უკან

9 ნოემბერი, 2025
ერთოთახიანი ბინები ,,მეტროპოლის" თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებში
მყუდრო ბინა თქვენთვის!ერთოთახიანი ბინები თბილისში წლებია განსაკუთრებით მოთხოვნადია. ზრდასრული ადამიანები, სტუდენტები და ახალგაზრდა წყვილები კომპაქტურ საცხოვრებელ სივრცეებს ეძებენ, ინვესტორები კი ასეთ ბინებს გასაქირავებლად ირჩევენ.
თანამედროვე ტენდენციების საპასუხოდ დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს. კომპანიის პროექტებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომის ფართები, მათ შორის, ერთოთახიანი ბინები.
რას გთავაზობთ ჩვენ?
,,მეტროპოლის" პროექტები სტრატეგიულ ლოკაციებზე შენდება. კომპლექსის ტერიტორიაზევე კომერციული და საბავშვო სივრცეები, კეთილმოწყობილი ეზოები და რამდენი მედონიანი პარკინგია გათვალისწინებული.
საცხოვრებელი ფართები მაქსიმალურადაა გამოყენებული. მასიური ფანჯრებიდან ბუნებრივი განათება შემოდის, მაღალი ჭერი კი სივრცის აღქმას აძლიერებს. თითოეულ ბინას აივანი აქვს, რომელიც კერამოგრანიტითაა მოპირკეთებული და ყინვაგამძლეა.
მშენებლობის პროცესში კომპანია Ytong-ის ბლოკებს იყენებს. ეს მასალა ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებად ატარებს სითბოს. შედეგად, თქვენი მომავალი ერთოთახიანი ბინა ზამთარში თბილი იქნება, ზაფხულში კი გრილი.
მფლობელებს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ეს კონდიციაში გათვალისწინებული შავი ალუმინის კარ-ფანჯარა თბო და ხმის იზოლაციით, შეთეთრებული კედლები, მოჭიმული იატაკი და გამართული კომუნიკაციები.
ისარგებლეთ შიდა უპროცენტო განვადებით და შეიძინეთ ერთოთახიანი ბინა
ჩვენთან ერთოთახიანი ბინის შეძენა მოქნილი გადახდის პირობებით შეგიძლიათ. კომპანია შიდა უპროცენტო განვადებას გთავაზობთ, რაც ბანკთან ურთიერთობისგან, ბიუროკრატიული პროცესებისა და საპროცენტო განაკვეთისგან გათავისუფლებთ.
შეარჩიეთ თქვენი მომავალი სახლი „მეტროპოლის“ თანამედროვე კომპლექსებში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, პერსონალური კონსულტაციისა და თქვენზე მორგებული პირობების გასაცნობად, დაგვიკავშირდით. ჩვენი გაყიდვების გუნდი მზად არის, უპასუხოს თქვენს ყველა შეკითხვას და საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ.
WhatsApp/Viber: +995 571 88 99 99
ელ-ფოსტა: sales@metropol.ge
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 15 | თბილისი, ორთაჭალა, დ. გულიას N4







