arrow left

უკან

Image

11 ნოემბერი, 2024

გადახდის პირობები: გაიგეთ, როგორ ხდის ,,მეტროპოლი” ბინის შეძენას მეტად ხელმისაწვდომს

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელზეც მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ამ ფაქტორებს შორის გადახდის პირობები ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლებში შეინიშნება მზარდი ტენდენცია ინოვაციური და მოქნილი გადახდის მეთოდების მიმართ.


ტრადიციული საბანკო იპოთეკის გვერდით, სულ უფრო პოპულარული ხდება დეველოპერების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გადახდის მეთოდები. ეს ტენდენცია ასახავს დეველოპერული კომპანიების მცდელობას, გახადონ საცხოვრებელი ფართები უფრო ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. 

ამ კონტექსტში, ,,მეტროპოლი”, ტრადიციულ გადახდის მეთოდებთან ერთად, შიდა განვადების სისტემასაც გთავაზობ. ეს კი  კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი ბინის შეძენა სურს, მაგრამ ბანკის რთულ ბიუროკრატიასთან შეხება არ უნდა.


თქვენზე მორგებული გზა ბინის შეძენისათვის

ქართული დეველოპერული კომპანია  ,,მეტროპოლში” მოქნილი გადახდის პირობებია, რაც ამ პროცესს ყველა პოტენციური მყიდველისთვის ხელმისაწვდომსა და კომფორტულს ხდის. კომპანიის მიდგომა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: მოქნილობა, გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.


მოქნილობა: შეიძინეთ ბინა თქვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით


,,მეტროპოლი” აცნობიერებს, რომ ყოველი მყიდველი უნიკალურია თავისი ფინანსური მდგომარეობითა და საჭიროებებით. ამიტომ, კომპანია გთავაზობთ მრავალფეროვან გადახდის პირობებს.


მყიდველს შეუძლია აირჩიოს 10%, 20% ან 50%-იანი პირველადი შენატანი. ეს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებს, ბინის შეძენის პროცესი მათთვის ხელმისაწვდომი თანხით დაიწყონ. ამასთანავე, ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა ტრადიციულ საბანკო პროდუქტებთან შედარებით, რომლებიც ხშირად უფრო მაღალ და ფიქსირებულ პირველად შენატანს აწესებენ; 


ამასთანავე, ,,მეტროპოლში” შესაძლებელია როგორც ყოველთვიური, ისე კვარტალური გადახდები. ყოველთვიური გადახდა იდეალურია მათთვის, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს და თანხის გადახდა ყოველთვიურ მცირე ნაწილებად ურჩევნია. კვარტალური გადახდა კი შეიძლება მოსახერხებელი იყოს სეზონური შემოსავლის მქონე პირებისთვის ან მათთვის, ვისთვისაც ნაკლები სიხშირით დიდი თანხის გადახდა უფრო კომფორტულია; 


ხელმისაწვდომობა: ბინის შეძენა ახლა უკვე ყველასთვის რეალური შესაძლებლობაა


ჩვენი მიზანია  ბინის შეძენა  ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავხადოთ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ:


  1. 0%-იან განვადებას: მყიდველი იხდის მხოლოდ ბინის რეალურ ღირებულებას, დამატებითი პროცენტების გარეშე, რაც ამცირებს საერთო ხარჯებს;
  2. გრძელვადიანი გადახდის პირობები: ,,მეტროპოლი" გთავაზობთ გადახდის მოქნილ გრაფიკს პროექტის დასრულებამდე. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე შეიძენთ აპარტამენტს, მით უფრო გრძელვადიან პერიოდზე შეძლებთ გადასახადის გადანაწილებას. ეს საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად შეამციროთ ყოველთვიური ან კვარტალური შენატანები;
  3. დამატებითი ხარჯების გარეშე: არ არის დამატებითი საკომისიოები ან გადასახადები. მყიდველი იხდის მხოლოდ იმას, რაც მკაფიოდ არის გაწერილი ხელშეკრულებაში.


გამჭვირვალობა: მხარეებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა


ყველა პასუხისმგებლობას დეტალურადაა წარმოდგენილი:


  1. დეტალური ხელშეკრულება: ყველა ასპექტი, მათ შორის გადახდის პირობები და ვადები , სრულად არის ასახული ხელშეკრულებაში. ეს გამორიცხავს გაუგებრობებს და კომპანიასა და მყიდველს შორის ნდობას ამყარებს;
  2. კონსულტაცია: ჩვენი წარმომადგენლები დეტალურად განიხილავენ ყველა პირობას;
  3. ღია კომუნიკაცია: კომპანია მზადაა უპასუხოს ნებისმიერ კითხვას და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერ დროს;


პროექტები თბილისსა და ბათუმში: თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეები ,,მეტროპოლისაგან”


,,მეტროპოლი”აქტიურად ავითარებს პროექტებს საქართველოს ორ მთავარ ქალაქში - გთავაზობთ მშენებარე ბინებს თბილისსა და ბათუმში. კომპანიის მიზანია შექმნას თანამედროვე, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს.


ამჟამად თბილისში სამ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ : ,,მეტროპოლ ბაგები", ,,მეტროპოლ ქავთარაძე" და ,,მეტროპოლ ორთაჭალა".  რაც შეეხება ბათუმს, 2027 წლისათვის დასრულდება ორი ინოვაციური პროექტის მშენებლობა, ესენია: ,,მეტროპოლ კუბი" და ,,მეტროპოლ ოვალი”, სულ მალე კი ახალი საცხოვრებელი პროექტის ,,მეტროპოლ პარალელის” მშენებლობაც დაიწყება.


პროექტების უპირატესობები მრავალმხრივია. მაღალი ხარისხი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისთვის ,,მეტროპოლი” მხოლოდ პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალებსა და უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს. ხარისხის კონტროლი ხორციელდება მშენებლობის ყველა ეტაპზე, რაც ყოველდღიურ ინსპექტირებასა და სერტიფიცირებული მასალების გამოყენებას გულისხმობს.


,,მეტროპოლის”  სამშენებლო პროექტები გამოირჩევა კომფორტული საერთო სივრცეებით. ეს მრავალფუნქციური ზონები შექმნილია იმისთვის, რომ მაცხოვრებლებმა შეძლონ დასვენება, გართობა და სოციალიზაცია საკუთარი სახლის ფარგლებში.


მაცხოვრებელთა უსაფრთხოებისათვის კი კომპანია უზრუნველყოფს 24/7 დაცვას და იყენებს უახლეს უსაფრთხოების სისტემებს, რაც სიმშვიდისა და დაცულობის გარანტია.


,,მეტროპოლი” პროექტები გათვლილია როგორც საცხოვრებელი მიზნებისათვის, ისე უძრავ ქონებაში ინვესტიციისათვის. მყიდველებს საშუალება აქვთ აირჩიონ ბინა სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ზომა, ოთახების რაოდენობა, სართული და ხედი.


,,მეტროპოლი” გადახდის მეთოდსა და გრაფიკს თქვენ ირჩევთ - დროა, გადადგათ პირველი ნაბიჯი სახლისაკენ, რომელიც ჩაიფიქრეთ. 


ჩვენი გამოცდილი გაყიდვების გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ იდეალური ბინის არჩევაში:

დაგვირეკეთ: 032 288 89 99 ან +995 574 88 99 99

მოგვწერეთ: sales@metropol.ge ან salesbatumi@metropol.ge 

ან გვეწვიეთ ოფისში: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 15, 0160; ბათუმი, შარტავას ქუჩა 7.



აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.5 2 - 89 010$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.6 2 - 86 388$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
62.2 2 - 85 836$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.6 2 - 89 148$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
107.2 2 - 137 216$
floor

14

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
53.4 2 - 76 362$
floor

14

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
48.6 2 - 71 928$
floor

14

bedroom

1

bath

balcony