arrow left

უკან

Image

25 თებერვალი, 2025

ინტერიერის დიზაინი წარსულიდან თანამედროვე ტრენდებამდე

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ საცხოვრებელი სივრცეები საკუთარ საჭიროებებზე მოერგოთ.

მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ ინტერიერის დიზაინი საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლებოდა. მაგალითად, შუა საუკუნეებში, როცა ევროპაში კონფლიქტები იყო, სახლები მხოლოდ თავდაცვითი ფუნქციის მატარებელი სივრცეები გახლდათ — სქელი კედლებით, ვიწრო სარკმლებითა და მინიმალური ავეჯით გაწყობილი. რენესანსის ეპოქაში კი ინტერიერი ხელოვნების ნიმუშად იქცა, ოთახები ავეჯით ივსებოდა, დეკორაციებითა და რთული ორნამენტებით ირთვებოდა.

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ მდიდრების პრივილეგია აღარ იყო და ამ პრაქტიკით საზოგადოების სხვადასხვა ფენებიც დაინტერესდნენ. XX საუკუნეში კი ის უფრო ფუნქციური გახდა, რადგან გაჩნდა მოთხოვნა, რომ საცხოვრებელი სივრცე ვიზუალურ მიმზიდველობასთან ერთად, პრაქტიკულიც ყოფილიყო. 

XXI საუკუნეში ინტერიერის დიზაინი ახალ ეტაპზეა. დღეს სახლი სრულიად ერგება თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს, შესაბამისად, არის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული, მოქნილი და ეკომეგობრული სივრცე, რომელმაც ფსიქოლოგიური ასპექტებიც  კი შეითავსა. 

როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ბინის შეძენა დაკავშირებულია დილემასთან: როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ცხოვრების სტილს სრულად მოერგება, იქნება ტენდენციური და თან ჯანსაღი. დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” გაგიზიარებთ მიმდინარე წლის რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას, რომელიც საცხოვრებელი სივრცის მოწყობის სრულიად ახალ ხედვას აყალიბებს.


 ბუნებრივი განათება და ენერგოეფექტურობა, როგორც თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ტრენდი

როდესაც სახლში შედიხართ, პირველს რას ამჩნევთ? ალბათ, განათებას, სასიამოვნო ტემპერატურასა და იმ განწყობას, რომელიც კარგად დაგეგმილ სივრცეში იგრძნობა. 

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ენერგოეფექტურობა აღარ არის მხოლოდ ტექნიკური ტერმინი. მართალია, ეს უკანასკნელი სივრცის ვიზუალურ მხარეზე დიდ გავლენას არ ახდენს, თუმცა მაცხოვრებლის კომფორტზე ნამდვილად აისახება.


ეს საკითხი დიდწილად სანდო დეველოპერულ კომპანიაზეა დამოკიდებული, რადგან გათბობა-გაგრილებისათვის საჭირო ენერგიას მშენებლობისას გამოყენებული მასალები განსაზღვრავს. თუმცა, ინტერიერის დიზაინერები აქტიურად ცდილობენ, რომ დაგეგმარებისას მაქსიმალურად გაზარდონ საცხოვრებელი სივრცის ენერგოეფექტურობა. 

მაგალითად პროფესიონალები მაქსიმალურად ითვისებენ ბუნებრივ განათებას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. გამოცდილების მიხედვით, ფანჯრიდან შემომავალი მზის სინათლე სივრცეს ადიდებს და ინტერიერს უფრო ჰარმონიულს ხდის. ამასთანავე, ეს მიდგომა ენერგოეფექტურიცაა, შესაბამისად, კომუნალურ ხარჯებთან ერთად, გარემოზე ზიანიც ნაკლებია.


როგორც აღნიშნა, თანამედროვე ინტერიერის დიზაინი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც ითვალისწინებს. ამიტომ, გასაკვირი არ არის ის, თუ რატომ ცდილობენ სახლებში ბუნებრივი განათების ინტეგრირებას. ის დადებითად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მზის შუქი ხელს უწყობს მელატონინისა და სეროტონინის გამოყოფას, რაც აუმჯობესებს ძილის რეჟიმს, ამაღლებს განწყობასა და ამცირებს სტრესს.

მაგრამ ბუნებრივი განათება ყოველთვის საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ენერგოეფექტურ LED სანათებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის ხარჯვას და ამავდროულად, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.


ბუნებრივი მასალები ინტერიერში 

დიზაინერები სულ უფრო ხშირად იყენებენ ე.წ. ბუნებრივი მასალებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ხის საფარი, ქვა ან ბამბუკი.


ხშირად მიიჩნევა, რომ ინტერიერში ხის გამოყენება არაეკომეგობრული პრაქტიკაა. რეალურად კი არსებობს სერტიფიცირებული მასალები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოპოვებისას გარემოს ზიანი არ მიადგა. მწარმოებელი კომპანია კი მოჭრილი მასალის აღდგენასა და ეკოსისტემის დაცვაზე ზრუნავს. თავის მხრივ, საცხოვრებელ სივრცეში ხე შთანთქავს CO₂-ს, ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს და ამცირებს ენერგიის ხარჯვას.


ქვა გამძლე და ბუნებრივად ენერგოეფექტური მასალაა, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს თავის თვისებებს და ხშირ ჩანაცვლებას არ საჭიროებს. მისი უნიკალური სტრუქტურა დღისით სითბოს შთანთქავს, ხოლო ღამით გამოყოფს. ეს ნიშნავს, რომ ზამთარში სივრცე უკეთ ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ზაფხულში — სიგრილეს. გარდა ამისა, ქვა ბუნებრივი წარმოშობის მასალაა და მისი დამუშავება მინიმალურ ენერგიას მოითხოვს. ამიტომ, სხვა ხელოვნურ ალტერნატივებთან, მაგალითად, კერამოგრანიტთან, შედარებით თითქმის არ გამოყოფს ნახშირბადს.


ბამბუკი კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკომეგობრული მასალაა, რომელიც ხელახლა დარგვის გარეშე დამოუკიდებლად იზრდება. ის იმაზე მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს, ვიდრე სხვა მცენარეები, გამძლეა და მსუბუქი. მისი ბიოდეგრადირებადი თვისებები გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს.

განსაკუთრებით საინტერესოა ახალი მიდგომა ძველი ნივთების მიმართ. დიზაინერები მათ ,,ნარჩენების” ნაცვლად  ,,შესაძლებლობებს” უწოდებენ. ძველი კარადა შეიძლება საინტერესო კონცეფციის მქონე წიგნების თაროდ იქცეს, ხოლო მოძველებული ხის კარი — სასადილო მაგიდად. ეს არა მხოლოდ ზოგავს რესურსებს, არამედ სახლს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს.


ამრიგად, ინტერიერში ბუნებრივი მასალების გამოყენება გარემოსათვის ყველა შემთხვევაში ზიანის მომტანი არ არის და არც ძველი ნივთების გადაყრაა ყოველთვის კარგი  იდეა.


როგორ ადაპტირდება ინტერიერის დიზაინი თქვენს თანამედროვე საჭიროებებთან

ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტენდენცია მოქნილი და ტრანსფორმირებადი სივრცეების შექმნაა. წარმოიდგინეთ ოთახი, რომელიც დილით საოფისე, საღამოს სტუმრების მისაღები სივრცეა, მაგრამ ცოტაოდენი ადგილი ვარჯიშისთვისაც უნდა დარჩეს. რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს, თანამედროვე დიზაინი სწორედ ასეთ მიდგომას ითვალისწინებს.


დამოკიდებულება საცხოვრებელი სივრცის მიმართ პანდემიამ შეცვალა. სახლმა შეითავსა ოფისის, სკოლის, სპორტდარბაზისა და გასართობი ცენტრის ფუნქციები.  სწორედ ამიტომ, 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია ტრანსფორმირებადი ავეჯია.


როგორ გამოიყურება მოქნილი სივრცე? მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დასაკეცი მაგიდები, რომლებიც თაროს ნაწილად იქცევა, ან დივნები, რომლებსაც შიგნით სათავსები აქვს.  დიზაინერები ამბობენ, რომ მოქნილი სივრცის საიდუმლო სწორედ ასეთ მულტიფუნქციურ ელემენტებშია.


დიზაინი, რომელიც ჯანმრთელობასა და კომფორტს ერგება

დროის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ვატარებთ, მაგრამ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ მოქმედებს სახლის მოწყობა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

კვლევები აჩვენებს, რომ  შიდა სივრცეებში ჰაერი ხშირად ხუთჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარეთ, რაც  ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. მართალია ახალაშენებულ ბინებს თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში ვენტილაციის კარგი სისტემები აქვს, მაგრამ ეს ხშირად არ არის საკმარისი. 

სწორედ ამიტომ, დღეს ინტერიერის დიზაინერები სულ უფრო მეტად ტვირთავენ სივრცეებს მცენარეებით.  არა მხოლოდ დეკორატიული მიზნით, არამედ ჰაერის გაჯანსაღების ხელშესაწყობად. ისინი შთანთქავს ტოქსინებს, გამოყოფს ჟანგბადს და ქმნის ჯანსაღ გარემოს.


ხმაური  სტრესის უხილავი წყაროა, რომელსაც ხშირად ვეგუებით. არადა, ის პირდაპირ მოქმედებს კონცენტრაციის უნარსა და დასვენების ხარისხზე. თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ხმაურის შემცირების მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები გამოიყენება: რბილი ზედაპირები, ხალიჩები, ფარდები და ხის პანელები არა მხოლოდ კომფორტს ქმნის, არამედ ბგერებსაც შთანთქავს, რაც მშვიდი და სტაბილურ გარემოს ქმნის.


ფერების ფსიქოლოგია – როგორ ქმნის ინტერიერი განწყობას

ჩვენ ინტუიციურად ვგრძნობთ ფერების ძალას. ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, რატომ გვაქვს უკეთესი განწყობა გარკვეულ სივრცეებში, ან რატომ გვიჭირს კონცენტრაცია სხვაგან. პასუხი მარტივია — ფერები ემოციებზე ისევე მოქმედებს, როგორც, მაგალითად, მზიანი ამინდი. სწორედ აქ იკვეთება ყველაზე ცხადად ინტერიერის დიზაინის ფსიქოლოგიური ასპექტები. 

მაგალითად, წითელი ფერი ენერგიასთან და სიძლიერესთან ასოცირდება. მისი სიმკვეთრე ადვილად იქცევს ყურადღებას და ზრდის დინამიკურობას. მისაღებ სივრცეში წითელი ფერის გამოყენება შესაძლოა სოციალური აქტივობის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს. თუმცა, მისი ინტენსიურობა საძინებელში ნაკლებად სასურველია, რადგან შეიძლება დასვენების პროცესს ხელი შეუშალოს.


ყვითელი სიხარულისა და ოპტიმიზმის ფერია, რომელიც განსაკუთრებულად ხელსაყრელია იმ სივრცეებში, სადაც ნაკლები ბუნებრივი განათებაა. ის სითბოსა და ენერგიასთან ასოცირდება, რის გამოც ხშირად სამზარეულოსა და მისაღებ ოთახებში გამოიყენება.


ლურჯი სიმშვიდესთან და კონცენტრაციასთან ასოცირდება. მისი გამოყენება რეკომენდებულია საძინებელ და სააბაზანო სივრცეებში, რადგან მოდუნებას უწყობს ხელს.


რეკომენდაცია: ეს ფერები ინტენსიურია, ამიტომ უმჯობესია ისინი სივრცეში ტექსტილის, ავეჯის ან აქსესუარების საშუალებით ინტეგრირდეს, რათა ბალანსი და სიმყუდროვე შეინარჩუნოთ.


2025 წლის მთავარი ტენდენცია კი მიწისეული ფერებია — თბილი ყავისფერი, ბეჟი ან ოქროსფერი. ეს ტონები მყუდრო, მშვიდ და ჰარმონიულ გარემოს ქმნის, რაც საცხოვრებელ სივრცეს ბუნებრივ გარემოსთან აკავშირებს. 

ინტერიერის დიზაინი მუდმივად ვითარდება და ადამიანის საჭიროებებთან ერთად იცვლება. თუ წარსულში ის მხოლოდ ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, დღეს გაცილებით მეტ ფუნქციას ითავსებს. ინტერიერის დიზაინერები მწვანე კარკასის დაგეგმარებიდანვე იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ შექმნან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემო, როგორ გახადონ სივრცე კომფორტული და გარემოსათვის უსაფრთხო.

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ბაგები

apartment
65.2 2 - 104 320$
floor

2

bedroom

bath

balcony

თბილისი | ბაგები

apartment
102.3 2 - 163 680$
floor

2

bedroom

bath

balcony

თბილისი | ბაგები

apartment
178.1 2 - 356 200$
floor

1

bedroom

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
101.2 2 - 135 608$
floor

19

bedroom

2

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
58.2 2 - 86 718$
floor

19

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
76.1 2 - 109 584$
floor

19

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
71.5 2 - 102 960$
floor

19

bedroom

1

bath

balcony

თბილისი | ორთაჭალა

apartment
64.6 2 - 93 024$
floor

19

bedroom

1

bath

balcony

chatlogo

მოითხოვე ზარი

bg