arrow left

უკან

Image

11 ნოემბერი, 2024

ბინის ყიდვისას დაშვებული 6 შეცდომა, რომლებმაც შესაძლოა თქვენი ფინანსური მომავალი იმსხვერპლოს

საკუთარი სახლის პოვნა - ადგილის, რომელიც ჩაიფიქრე და რომელიც უბრალო საცხოვრებელ სივრცეზე მეტია - ერთ-ერთი გზა ბედნიერებისკენ. სახლი უნდა იყოს სივრცე, სადაც თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობთ. ცხადია, გადაწყვეტილების მიღება რთული ამოცანაა, მრავალ დეტალსა და გამოწვევას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ვისაუბრებთ იმ ხშირად დაშვებულ შეცდომებზე, რომელთა გათვალისწინებაც საოცნებო სახლამდე მიგიყვანთ. 


ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა, როგორც ფინანსური სტრესი


ბინის შეძენა ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ეს ფინანსური გადატვირთვის მიზეზიცაა.


ფინანსური გადატვირთვა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ისეთ ფინანსურ ვალდებულებებს იღებს, რომელთა შესრულებაც მის რეალურ შესაძლებლობებს აღემატება. ბინის შეძენის კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ მყიდველი იღებს ძალიან დიდ იპოთეკურ სესხს ან ყიდულობს ისეთ ბინას, რომლის ხარჯებსაც ვერ სწვდება.


2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, რა შეიძლება მოჰყვეს მასობრივ ფინანსურ გადატვირთვას უძრავი ქონების სექტორში. თუმცა, ეს პრობლემა არ არის მხოლოდ გლობალური კრიზისების თანმდევი - ის ყოველდღიურად მრავალ ოჯახს აწუხებს.


ფინანსური გადატვირთვის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია. Მაგრამ მოითხოვს ფრთხილ დაგეგმვას, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების რეალისტურ შეფასებასა და ყველა პოტენციური ხარჯის გათვალისწინებას. 


ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ფინანსური ექსპერტები გვირჩევენ 28/36 წესის გამოყენებას:

  • საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები (იპოთეკა, გადასახადები, დაზღვევა) არ უნდა აღემატებოდეს თქვენი მთლიანი თვიური შემოსავლის 28%-ს.
  • მთლიანი ვალი (საცხოვრებელი + სხვა ვალები, მაგ. ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები) არ უნდა აღემატებოდეს თქვენი მთლიანი თვიური შემოსავლის 36%-ს.

საბოლოოდ, ფრთხილი დაგეგმვა და რეალისტური შეფასება დაგიცავთ ფინანსური სტრესისგან და საშუალებას მოგცემთ, ახალი შენაძენით ისიამოვნოთ.


ენერგოეფექტურობა: ხშირად უგულებელყოფილი ფაქტორი ბინის არჩევისას

ბინის ყიდვისას ბევრი ისეთ ფაქტორებზე ფოკუსირდება, როგორებიცაა მდებარეობა, ფართობი და ფასი. თუმცა, ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ასპექტი, ბინის ენერგოეფექტურობა, ხშირად უგულებელყოფილია. 


ენერგოეფექტურობა გულისხმობს რამდენად კარგად იყენებს შენობა ენერგიას გათბობის, გაგრილების, განათებისა და სხვა საჭიროებებისთვის. მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე ბინა, ნაკლებ ენერგიას საჭიროებს კომფორტული საცხოვრებელი პირობების შესანარჩუნებლად, რაც დაბალ კომუნალურ გადასახადებსა და გარემოზე ნაკლებ ზეგავლენას ნიშნავს.


საქართველოში აშენებულ ბევრ ძველ შენობას ცუდი თბოიზოლაცია, არაეფექტური გათბობის სისტემები და ძველი ფანჯრები აქვს. ზამთარში თბილი ჰაერის დიდი ნაწილი იკარგება, ხოლო ზაფხულში სიგრილის შენარჩუნება რთულდება.


ენერგოეფექტურობის იგნორირების შედეგები შეიძლება მრავალმხრივი იყოს:


ფინანსური ზეგავლენა: ნაკლებად ეფექტური ბინა ნიშნავს მაღალ კომუნალურ გადასახადებს. ზოგჯერ ეს ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვნად ცვლის ბინის რეალურ ღირებულებას;


კომფორტის ნაკლებობა: დაბალი ენერგოეფექტურობის მქონე ბინებში რთულია სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება. ზამთარში შეიძლება იყოს ძალიან ცივი, ხოლო ზაფხულში - აუტანლად ცხელი;


ჯანმრთელობის რისკები: ცუდი თბოიზოლაცია ხშირად იწვევს ნესტსა და ობს, რაც სერიოზული საფრთხეა ჯანმრთელობისთვის.


ენერგოეფექტურობა არ არის მხოლოდ აქტუალური სიტყვა - ის გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ კომფორტზე, ჯანმრთელობასა და ფინანსებზე. სწორედ ამიტომ, ბინის ყიდვისას, გაითვალისწინეთ არა მხოლოდ პირველადი ხარჯები, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივა.


ბინის შიდა არქიტექტურა: გამოტოვებული ფაქტორი ბინის არჩევისას


ხშირად ვამბობთ, რომ უძრავი ქონების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მდებარეობაა. ამიტომ, ბინის შიდა განლაგებას ბევრი მყიდველი სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ეს შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში - წარმოიდგინეთ, იპოვეთ ბინა იდეალურ უბანში, სასურველ ფასად. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ როცა შიგნით შედიხართ, აღმოაჩენთ, რომ სამზარეულოში არაა ბუნებრივი განათება, საძინებლები განლაგებულია ისე, რომ დილით მზის შუქი არ ადგება, ხოლო აბაზანა იმდენად პატარაა, რომ ძლივს ეტევით.


ზოგადად, ბინის განლაგება გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. მაგალითად, ღია დაგეგმარების მქონე სივრცეები ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციას და ოჯახურ სიახლოვეს.


აი, რამდენიმე ასპექტი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ:


ბუნებრივი განათება: კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებრივ განათებას დიდი გავლენა აქვს განწყობასა და პროდუქტიულობაზე. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც 500,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ბუნებრივ განათებაზე გატარებული ყოველი დამატებითი საათი ამცირებს გრძელვადიანი დეპრესიის რისკს და აუმჯობესებს საერთო განწყობას.


ხმაურის იზოლაცია: თუ საძინებელი ოთახი გადის ხმაურიან ქუჩაზე, ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს. გახსოვდეთ, რომ 60 დეციბელზე მეტი ხმაურის დონის შემთხვევაში, თქვენი ცხოვრებისა და ძილის ხარისხი საგრძნობლად იკლებს. 


ფუნქციურობა: სწორად განლაგებული ბინა ზოგავს დროს და ენერგიას.


როდესაც ბინას ყიდულობთ, წარმოიდგინეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე ამ სივრცეში. როგორ იმოძრავებთ ოთახიდან ოთახში? სად გაატარებთ ყველაზე მეტ დროს? როგორ შეიცვლება თქვენი საჭიროებები მომავალში? პასუხები ამ კითხვებზე დაგეხმარებათ შეაფასოთ, რამდენად კარგად ერგება ბინის განლაგება თქვენი ცხოვრების სტილს.


რატომ გვავიწყდება გამწვანება ბინის არჩევისას?


ურბანიზაციის ეპოქაში, როდესაც ბეტონისა და მინის კონსტრუქციები სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს, გამწვანებული სივრცეების მნიშვნელობა განუზომლად დიდია. მაგალითად, ნიდერლანდებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანე სივრცეებთან ახლოს ცხოვრობენ, 24%-ით ნაკლებად განიცდიან სტრესს. მიუხედავად ამისა, ბევრი მყიდველი ბინის არჩევისას ამ ფაქტორს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.


როდესაც ბინას ყიდულობთ, მიაქციეთ ყურადღება არა მხოლოდ უშუალოდ შენობას, არამედ მის გარშემო არსებულ გარემოსაც. არის თუ არა ახლოს პარკი ან სკვერი? აქვს თუ არა შენობას საერთო გამწვანებული სივრცე? არის თუ არა შესაძლებლობა შექმნათ მწვანე კუთხე თქვენს აივანზე ან ტერასაზე?


გახსოვდეთ, რომ გამწვანებული სივრცეების მქონე უძრავ ქონებაში ინვესტირება არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს ცხოვრების ხარისხს, არამედ ზრდის უძრავი ქონების ღირებულებასაც. 


პარკირების საკითხი: უგულებელყოფილი ფაქტორი ბინის ყიდვისას


ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, პარკინგის საკითხი სულ უფრო მწვავე გამოწვევა ხდება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. მიუხედავად ამისა, ბევრი მყიდველი ბინის შეძენისას ამ ფაქტორს სათანადო ყურადღებას არ უთმობს, რაც შემდგომში სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე. 


როგორ გაითვალისწინოთ პარკინგის საკითხი ბინის ყიდვისას:


1. გავითვალისწინოთ, პარკინგის ფასი შედის თუ არა ბინის შეძენის ღირებულებაში.

3. გაითვალისწინეთ ქუჩაში პარკირების შესაძლებლობები და შეზღუდვები.

4. დაფიქრდით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე, როგორც ალტერნატივაზე.

5. გაითვალისწინეთ ელექტრომობილების მზარდი პოპულარობა - არის თუ არა დამტენი წერტილები ახლოს?


პარკირების საკითხი შეიძლება არ იყოს ის პირველი პრიორიტეტი, რომელზეც ბინის ყიდვისას ფიქრობთ, მაგრამ ის მნიშვნელოვნად გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ კომფორტზე. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ პარკინგის საკითხი გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენს კომფორტზე, არამედ ბინის გრძელვადიან ღირებულებაზეც.


დეველოპერის რეპუტაცია და ხელშეკრულების დეტალები: ორი კრიტიკული ფაქტორი ბინის ყიდვისას


საქართველოში ბოლო წლებში მშენებლობის ბუმია. მხოლოდ 2023 წელს მშენებლობის 11 279 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის მონაცემს 4.2%-ით აღემატება.  სამშენებლო კომპანიების რაოდენობა და მრავალფეროვნება იზრდება, არჩევანის გაკეთება კი რთულდება.


დეველოპერული კომპანიის არჩევისას არ უნდა იყოთ ორიენტირებული მხოლოდ ფასზე. დაბალი ფასი შეიძლება ნიშნავდეს დაბალ ხარისხს ან დაგვიანებულ მშენებლობას. ნაცვლად ამისა, ყურადღება გამახვილეთ კომპანიის ისტორიასა და რეპუტაციაზე.


პრაქტიკული რჩევები კომპანიის შერჩევისას:


  •  შეამოწმეთ კომპანიის წარსული პროექტები და რეპუტაცია;
  • გაეცანით ონლაინ მიმოხილვებს და გამოხმაურებებს, მაგრამ კრიტიკულად შეაფასეთ ისინი;
  •  შეამოწმეთ კომპანიის ლიცენზიები.
  • გაეცანით პროექტის გეგმას და ვადებს და შეამოწმეთ გამოყენებული მასალების ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა; 
  • შეაფასეთ კომპანიის კომუნიკაციის ხარისხი და სიხშირე;
  • გაარკვიეთ, რა მეთოდებს იყენებს კომპანია ხარისხის კონტროლისთვის.


კონტრაქტის საკითხები ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს რამდენიმე ასპექტზე:


  • დარწმუნდით, რომ კონტრაქტში მკაფიოდ არის გაწერილი მშენებლობის დასრულებისა და ბინის ჩაბარების ვადები;
  • გაარკვიეთ, რა მექანიზმებია გათვალისწინებული ვადების დარღვევის ან ხარისხის სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
  • ყურადღებით წაიკითხეთ ფორს-მაჟორის პირობები და დარწმუნდით, რომ ისინი გონივრულია;
  • მოითხოვეთ სრული საპროექტო დოკუმენტაცია - მნიშვნელოვანია ხელი მიუწვდებოდეთ ყველა იმ ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობის პროცესს. ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ უკეთ გაერკვეთ ტექნიკურ დეტალებში.


ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა. კეთილსინდისიერი დეველოპერი ყოველთვის მზად უნდა იყოს გასცეს ამომწურავი პასუხები და მოგაწოდოთ საჭირო დოკუმენტაცია.


რა თქმა უნდა, რთულია ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, მაგრამ არსებობს კომპანიები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მომხმარებლის ინტერესებს. მაგალითად, Metropol-ის სამშენებლო პროექტების მრავალფეროვნება, ხარისხზე ორიენტირებულობა და მომხმარებელზე ზრუნვა აშკარად გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კონტრაქტის დეტალებს, რათა მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.


,,მეტროპოლი” გთავაზობთ მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ გადახდის პირობებს. ეს მოიცავს შიდა უპროცენტო განვადებას შემოსავლების დადასტურების გარეშე და სპეციალურ შეთავაზებებს ემიგრანტებისთვის. ჩაბარების კონდიციებში კი გაქვთ არჩევანი: საცხოვრებელი მიმართულებით - პრემიუმ თეთრი ან მწვანე კარკასი, ხოლო საინვესტიციოდ დამატებით გთავაზობთ სრულად გარემონტებულ ან ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილ ბინებს. ,,მეტროპოლთან” თქვენ იღებთ მაღალი ხარისხის საცხოვრებელს, მრავალფეროვან არჩევანსა და თქვენზე მორგებულ პირობებს.


,,Მეტროპოლი” მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ადამიანზე მორგებულ ინფრასტრუქტურას და „სახლს, რომელიც ჩაიფიქრეს”. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცის შექმნაა, სადაც თითოეული მომხმარებლის გამოცდილება და მოთხოვნები ინდივიდუალურადაა განხილული. ჩვენთვის მთავარია შევქმნათ ხელმისაწვდომი გარემო ახალი, ინოვაციური პროდუქტებით. 


ბინის ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში მიიღებთ. ის მოითხოვს ფრთხილ მიდგომას, დეტალურ ანალიზს და გრძელვადიან ხედვას. გაითვალისწინეთ ზემოთ განხილული ფაქტორები - ფინანსებიდან დაწყებული, ენერგოეფექტურობით, შიდა არქიტექტურით, გამწვანებით, პარკირებით დამთავრებული, და არ დაგავიწყდეთ დეველოპერის რეპუტაციის შეფასება და ხელშეკრულების დეტალების განხილვა. 


გახსოვდეთ, რომ თქვენ ინვესტიციას არ დებთ მხოლოდ უძრავ ქონებაში, არამედ ამ ნაბიჯით განსაზღვრავთ თქვენს ყოველდღიურობასა და მომავალს. ,,Metropol-თან” ერთად კი იდეალური სახლის პოვნა გაცილებით მარტივია.

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.5 2 - 89 010$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.6 2 - 86 388$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.2 2 - 85 836$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.6 2 - 89 148$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
53.4 2 - 76 362$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
48.6 2 - 71 928$
floor

14

bedroom

1

bath

balcony