logo
arrow left

უკან

Image

9 ნოემბერი, 2025

სამოთახიანი ბინები თბილისში

შეარჩიეთ კომფორტული ბინა ოჯახისთვის!

თბილისში უძრავი ქონების შერჩევისას მომავალი მფლობელები ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფართობია. სამოთახიანი ბინები ამ მხრივ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტად მიიჩნევა, რადგან სივრცე არც ზედმეტად დიდი არ არის და არც შეზღუდულია.


რატომ არის სამოთახიანი ბინა კომფორტული?


ამ ტიპის ბინების მთავარი უპირატესობა ფუნქციური ზონების ერთმანეთისგან გამიჯვნის შესაძლებლობაა. ერთი ოთახი საერთო სივრცეს იგივე მისაღებს ეთმობა, მეორე საძინებელს, ხოლო მესამე ოთახის დანიშნულება მფლობელის საჭიროებების მიხედვით წყდება — ის შეიძლება იყოს სამუშაო კაბინეტი, ბავშვის ოთახი ან სტუმრებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი სივრცე.


კომფორტული დაგეგმარების გარდა, სამოთახიანი ბინა გრძელვადიან პერსპექტივაში, მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობაა. ასეთი ფართობის უძრავი ქონება მოთხოვნადია იმ ოჯახებში, რომელთა რაოდენობაც ორზე მეტია. ამის გამო, მას მარტივად გააქირავებთ.


შეარჩიეთ ბინის ფართობი თქვენი ცხოვრების სტილის მიხედვით


„მეტროპოლი“ მომხმარებლების მრავალფეროვან მოთხოვნებსა და საჭიროებებს ითვალისწინებს, ამიტომ კომპანიის პროექტებში გათვალისწინებულია როგორც ერთოთახიანი და ოროთახიანი, ისე სამოთახიანი ბინები.

კონკრეტულად, პროექტებში ფართობები შემდეგნაირად ნაწილდება:


  • „მეტროპოლ ორთაჭალაში“ ბინების ზომა 48.1 კვ.მ-დან 123.9 კვ.მ-მდე მერყეობს;
  • „მეტროპოლ ბაგებში“ თქვენთვის სასურველი ბინის არჩევა 54.2 კვ.მ-დან 107.5 კვ.მ-მდე შეგიძლიათ;
  • „მეტროპოლ ქავთარაძე“ ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, 51.6 კვ.მ-დან 187.0 კვ.მ-მდე ფართობებით;


ფართობების ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ ბინა, რომელიც სრულად პასუხობს თქვენს მოთხოვნებსა და ერგება ოჯახის წევრთა რაოდენობას. მაგალითად, 48-დან 70 კვ.მ-მდე ფართობი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კომპაქტურ, თუმცა ფუნქციურ საცხოვრებელს. ამ სივრცეში შესაძლებელია როგორც მყუდრო სტუდიოს, ისე ერთ ან მაქსიმუმ ორ საძინებლიანი სივრცის მოწყობა. ხოლო მათთვის, ვისაც სივრცის შეგრძნება, სახლში მოცულობითი ავეჯისა და სხვა ნივთების განთავსება ან სამუშაო სივრცის მოწყობა უნდა, უძრავი ქონების ფართობი 90 კმ.მ-დან ზემოთ უნდა შეარჩიოს.


პროექტები თბილისის სტრატეგიულ ლოკაციებზე, რომლებიც მაღალი სტანდარტით შენდება


ბინის შერჩევისას, ფართობთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ლოკაციას ენიჭება. „მეტროპოლის“ თითოეული პროექტი ქალაქის განსხვავებულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბანში ხორციელდება. „მეტროპოლ ქავთარაძე“ საბურთალოს ცენტრში, „სითი მოლთან“ და იპოდრომთან ახლოს შენდება. „მეტროპოლ ორთაჭალა“ ისტორიულ უბანშია, სადაც ძველი არქიტექტურა და თანამედროვე შენობები ერთმანეთს ერწყმის. „მეტროპოლ ბაგები“ კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნაფეტვრებისა და წყნეთის მახლობლად მდებარეობს.


განსხვავებული ლოკაციების მიუხედავად, „მეტროპოლის“ ყველა პროექტი მშენებლობისა და ცხოვრების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკით შენდება, რომელიც ჩვეულებრივ ბეტონის ბლოკთან შედარებით გათბობა-გაგრილებისთვის 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას საჭიროებს და ხანძარმედეგობით ხასიათდება. ამასთან ერთად, მფლობელებს ბინები მწვანე კარკასის კონდიციით ჩაჰბარდებათ და სივრცეს მხოლოდ კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარებაღა დასჭირდება.


პროექტები ითვალისწინებს მიწისქვეშა პარკინგს, გამოყოფილია სივრცეები კომერციული ფართების, მაღაზიებისა და კაფეებისთვის, კეთილმოწყობილი ეზოები კი სარეკრეაციო და საბავშვო ზონებს მოიცავს.


შეიძინეთ სამოთახიანი ბინა მოქნილი გადახდის პირობებით


,,მეტროპოლის” საცხოვრებელ კომპლექსებში სამოთახიანი ბინა შიდა უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ სერვისით საშუალებას გაძლევთ, უძრავი ქონების მფლობელი უმოკლეს დროში, ბანკთან თანამშრომლობისა და დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე გახდეთ.


შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ ერთ-ერთ პროექტში და ისარგებლეთ გადახდის მოქნილი პირობებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის, დაგვიკავშირდით.


WhatsApp/Viber: +995 571 88 99 99

ელ-ფოსტა: sales@metropol.ge

მისამართი: თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 15 | თბილისი, ორთაჭალა, დ. გულიას N4



აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1