arrow left

უკან

Image

11 დეკემბერი, 2025

ბინა „სითი მოლთან“ — კომფორტი საბურთალოზე

მეტრო და შოპინგი სახლიდან 3 წუთში.

საბურთალო მრავალი წელია ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბნის სტატუსს. აღნიშნული რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორის, დინამიკური ცხოვრების რიტმითა და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურით. 

ამ უბანში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ვაჟა-ფშაველას მეტროსა და „სითი მოლის“ მიმდებარე არეალი. სწორედ ამ ლოკაციაზე მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა.

რით გამოირჩევა ბინა სითი მოლთან ახლოს, „მეტროპოლ ქავთარაძის” პროექტში

აღნიშნული პროექტი აერთიანებს ორ 25 სართულიან შენობას. ამ კომპლექსში მთავარი აქცენტი გაკეთებულია არქიტექტურულ მხარესა და მშენებლობის ხარისხზე. თითოეული საცხოვრებელი ფართი ისეა დაპროექტებული, რომ სივრცის მაქსიმალურად ათვისებაა შესაძლებელი. 

საცხოვრებელი ფართების გარდა, კომპლექსი მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას მოიცავს. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ხუთდონიანი ავტოსადგომი, საბავშვო ბაღი და სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტი. დამატებით, ერთი ჰექტარი ფართობი დაეთმობა გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას. აღნიშნული გარემო მაცხოვრებლებს კომპლექსის დატოვების გარეშე დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

რა უპირატესობები აქვს „სითი მოლთან“ ახლოს ცხოვრებას?

ბინა „სითი მოლთან“ ახლოს, უპირველეს ყოვლისა, დროის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას იძლევა. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ცენტრამდე მისასვლელად ფეხით სულ რამდენიმე წუთია საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება, შოპინგი თუ გართობა ნებისმიერ დროს, დაუგეგმავადაც შეგიძლიათ, ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე. 

ლოკაციის დამატებით უპირატესობად სახელდება ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურთან სიახლოვე. ქალაქის გადატვირთულ საათებში, მეტრო გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და შეუფერხებელი საშუალებაა.

გადადით ბმულზე და გაიგეთ, რა უპირატესობების აქვს მეტროსთან ახლოს მდებარე ბინას.

უბნის ინფრასტრუქტურული განვითარება

ბინა ,,სითი მოლთან” ახლოს განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. ფეხით სავალ მანძილზე ხელმისაწვდომია მრავალი საჭირო სერვისი, მათ შორის, ბანკის ფილიალები, აფთიაქები და სუპერმარკეტები. აქვე მდებარეობს რამდენიმე მსხვილი კლინიკა და მცირე სამედიცინო ცენტრი. 

ოჯახებისა და სტუდენტებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სიახლოვე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი კომპლექსიდან რამდენიმე გაჩერების დაშორებით მდებარეობს. უბანში ასევე ფუნქციონირებს არაერთი საჯარო და კერძო სკოლა.

საინვესტიციო პოტენციალი

უძრავი ქონების შეძენა, ხშირ შემთხვევაში, სამომავლო ინვესტიციის ჭრილშიც განიხილება. ამ თვალსაზრისით, ბინები ,,სითი მოლთან” ახლოს მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა. ახლომდებარე უნივერსიტეტების არსებობის გამო, აღნიშნულ ლოკაციაზე საცხოვრებელზე მოთხოვნა სტუდენტებისა და ახალგაზრდების მხრიდან სტაბილურად მაღალია, რაც გასაქირავებლად განკუთვნილი ფართების მფლობელებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ საბურთალოზე უძრავი ქონების ღირებულება ზრდის სტაბილურ დინამიკას ინარჩუნებს. სტატისტიკური მონაცემებით, თუ 2021 წელს კვადრატული მეტრის ფასი 2 986 ლარს შეადგენდა, 2025 წლის ამ მაჩვენებელმა 4 316 ლარს მიაღწია. მოცემული ტენდენცია მიუთითებს, რომ მიმდინარე პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება. 

ბინის ჩაბარების მდგომარეობა და შეძენის პირობები

„მეტროპოლ ქავთარაძეში“ ბინები მფლობელებს მწვანე კარკასით გადაეცემათ. აღნიშნული კონდიცია მოიცავს თბო და ხმის იზოლაციის მქონე შავი ალუმინის კარ-ფანჯარას, მოჭიმულ იატაკს, შეთეთრებულ კედლებსა და ბინამდე მიყვანილ ძირითად კომუნიკაციებს. 

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ პოტენციურ მყიდველებს შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ შემთხვევაში, მყიდველი იხდის მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულებას, დამატებითი საპროცენტო დანამატის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სერვისი არ მოითხოვს ბანკთან პროცედურების გავლას ან შემოსავლების ოფიციალურ დადასტურებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიის გაყიდვების გუნდს. 




ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

1. როგორია „მეტროპოლის“ პროექტების პორტფოლიო?

 ჩვენი კომპანია 2022 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოს მასშტაბით რვა პროექტს მართავს. პორტფოლიო მოიცავს სამ საცხოვრებელ კომპლექსს დედაქალაქში (ბაგები, ქავთარაძე, ორთაჭალა) და სამს ბათუმში (ოვალი, კუბი, პარალელი). ამასთან, დავიწყეთ მუშაობა „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ მიმართულებით, სადაც მიწის ნაკვეთების შეძენაა  შესაძლებელი.

2. რით გამოირჩევა „მეტროპოლის“ სამშენებლო ხარისხი? 

ჩვენი პროექტების ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური მახასიათებელი Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკია. ეს ინოვაციური მასალა სტანდარტულ ბეტონზე ექვსჯერ უკეთ ინარჩუნებს ტემპერატურას და, ამავდროულად, უზრუნველყოფს მაღალი დონის ხმის იზოლაციას.

3. რატომ არის თქვენი შიდა განვადება მომხმარებლისთვის ხელსაყრელი?

ჩვენი შიდა განვადების უპირატესობა მაქსიმალური გამარტივებაა. მომხმარებელს არ სჭირდება შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების შეგროვება, თავდების მოყვანა ან სხვა რთული საბანკო პროცედურების გავლა. პროცესი ბანკის ჩარევის გარეშე, პირდაპირ ჩვენთან ფორმდება.

4. რას მოიცავს პროექტების შიდა ინფრასტრუქტურა? 

თითოეული ჩვენი პროექტი სრული კეთილმოწყობით გამოირჩევა. მაგალითად, „მეტროპოლ ქავთარაძე“ ითვალისწინებს ერთ ჰექტარ გამწვანებულ ზონას, შადრევნებს, ხუთდონიან ავტოსადგომს და საბავშვო ბაღს. ანალოგიურად, სხვა ლოკაციებიც აღჭურვილია დასასვენებელი სივრცეებით, პარკინგითა და საბავშვო მოედნებით.

5. როგორია პროექტების მიმდინარე სტატუსი?

 „მეტროპოლ ბაგები“ უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაში მიღებული პროექტია. დანარჩენი კომპლექსები მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. კონკრეტული ვადებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების გუნდს.

6. როგორ გავიარო კონსულტაცია?

თუ გაინტერესებთ მშენებარე ბინები თბილისში, ბათუმში, ან გსურთ მიწის ნაკვეთის შეძენა, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი საკონტაქტო არხებით:

  • ტელეფონი: 032 288 89 99 ან 574 88 99 99
  • ელ. ფოსტა: sales@metropol.ge

ოფისის მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15

აირჩიეთ სასურველი ბინა

თბილისი | ქავთარაძე

apartment
142.5 2 - 301 245$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
60.7 2 - 154 360$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
65.9 2 - 161 784$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
62 2 - 157 666$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
54.2 2 - 137 776$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
144.8 2 - 295 971$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
116.4 2 - 241 064$
floor

22

bedroom

bath

balcony

თბილისი | ქავთარაძე

apartment
142.3 2 - 290 861$
floor

22

bedroom

bath

balcony