შეარჩიეთ ,,მეტროპოლის” საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

ახალი ბინის ყიდვა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. როდესაც ამ ნაბიჯს დგამთ, ბევრი კითხვა ჩნდება — რომელი უბანი სჯობს, როგორი უნდა იყოს თქვენი მომავალი სახლის ხარისხი და რამდენად პასუხობს ის თანამედროვე მოთხოვნებს. კომპანია ,,მეტროპოლი" ბინებს თბილისის სხვადასხვა უბანში და მიწის ნაკვეთებს ლისის ტერიტორიაზე, თქვენი ცხოვრების სტილსა და საჭიროებებზე მორგებული პირობებით გთავაზობთ.

photo_0

მეტროპოლ ბაგები

ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N31

photo_1

მეტროპოლ ქავთარაძე

თბილისი, პ. ქავთარაძის 20ა

photo_2

მეტროპოლ ლისი

თბილისი

აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | პარალელი

apartment
46.1 2 - 77 171$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
77.6 2 - 134 713$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
32.4 2 - 60 069$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
32.2 2 - 59 698$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
82.7 2 - 143 567$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
52.1 2 - 84 193$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
49.3 2 - 79 668$
floor

30

bedroom

bath

balcony

ბათუმი | პარალელი

apartment
37.5 2 - 67 275$
floor

30

bedroom

bath

balcony

კონტაქტი

თბილისის ფილიალი

ტელეფონის ნომერი032 288 89 99
ელ-ფოსტაsales@metropol.ge
მისამართითბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160
linkedin
facebook
instagram
youtube

ბათუმის ფილიალი

ტელეფონის ნომერი+995 574 88 99 99
ელ-ფოსტაsalesbatumi@metropol.ge
მისამართიბათუმი, შარტავას 7
linkedin
facebook
instagram
youtube

აღმოაჩინეთ "მეტროპოლის" პროექტები — ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

ამჟამად, ,,მეტროპოლი" დედაქალაქში ოთხ საინტერესო პროექტს უდგას სათავეში. ეს სამშენებლო პროექტები თბილისში მაღალ ხარისხსა და სხვა უამრავ უპირატესობას აერთიანებს. 


,,მეტროპოლ ბაგები”

,,მეტროპოლ ბაგები" წყნეთისა და ნაფეტვრების მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აშენდა. თუ სიმშვიდეს ეძებთ, მაგრამ გსურთ, ქალაქის ცენტრთან, ვაკის პარკთან და კუს ტბასთან ახლოს იცხოვროთ, ეს 14 სართულიანი დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში თქვენთვისაა. 

ბინების ფართობი 54.2 კვ.მ-დან 107.5 კვ.მ-მდეა. გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ნათელი სახლი, რომლის ფანჯრებიც ქალაქის პანორამულ ხედებზე გადის. პროექტის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში დასრულდა და ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კედლები უკვე ამოშენებული და გალესილია, მოჭიმული იატაკი, ალუმინის კარ-ფანჯრები, რკინის კარი და ბინამდე მიყვანილი ყველა კომუნიკაცია საშუალებას მოგცემთ, პირდაპირ რემონტის ეტაპზე გადახვიდეთ.

,,მეტროპოლ ქავთარაძე”

მათთვის, ვისაც ქალაქის აქტიური ცხოვრება იზიდავს, ,,მეტროპოლ ქავთარაძე" საინტერესო არჩევანია. ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, City Mall-თან, იპოდრომთან, უნივერსიტეტებთან და ცენტრალურ პარკთან ახლოს მდებარეობს. აქ ორი შენობაა ბინების ფართო არჩევანით — 51.6 კვ.მ-დან 187.0 კვ.მ-მდე. 

ბინები 2027 წელს მწვანე კარკასით ჩაგბარდებათ. ეს ნიშნავს, რომ ბინაში უკვე შეყვანილი იქნება გათბობის, წყლის, გაზისა და ელექტრობის სისტემები. ასევე, დამონტაჟებული იქნება შავი ალუმინის კარ-ფანჯარა, დომოფონიანი რკინის კარი, აივანი კი ყინვაგამძლე კერამოგრანიტით მოპირკეთდება. 

,,მეტროპოლ ორთაჭალა” 

თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, გორგასლისა და გულუას ქუჩების კვეთაზე, შენდება ,,მეტროპოლ ორთაჭალა". ეს ისტორიული ადგილი თანამედროვე არქიტექტურითა და კომფორტით ახალ სიცოცხლეს იძენს. პროექტი, რომელიც 704 ბინას აერთიანებს (48.1 კვ.მ-დან 123.9 კვ.მ-მდე), ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან სულ რაღაც ათი წუთის სავალზეა. 

საინტერესოა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში სამდონიან ავტოსადგომს, პადელის მოედანს, ველობილიკებს, საბავშვო და მწვანე ზონებს მოიცავს. ბაგების პროექტის მსგავსად, ამ კომპლექსის მშენებლობის დასრულებაც 2027 წლისათვისაა დაგეგმილი. 

,,მეტროპოლ ლისი”

თუ სუბურბანულ სიმშვიდესა და ,,ჭკვიან დასახლებაზე” ოცნებობთ, ,,მეტროპოლ ლისი" ამ მიმართულებითაც სიახლეს გთავაზობთ. ეს პროექტი, რომელიც ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, გამწვანებულ გარემოში ხორციელდება, 70-მდე მიწის ნაკვეთს აერთიანებს, რომლის შეძენის შემთხვევაშიც არქიტექტურულ პროექტს საჩუქრად მიიღებთ. 

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 3,600 კვ.მ საერთო ზონას მოიცავს, სადაც პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, სავარჯიშო სივრცე, ველობილიკები და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყობა. 

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ,,მეტროპოლთან"? — ფაქტები, რომლებიც არჩევანს ამარტივებს

ბინის შერჩევისას მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ 2010 წლიდან საქართველოში ახალი სამშენებლო სტანდარტები მოქმედებს, რამაც ახალაშენებული ბინების უსაფრთხოება საგრძნობლად გაზარდა. იცოდით, რომ ახალაშენებული კორპუსები 100-წლიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი, მაშინ როცა ძველი შენობების უმეტესობისთვის ეს ვადა 50-80 წელია?

თბილისში ბევრი ძველი პროექტი უკვე 50 წელს გადასცდა, რაც მათ საექსპლუატაციო რესურსის ამოწურვაზე მიუთითებს. ,,მეტროპოლის" შემთხვევაში კი გაქვთ იმის სრული გარანტია, რომ საცხოვრებელი კომპლექსები თბილისსა და ბათუმში სტანდარტების სრული დაცვით შენდება. თქვენ თავად ადევნოთ თვალს მშენებლობის პროცესს და ფლობთ ინფორმაციას მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალების შესახებ.

მაგალითად, ჩვენს პროექტებში გამოყენებული Ytong-ის ბლოკი ჩვეულებრივ ბეტონის ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მომავალი ბინა გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს სეზონისათვის ოპტიმალურ ტემპერატურას. შესაბამისად, სახლში ყოფნა მეტად კომფორტულია და კომუნალური ხარჯებიც მცირდება. 

,,მეტროპოლის" კომპლექსები ,,ქალაქი ქალაქში" პრინციპით იქმნება: კაფეები, ფიტნეს ცენტრები, კეთილმოწყობილი ეზოები, სარეკრეაციო ზონები, საბავშვო ბაღებიც კი თქვენს განკარგულებაშია. 24 საათიანი დაცვა, სახანძრო სისტემები და ვიდეომეთვალყურეობა კი თქვენი მშვიდი ცხოვრების საფუძველი ხდება. 

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში.

ისარგებლეთ მორგებული გადახდის პირობებით და გახდით იმ სახლის მფლობელი, რომელიც ჩაიფიქრეთ

,,მეტროპოლი" მოქნილ ფინანსურ პირობებს გთავაზობთ. შეგიძლიათ, ბანკთან თანამშრომლობის გარეშე, ბინა შიდა განვადებით შეიძინოთ. ეს საშუალებას გაძლევთ, არ გადაიხადოთ საპროცენტო განაკვეთი და ეს თანხა, მაგალითად, რემონტს მოახმაროთ. გადახდის გრაფიკი კი თქვენსა და კომპანიას შორის ინდივიდუალურად თანხმდება — იხდით ყოველთვიურად ან კვარტალურად.  

თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის და გაინტერესებთ ,,მეტროპოლის" რომელიმე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი მზადაა, გაგიზიაროთ ყველა დეტალი და დაგეხმაროთ იმ სახლის შერჩევაში, რომელიც თქვენი ოჯახის მოთხოვნებს სრულად მოერგება.

  • ტელეფონი: 032 288 89 99 ან 574 88 99 99
  • ელექტრონული ფოსტა (თბილისის პროექტები): sales@metropol.ge
  • მისამართები (თბილისი): ალ. ყაზბეგის 15; 


chatlogo

მოითხოვე ზარი

bg