალე პროცესს, სადაც მყიდველმა იცის, რას ყიდულობს, რა ვადაში მიიღებს ბინას და რა უფლებები აქვს ხელშეკრულებით.


აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1