უკან

14 იანვარი, 2026
შავი პარასკევი 2025 — განსაკუთრებული შეთავაზებები „მეტროპოლისგან“
განსაკუთრებული შეთავაზებებინოემბრის ბოლო ის დროა, როცა უძრავი ქონების შეძენა ფინანსურად ყველაზე გამართლებული ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, 2025 წლის შავი პარასკევი დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლში“ განსაკუთრებული შეთავაზებებით დგება.
30 ნოემბრის ჩათვლით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 24%-მდე ფასდაკლებით და სასურველი ბინა, აპარტამენტი ან მიწის ნაკვეთი მომგებიანი პირობებით შეიძინონ.
რას გთავაზობთ „მეტროპოლი“?
თბილისში მასშტაბური ფასდაკლება „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტზე ვრცელდება. აქ სრული თანხის გადახდის შემთხვევაში ღირებულება 24%-ით მცირდება, ხოლო თუ მყიდველი 0%-იანი პირველადი შენატანით სარგებლობას გადაწყვეტს, ფასდაკლება 15% იქნება. განსხვავებული პირობებია „მეტროპოლ ორთაჭალაში“, სადაც ანალოგიური გადახდის მეთოდების დროს ფასდაკლების მოცულობა, შესაბამისად, 21% და 15%-ია.
რაც შეეხება ზღვისპირა ქალაქს, ბათუმის პროექტებში — „მეტროპოლ კუბსა“ და „მეტროპოლ ოვალში“ — მოქმედებს 17%-იანი ფასდაკლება, „მეტროპოლ პარალელში“ კი ეს მაჩვენებელი 16%-ია. მათთვის კი, ვისაც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით სურს ცხოვრება, სუბურბანულ პროექტებში, ლისსა და შინდისში, მიწის ნაკვეთებზე 8%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
რატომ არის შავი პარასკევი სწორი დრო უძრავი ქონების შესაძენად?
შავი პარასკევის აქცია გაძლევთ საშუალებას, ზუსტად ის სახლი შეიძინოთ, რომელიც ჩაიფიქრეთ, თუმცა ბევრად უკეთესი პირობებით. როდესაც ფასდაკლება 24%-ს აღწევს, კონკრეტულ ბინასა თუ აპარტამენტში გაცილებით ნაკლებს იხდით, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში.
გარდა ამისა, საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენა ახლა გონივრული სვლაა. მშენებლობის დასრულების ეტაპზე ქონების საბაზრო ღირებულება ბუნებრივად იმატებს. როდესაც ბინას აქციის ფარგლებში, ფასდაკლებით ყიდულობთ, ეს სხვაობა დღევანდელ ფასსა და სამომავლო ღირებულებას შორის კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება.
ბინები თბილისის გამორჩეულ ლოკაციებზე
„მეტროპოლის“ პროექტები თბილისში ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბანში შენდება. „მეტროპოლ ქავთარაძე“ საბურთალოს ცენტრალურ ნაწილშია, რაც მობინადრეებს დიდ კომფორტს შეუქმნის — City Mall, მეტროსადგური, იპოდრომი და სხვა ობიექტები კომპლექსიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. პროექტი მოიცავს კომერციულ სივრცეებს, საბავშვო ბაღს, 5 დონიან პარკინგს და, რაც მთავარია, ერთ ჰექტარზე გაშლილ სარეკრეაციო ზონას.
მეორე გამორჩეული პროექტი, „მეტროპოლ ორთაჭალა“, თბილისის ისტორიულ უბანში შენდება, სადაც ბინების ფართობი 48.1 კვ.მ-დან 123.9 კვ.მ-მდე მერყეობს. ეზო აქაც კეთილმოწყობილია სარეკრეაციო ზონებითა და სათამაშო მოედნებით.
კერძო დასახლება დედაქალაქის სიახლოვეს — ლისი და შინდისი
ბევრი ადამიანი ოცნებობს კერძო სახლზე, თუმცა მაინც სურს, რომ ქალაქთან ახლოს დარჩეს. „მეტროპოლი“ ასეთ მომხმარებლებს ორ სუბურბანულ პროექტს სთავაზობს, ლისსა და შინდისში.
„მეტროპოლ ლისი“ ლისის ტბის მიმდებარედაა და 70 მდე ინდივიდუალურ ვილას ითვალისწინებს. აქ მიწის ნაკვეთის შეძენისას, რომელიც 600-დან 1500 კვ.მ-მდე, მყიდველი საჩუქრად იღებს არქიტექტორის მიერ შემუშავებული 5 პროექტიდან ერთ-ერთს.
„მეტროპოლ შინდისი“ მასშტაბით გამოირჩევა — 90 ჰექტარზე 700-მდე მიწის ნაკვეთია განთავსებული. დასახლება დამოუკიდებელ უბნად ყალიბდება, სადაც იქნება ცენტრალური პარკი, ღია აუზი, სპა ცენტრი, ასევე მაღაზია და აფთიაქი. ორივე ლოკაციაზე გათვალისწინებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები და ელექტრომობილების დამტენები, რაც ცხოვრებას მშვიდსა და კომფორტულს გახდის.
„მეტროპოლი“ ბათუმში — სამი გამორჩეული პროექტი ზღვის პირას
გარდა დედაქალაქისა, კომპანია აქტიურად ოპერირებს ბათუმშიც, სადაც სამ განსხვავებულ და მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია „მეტროპოლ ოვალს“, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და თავისი უნიკალური არქიტექტურული ფორმით გამოირჩევა. პროექტი ფრანგულ Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექსში სასტუმრო Royal Tulip განთავსდება და აპარტამენტების მფლობელები ხუთვარსკვლავიანი სერვისით ისარგებლებენ.
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კიდევ ერთმა პროექტმა — „მეტროპოლ კუბმა“. 42 სართულიანმა შენობამ International Property Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. „ოვალის“ მსგავსად, აქაც სასტუმრო Royal Tulip იქნება წარმოდგენილი. პროექტის მთავარი ხიბლი გარანტირებული ხედებია — შენობა სტადიონს გადაჰყურებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ წინ ახალი კორპუსი არ აშენდება და პანორამა არ დაიფარება.
მესამე პროექტი, „მეტროპოლ პარალელი", კომპანიის პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. პროექტი ბინების გეგმარების მრავალფეროვნებით ხასიათდება — აქ შეხვდებით როგორც მცირე ზომის, 32.5 კვ.მ-დან დაწყებულ სტუდიოებს, ისე ვრცელ პენტჰაუსებს, რომელთა ფართობი 184 კვ.მ-ს აღწევს.
შეიძინეთ უძრავი ქონება შიდა უპროცენტო განვადებით
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბინა შიდა უპროცენტო განვადებით შეიძინონ. ეს მეთოდი ბევრად მარტივია, ვიდრე საბანკო სესხი, რადგან არ ითხოვს შემოსავლების დადასტურებას ან თავდების მოძიებას, რაც პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან კონკრეტული ბინის შესარჩევად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გაყიდვების გუნდს.
თბილისის პროექტებისთვის დარეკეთ ნომერზე: 032 288 89 99 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: sales@metropol.ge.
ბათუმის პროექტებით დაინტერესების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით ნომერზე: 574 88 99 99 ან ელფოსტაზე: salesbatumi@metropol.ge.





