უკან

11 ოქტომბერი, 2025
ბინა მეტროსთან ახლოს - Metropol-ის შემოთავაზება
კომფორტული მდებარეობა და შეღავათიანი პირობები!დილით სამსახურში წასვლა, ბავშვების ბაღში და სკოლაში წაყვანა-მოყვანა, საღამოს შეხვედრები, საყიდლები — ეს ყოველდღიური საქმეები დროის დიდ ნაწილს გართმევთ. თბილისში კი, სადაც საცობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გზაში გატარებული საათები კიდევ უფრო იზრდება.
სწორედ ამიტომ, ბინის შერჩევისას მდებარეობა ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან რაც უფრო ახლოს ცხოვრობთ მეტროსთან და საჭირო ინფრასტრუქტურასთან, მით მეტი დრო გრჩებათ ოჯახისთვის, მნიშვნელოვანი საქმისთვის და დასვენებისთვის.
საბურთალო თბილისის გამორჩეული, სტაბილურად განვითარებადი და აქტიური უბანია. მეტროს ხაზი გადის, გარშემო მრავალფერი ინფრასტრუქტურაა და სწორედ აქ, ქავთარაძის ქუჩაზე, შენდება საქართველოში წამყვანი დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლის” თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი.
,,მეტროპოლ ქავთარაძე” — თანამედროვე კომპლექსი ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს
მეტროპოლ ქავთარაძე ორი 25 სართულიანი კორპუსისგან შედგება. კომპლექსი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, ვაჟა-ფშაველას მეტროდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე.
პროექტში ერთ, ორ და სამსაძინებლიანი ბინებია გათვალისწინებული. მათი ფართი 51.6-დან 187 კვ.მ.-მდე მერყეობს. კომპლექსი მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალებით შენდება და მფლობელებს ბინები მწვანე კარკასის კონდიციით, შავი ალუმინის კარ-ფანჯრებით, დომოფონიანი რკინის კარით, ყინვაგამძლე კერამოგრანიტით მოპირკეთებული აივნებით ჩაბარდება.
კომპლექსს აქვს 5 დონიანი პარკინგი, საბავშვო ბაღი, კომერციული სივრცეები, კეთილმოწყობილი ეზო, რომელიც 1 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სადაც რეკრეაციული ზონები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა.
მეტროსთან ახლოს ცხოვრების უპირატესობები
გვსურს, გაგაცნოთ ის უპირატესობები, რომლებითაც მეტროსადგურთან ახლოს ცხოვრებისას ისარგებლებთ.
იგრძნობთ დროის ეკონომიას ყოველდღიურ ცხოვრებაში
მეტროსთან ახლოს ცხოვრება თქვენს დღის განრიგს შეცვლის. დილით სამსახურში წასასვლელად საცობებში დგომა აღარ დაგჭირდებათ, რადგან ვაჟა-ფშაველას მეტროდან თბილისის ნებისმიერ უბნამდე მარტივად მიხვალთ.
ბინა მეტროსთან ახლოს ნიშნავს, რომ დრო, რომელსაც აქამდე საცობებში ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინში კარგავდით, ოჯახისთვის, დასვენებისთვის, წიგნის კითხვისთვისა და მეგობრებთან გართობისთვის დაგრჩებათ.
ისარგებლებთ განვითარებული ინფრასტრუქტურით
მეტროს სადგურების ირგვლივ ყოველთვის აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები. საბურთალოზე მეტროსთან ახლოს არის სავაჭრო ცენტრები, სამედიცინო დაწესებულებები, საგანმანათლებლო ცენტრები.
ამრიგად, ბინა მეტროსთან ახლოს ნიშნავს, რომ ყველა საჭირო სერვისი ხელის გაწვდენაზე გაქვთ. არ დაგჭირდებათ სპეციალურად წასვლა ქალაქის სხვა ნაწილში საქმის მოსაგვარებლად.
ფლობთ უძრავ ქონებას, რომლის ფასიც სტაბილურად იზრდება და ლიკვიდურია
ბინა მეტროსთან ახლოს ყოველთვის მოთხოვნადია. თუ მომავალში გადაწყვეტთ მის გაყიდვას ან გაქირავებას, პრობლემა არ შეგექმნებათ.
თუ ინვესტირება უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე თქვენთვის საინტერესოა, მაშინ მეტროსთან ახლოს მდებარე ბინები აუცილებლად უნდა განიხილოთ. მეტროსადგურთან სიახლოვე ბინის ფასზე დადებითად აისახება, განსაკუთრებით საბურთალოზე, სადაც ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება და უძრავი ქონების ფასი სტაბილურად იზრდება.
შეიძინეთ ბინა მეტროსთან ახლოს შიდა უპროცენტო განვადებით
დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი" შესაძლებლობას გაძლევთ, პრემიუმ კლასის მშენებარე ბინები შიდა განვადებით, თქვენზე მორგებული პირობებით შეიძინოთ. ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, დამატებითი საპროცენტო განაკვეთის გარეშე, მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულებას გადაიხდით.
ამ შეთავაზების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ მოგიწევთ ბანკთან ურთიერთობა, ბიუროკრატიული პროცესების გავლა და სესხის პროცენტის დაფარვა. ამასთან ერთად, არ დაგჭირდებათ შემოსავლების დადასტურება, უძრავი ქონების ღირებულებას კი მოქნილი გრაფიკით გადაიხდით.
აირჩიეთ თქვენზე მორგებული საცხოვრებელი სივრცე მეტროპოლის პროექტებიდან
,,მეტროპოლი” აშენებს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისის განსხვავებულ უბნებში. თითოეული პროექტი გათვლილია კონკრეტული საჭიროებებისა და ცხოვრების სტილისთვის.
ბინა მეტროსთან ახლოს, ,,მეტროპოლ ქავთარაძის” პროექტში, იდეალურია მათთვის, ვისაც დინამიკური ცხოვრება და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე სურს. საბურთალოს განვითარებული ინფრასტრუქტურა და მეტროს ხელმისაწვდომობა აქ ცხოვრებას განსაკუთრებით კომფორტულს გახდის.
ვისაც ისტორიული უბნის ატმოსფერო იზიდავს, მაგრამ თანამედროვე საცხოვრებელი პირობები სჭირდება, ,,მეტროპოლ ორთაჭალა” მისთვის შესანიშნავი არჩევანია.
,,მეტროპოლ ბაგები” უკვე დასრულებული პროექტია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ბინაა დარჩენილი. ამიტომ, თუ არ გსურთ, რომ მშენებლობის დასრულებას დაელოდოთ და დაუყოვნებლად გადახვიდეთ ახალ სახლში, მაშინ იჩქარეთ.
ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ბუნებასთან ახლოს ცხოვრების მსურველებს ,,მეტროპოლი” სთავაზობს მიწის ნაკვეთებს შინდისში და ლისზე. აქ შეგიძლიათ ააშენოთ სახლი თქვენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით, გამწვანებულ და მშვიდ გარემოში.
გაყიდვების გუნდი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. პერსონალური კონსულტანტები დეტალურად გაგაცნობენ თითოეულ პროექტს, უპასუხებენ შეკითხვებს და შემოგთავაზებენ ოპტიმალურ პირობებს.
👉 დაგვიკავშირდით დღესვე:
ტელეფონი: 032 288 89 99;
ელ-ფოსტა: sales@metropol.ge;
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15
აირჩიეთ სასურველი ბინა
მოითხოვე ზარი







