საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში — დაიწყე ინვესტირება ,,მეტროპოლთან ერთად
ბათუმში უძრავი ქონების შეძენა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობაა. ქალაქი, რომელიც მუდმივად ხვდება წამყვანი გამოცემების ტოპ 5 სამოგზაურო დანიშნულების ადგილს შორის, სტაბილური ტურისტული ნაკადითა და საცხოვრებელ ფართებზე მზარდ მოთხოვნით გამოირჩევა.

კონტაქტი
თბილისის ფილიალი
ტელეფონის ნომერი032 288 89 99ელ-ფოსტაsales@metropol.ge
მისამართითბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160
ბათუმის ფილიალი
ტელეფონის ნომერი+995 574 88 99 99ელ-ფოსტაsalesbatumi@metropol.ge
მისამართიბათუმი, შარტავას 7
გაიცანით ,,მეტროპოლის" ბათუმის პროექტები
დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი" ზღვისპირა ქალაქში ამჟამად სამ გამორჩეულ პროექტს გთავაზობთ. თითოეული კომპლექსი ბათუმში ინვესტორებისათვის განსაკუთრებულად საინტერესო უნდა იყოს.
,,მეტროპოლ კუბი”
ეს კომპლექსი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის სანაპიროსთან ძალიან ახლოს მდებარეობს. შეიძლება ითქვას, რომ 42 სართულიანი შენობის დიზაინი იმდენად გამორჩეულია, რომ მომავალში ქალაქის სავიზიტო ბარათადაც კი შეიძლება იქცეს. ეს არ არის კომპანიის სუბიექტური მოსაზრება, მისი უნიკალურობა საერთაშორისო დონეზეც აღიარეს – პროექტმა პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში "Mixed-Use Development for Georgia", რომელიც განსაკუთრებულ, ინოვაციური დიზაინისა და ფუნქციური მრავალფეროვნების მქონე პროექტებს გადაეცემა.
,,მეტროპოლ კუბის" აპარტამენტებიდან შავი ზღვისა და აჭარის მთების პანორამული ხედები იშლება, განსაკუთრებულ ღირებულებას კი ბათუმის სტადიონზე გამავალი ხედი მატებს – ეს მუდმივი, ღია სივრცეა, რომელიც მომავალში ახალი მშენებლობებით არ დაიფარება. ბინებში დიდი ვიტრაჟები ბუნებრივ განათებას და სივრცის შეგრძნებას ქმნის, ხოლო ლობი, დერეფნები და საერთო ზონები პრემიუმ კლასის მასალებით მოპირკეთდება.
,,მეტროპოლ ოვალი”
"მეტროპოლ ოვალი", რომელიც წინა პროექტის მსგავსად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შენდება, თავისი ოვალური დიზაინით იქცევს ყურადღებას. ინოვაციურ არქიტექტურასთან ერთად, აღსანიშნავია ის თანამედროვე და კომფორტული გარემო, რომელსაც კომპლექსი ითვალისწინებს. ამას 5 ვარსკვლავიან სასტუმრო Royal Tulip-თან თანამშრომლობით ვაღწევთ.
აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ სტუდიო აპარტამენტები 31 კვ.მ-დან, ოპტიმალურად ათვისებული ღია დაგეგმარებით, რაც იდეალურია დამწყები ინვესტორებისთვის. ასეთი სტუდიოების საშუალო წლიური საიჯარო შემოსავალი დაახლოებით 9,873 დოლარია. ასევე ხელმისაწვდომია ერთოთახიანი ბინები 61.7 კვ.მ-დან, სტუდიოს ტიპის მისაღებითა და დამოუკიდებელი საძინებლით, რომელთა გაქირავებაც სხვადასხვა ტიპის დამსვენებელზეა გათვლილი და საშუალო წლიური საიჯარო შემოსავალი დაახლოებით 15,750 დოლარს აღწევს. ბინების უმეტესობას აქვს აივანი ან ტერასა, ვიტრაჟული ფანჯრები კი საუცხოო ხედებს ქმნის ქალაქსა და ზღვაზე.
,,მეტროპოლ პარალელი”
„მეტროპოლ პარალელი“ ჩვენი პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. პროექტის სახელწოდება მის არქიტექტურას ასახავს — ორი მრავალსართულიანი კორპუსი ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. ინოვაციურ პროექტთან ერთად, აღსანიშნავია ის უნიკალური საცხოვრებელი გამოცდილება, რომელსაც კომპლექსი ქმნის. იგი აერთიანებს სიმყუდროვესა და, ამავდროულად, ურბანულად დატვირთულ გარემოს, ზღვისა და მთის ხედებით.
აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ტიპის ბინა, მაგალითად, ერთსაძინებლიანი სტუდიო ან პენტჰაუსი. აპარტამენტების ფართობი 32.5 კვ.მ-დან იწყება და 184.3 კვ.მ-მდე აღწევს, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს მისთვის სასურველი ფართი საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ. აივნებიდან და ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ზღვაზე, ქალაქზე, აჭარის მთებსა და საერთაშორისო მოედანზე.
რატომ ბათუმი?
ინვესტირება უძრავ ქონებაში დღეს განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის. საქმე ისაა, რომ თქვენ მიერ შეძენილი ბინის ღირებულება არა მხოლოდ ინარჩუნებს თავის ფასს, არამედ აქტიურად ზრდის კაპიტალს — საუბარია შესაძლო წლიურ სარგებელზე, რომელიც 12%-საც კი აღწევს.
,,მეტროპოლის" სამშენებლო პროექტები ბათუმში 2027 წელს სრულდება და ამ დროისთვის ბინების ფასის მკვეთრი, 50%-მდე ზრდაა მოსალოდნელი. ეს პროგნოზი ეყრდნობა ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის რეალურ, მზარდ დინამიკას. მაგალითად, მხოლოდ 2023 წელს ახალაშენებულ ბინებზე ფასები 13%-ით გაიზარდა. ამასთან, ტურიზმიც მუდმივად ვითარდება – 2023 წელს საქართველომ 6.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 31.2%-ით მეტია. სწორედ ეს აქტიური ტურისტული ნაკადი და ქალაქის განვითარება ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ თქვენმა ინვესტიციამ მოგიტანოთ სტაბილური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან და, ამავდროულად, გაზარდოს თქვენი ქონების ღირებულება.
საინტერესოა ისიც, რომ უცხოელებს საქართველოში ვიზის გარეშე 364 დღე შეუძლიათ დარჩენა, ხოლო $100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენისას ბინადრობის მიღების უფლებასაც იღებენ.
,,მეტროპოლის" პროექტებში მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ბინის მოწყობის სამი ვარიანტი: პრემიუმ რემონტი (სრულად გარემონტებული ბინა ავეჯის გარეშე), მწვანე კარკასი (სარემონტოდ სრულად მომზადებული ფართი) და Turnkey (სრულად აღჭურვილი და საცხოვრებლად მზა ბინა).
გადახდის პირობები თქვენს შესაძლებლობებზეა მორგებული
,,მეტროპოლი" ბათუმში ბინის შეძენის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს და მოქნილ ფინანსურ პირობებს გთავაზობთ - ბინები შიდა განვადებით შეგიძლიათ შეიძინოთ.
ნუღარ გადადებთ ინვესტირებას ზღვისპირა ქალაქში
თუ მზად ხართ, გახდეთ პრემიუმ კლასის უძრავი ქონების მფლობელი ბათუმში და მიიღოთ მაღალი უკუგება, დაგვიკავშირდით.
,,მეტროპოლი", რომელიც კომპანიაა მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ამას მასშტაბები მოწმობს — კომპანიის მიერ განხორციელებული მშენებლობების ჯამური ფართი 545,000 კვ.მ-ს აჭარბებს და 3,500-ზე მეტ ბინას მოიცავს. ჩვენი საინვესტიციო პორტფელი 1,050,000,000 ლარს აღწევს.
როდესაც ირჩევთ ,,მეტროპოლის" პროექტს, თქვენ ირჩევთ საიმედო პარტნიორს, რომელიც თქვენი საინვესტიციო მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
თუ ეძებთ თანამედროვე და მრავალფუნქნციურ საცხოვრებელ კომპლექსს ბათუმში, დაგვიკავშირდით:
- ტელეფონი (ბათუმის პროექტები): +995 574 88 99 99
- ელექტრონული ფოსტა (ბათუმის პროექტები): salesbatumi@metropol.ge
- ოფისი (ბათუმი): შარტავას ქუჩა 7
მოითხოვე ზარი