arrow left

უკან

Image

6 მაისი, 2025

როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური ბინა ოჯახისათვის, რომელიც გიყვართ

ყველა ოჯახი ოცნებობს იდეალურ სახლზე – სივრცეზე, რომელიც სრულად ასახავს მათი ცხოვრების სტილს, საჭიროებებსა და სურვილებს.

თუმცა, ამ ოცნების რეალობად ქცევა, ანუ სწორი ბინის შერჩევა, დიდ ყურადღებასა და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. მაგალითად, ბინის შეძენა საბურთალოზე გსურთ თუ ვაკე გირჩევნიათ?  როგორი გეგმარება იქნება ოპტიმალური, რა ბიუჯეტი გაქვთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლის” გუნდი ოჯახებს ყველა შეკითხვაზე გულდასმით პასუხობს და მათ იდეალური მომავლის სახლის შერჩევაში ეხმარება. ახლა კი დროა თქვენ, ჩვენი კომპლექსების პოტენციურ მაცხოვრებლებსაც, გაგიზიაროთ ის რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ.


გადადგით პირველი ნაბიჯი ჩაფიქრებული სახლისკენ და განსაზღვრეთ ოჯახის საჭიროებები

სანამ ბინებს მოინახულებთ და შერჩევას დაიწყებთ, პირველ რიგში, კარგად განსაზღვრეთ, რა მოთხოვნები გაქვთ დღეს და რა დასჭირდება თქვენს ოჯახს მომავალში. მარტივად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს, რომლებიც პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ: 

  • რამდენი საძინებელი გჭირდებათ?
  • როგორი სამზარეულო იქნება თქვენთვის მოსახერხებელი: სტუდიო თუ იზოლირებული?
  •  გჭირდებათ თუ არა აივანი ან დამატებითი სათავსო?
  •  სტუმრებს ხშირად იღებთ?
  •  გჭირდებათ თუ არა სამუშაო კუთხე?
  •  პატარა ბავშვები გყავთ თუ თინეიჯერები?
  • ოჯახის ახალ წევრს ხომ არ ელოდებით?  

ერთმანეთისაგან უნდა განასხვაოთ ე.წ. ,,აუცილებელი" და ,,სასურველი" საჭიროებები. მაგალითად, თუ ოჯახში ოთხი წევრი ხართ, სამი საძინებელი შეიძლება აუცილებელი, ხოლო დიდი ტერასა — სასურველი, მაგრამ არა კრიტიკულად აუცულებელი მოთხოვნა იყოს. ამიტომ,  შეადგინეთ ასეთი სია. ეს დაგეხმარებათ, რომ ბინის ძიებისას იმ უძრავ ქონებაზე ფოკუსირდეთ, რომელიც ნამდვილად აკმაყოფილებს თქვენს ძირითად საჭიროებებს. 

შეარჩიეთ ლოკაცია, რომელიც განსაზღვრავს თქვენს კომფორტს, უსაფრთხოებასა და ცხოვრების რიტმს

უძრავი ქონების ექსპერტები მუდმივად ამბობენ, რომ უძრავი ქონების ადგილმდებარეობა ბინის შერჩევისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ეს ნამდვილად ასეა, განსაკუთრებით ოჯახებისათვის. კარგი ლოკაცია თქვენს ყოველდღიურობას ბევრად კომფორტულს გახდის: სკოლებთან, ბაღებთან და სამსახურთან სიახლოვე დილის რუტინასა და მგზავრობას ამარტივებს, ხოლო იქვე მდებარე პარკები დასვენებისა და ბავშვების გართობისთვის ქმნის სივრცეს, მაღაზიები და სერვის ცენტრები კი ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას აიოლებს. უსაფრთხოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თქვენი ოჯახის სიმშვიდისთვის აუცილებელია, რომ უბანი დაცული იყოს.

მაგალითად, თუ თქვენთვის პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სიმშვიდეა, შეიძლება „მეტროპოლ ბაგების“ პროექტი მოგეწონოთ, რომელიც წყნეთისა და ნაფეტვრების მახლობლად, გამწვანებულ ზონაში აშენდა. აქედან ვაკის პარკამდე და კუს ტბამდეც მარტივად მიხვალთ, ხოლო თუ სუბურბანულ გარემოში, ლისის ტბასთან ახლოს ეძებთ თანამედროვე, „ჭკვიან“ დასახლებას კერძო ვილებით, „მეტროპოლ ლისი“ შეიძლება თქვენთვის საინტერესო პროექტი აღმოჩნდეს.

თუ ქალაქის ცენტრთან ახლოს გსურთ ცხოვრება, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, „მეტროპოლ ქავთარაძე“, თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურითა და სტრატეგიული მდებარეობით, შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს. ხოლო „მეტროპოლ ორთაჭალა“ მიმზიდველია მათთვის, ვინც სწრაფად განვითარებად უბანში ეძებს საცხოვრებელს, იქ, სადაც მომავალში ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო დაიხვეწება. 

შექმენით სივრცე, რომელიც თქვენი ოჯახის ცხოვრების საჭიროებებს ერგება ანუ განსაზღვრეთ ფართობი და დააგეგმარეთ სწორად

რამდენი კვადრატული მეტრი ბინა იქნება შესაფერისი ოჯახისთვის, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. თუმცა, ბალანსი ცალსახად აუცილებელია – სივრცე საკმარისი უნდა იყოს ოჯახის ყველა წევრის კომფორტისთვის, თუმცა ზედმეტად დიდი ფართობი შეიძლება მოუხერხებელი და ხარჯიანი აღმოჩნდეს. ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ, როგორ იყენებთ სივრცეს დღეს და როგორი შეიძლება იყოს თქვენი საჭიროებები რამდენიმე წლის შემდეგ. 


გეგმარებაც არანაკლებ პრიორიტერულია. ზოგ ოჯახს ღია კონცეფციის სივრცე მოსწონს, სადაც მისაღები და სამზარეულო გაერთიანებულია. სხვები კი, მეტი პრივატულობისათვის, იზოლირებულ ოთახებს ანიჭებენ უპირატესობას. საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად ოჯახის წევრების ცხოვრების სტილსა და ჩვევებს უნდა დააკვირდეთ.


გეგმარების შეფასებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ასპექტებს:

  • ერთად დროის გატარება თუ პირადი სივრცე: ოჯახები, რომლებიც ხშირად იკრიბებიან საერთო სივრცეში, შესაძლოა უპირატესობას ღია გეგმარებას (მისაღები, სასადილო, სამზარეულოს ერთიანობით) ანიჭებდნენ, რადგან ეს უფრო მეტ კომუნიკაციას უწყობს ხელს. თუმცა, თუ ხშირად სჭირდებათ განმარტოება (სწავლისთვის, მუშაობისთვის, განსხვავებული დღის რეჟიმის გამო), იზოლირებული ოთახები და კარგად დაგეგმილი პირადი სივრცეები უფრო პრაქტიკული იქნება;
  • ფუნქციონალურობა: შეაფასეთ რამდენად პრაქტიკულია სამზარეულოს განლაგება (სამუშაო ზედაპირი, ნიჟარის/ღუმლის/მაცივრის მდებარეობა), არის თუ არა საკმარისი და მოსახერხებელი სათავსოები,მაგალითად, ჩაშენებული კარადები, საკუჭნაო. რამდენად ადვილია ბინაში გადაადგილება, განსაკუთრებით ხშირად გამოყენებად ზონებს, სამზარეულოს, მისაღებსა და საძინებლებს შორის;
  • ბავშვების საჭიროებები: გეგმარების შეფასებისას ბავშვების ასაკი უნდა გაითვალისწინოთ. პატარებისთვის ხშირად საჭიროა უსაფრთხო სათამაშო სივრცე, რომელსაც მშობლები ადვილად ადევნებენ თვალს, ხოლო მოზარდებს, როგორც წესი, მეტი დამოუკიდებლობა და საკუთარი ოთახი ესაჭიროებათ;
  • სტუმრების მიღება: თუ ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია, განსაზღვრეთ, რამდენად იძლევა გეგმარება სტუმრების კომფორტულად მიღების საშუალებას.

ამ ასპექტების გულდასმით შეფასება მოგცემთ საშუალებას, ნათლად დაინახოთ, რამდენად პასუხობს გეგმარება რეალურ, ყოველდღიურ საჭიროებებს და რამდენად კომფორტული იქნება ის გრძელვადიან პერსპექტივაში.

რეალისტურად შეაფასეთ ფინანსური შესაძლებლობები და თავიდან აიცილეთ მოულოდნელი ხარჯები

სანამ ოცნების სახლის ძებნას დაიწყებთ, აუცილებელია, რეალისტურად შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ბიუჯეტის განსაზღვრისას მხოლოდ ბინის ღირებულება არ გაითვალისწინოთ, დაფიქრდით დამატებით ხარჯებზეც: რემონტი (თუ ბინა სარემონტოა), ავეჯი და ტექნიკა, ნოტარიუსის და რეესტრის მოსაკრებლები, შესაძლო საბანკო ხარჯები.

კარგი იქნება, წინასწარ გაარკვიოთ დაფინანსების პირობები. მაგალითად, ბევრი დეველოპერული კომპანია, მათ შორის „მეტროპოლიც“, მომხმარებლებს შიდა, უპროცენტო განვადებას სთავაზობს, რაც შესაძლოა თქვენთვის ხელსაყრელი პირობა აღმოჩნდეს. გადახდის პირობები ბინის შეძენისას იხილეთ ვებგვერდზე. 

სამეზობლო და გარემო, სადაც იცხოვრებთ, დაისვენებთ და მჭიდრო კავშირებს დაამყარებთ

იდეალური ბინა ოჯახისთვის მხოლოდ კედლებით არ შემოიფარგლება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ის მდებარეობს. სასიამოვნო სამეზობლო ატმოსფერო, იქვე მდებარე პარკები, ბავშვების გართობისა და ოჯახური დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები პირდაპირ აისახება მაცხოვრებელთა ცხოვრების ხარისხზე.

დაფიქრდით ხმაურის დონეზეც. თუ საცხოვრებელი კომპლექსი ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, შესაძლოა ხმაური შემაწუხებელი იყოს. მეორე მხრივ, ზედმეტად პერიფერიული და იზოლირებული ლოკაცია გადასაადგილებლად მოუხერხებელი იქნება. 

ურბანულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ახალაშენებული ბინები თბილისში და ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იგება. მაგალითად, „მეტროპოლის“ პროექტებში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი ეზოები, მიწისქვეშა პარკინგი, სარეკრეაციო ზონები და საბავშვო ბაღიც კი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა სიმყუდროვეს: ხარისხიანი სამშენებლო მასალები და ეფექტური ხმის საიზოლაციო სისტემა ამცირებს გარე ხმაურს და ბინებში მშვიდი ატმოსფეროს ინარჩუნებს. ამრიგად, მარტივია ჩვენს პროექტებში ის ბინა იპოვოთ, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ.

იფიქრეთ სახლზე, როგორც მყუდრო საცხოვრებელზე და ამავდროულად, გონივრულ ფინანსურ შენაძენზე

ბინის შერჩევისას ერთი წამით შეჩერდით და სივრცე 10 წლის შემდეგ წარმოიდგინეთ. დაფიქრდით, დიდი დროის გასვლის შემდეგაც მოგეწონებათ? მაშინაც კომფორტულად იგრძნობთ თავს? იმისთვის, რომ ეს წარმოდგენა რეალობად იქცეს, სახლი მომავალს უნდა ითვალისწინებდეს და მაქსიმალურად ასახავდეს თქვენს გემოვნებას.

პარალელურად, მნიშვნელოვანია უძრავი ქონების, როგორც აქტივის, გრძელვადიანი ღირებულების გათვალისწინებაც. მაშინაც კი, თუ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ აპირებთ, მომავალში ქონების ღირებულების ზრდის პოტენციალი სასიამოვნო ბონუსია. ამ საკითხზე დადებითად აისახება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოთხოვნადი ლოკაცია, სანდო დეველოპერის მიერ შესრულებული ხარისხიანი მშენებლობა და უბნის განვითარების პერსპექტივა.

მეტროპოლის პროექტები, როგორც თქვენს ოჯახზე მორგებული არჩევანი

როდესაც ბინა ოჯახისათვის უნდა შეარჩიოთ, ბევრი კითხვა გიჩნდებათ. ეს ლოგიკურია, რადგან დამატებით რამდენიმე ადამიანის საჭიროებებსაც ითვალისწინებთ. ამ გზაზე სანდო და გამოცდილ დეველოპერთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ,,მეტროპოლი” დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, კარგად იცნობს ოჯახების საჭიროებებს და ცდილობს შექმნას ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომელიც თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს მაქსიმალურად ერგება. 

სად ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს? 


„მეტროპოლის“ პროექტები (ბაგები, ქავთარაძე, ორთაჭალა, ლისი) ისეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე მდებარეობს, რომ ყველა ოჯახი შეძლებს თავისი პრიორიტეტებისა და საჭიროებების შესაბამისი გარემოს პოვნას. გნებავთ ბუნებასთან სიახლოვე და სიმშვიდე, ქალაქის ცენტრის აქტიური რიტმი, თუ სწრაფად განვითარებად, ისტორიულ უბანში ცხოვრება, ჩვენ ყველანაირ არჩვანს გაძლევთ. 


გარდა თბილისში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსებისა, მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტის შერჩევას ბათუმშიც შეძლებთ. ზღვისპირა ქალაქში, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული და ბიზნეს პოტენციალით ხასიათდება, სამ პროექტს ვახორციელებთ, ესენია: „მეტროპოლ ოვალი“, „მეტროპოლ კუბი“ და  „მეტროპოლ პარალელი“. 

როგორია მშენებლობის ხარისხი?


ჩვენთვის, როგორც ხარისხზე ორიენტირებული დეველოპერული კომპანიისათვის, თქვენი მომავალი სახლის სიმყარე და საიმედოობა მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მშენებლობის პროცესში მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები გამოიყენება. მაგალითად, ყველა კომპლექსი Ytong-ის ბლოკებით შენდება. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით გათბობა გაგრილებისათვის თითქმის 40%-ით ნაკლებ ენერგიას საჭიროებს. ამასთანავე ზრდის შენობის სიმყარეს, რადგან მსუბუქია და კონსტრუქციაზე დაწოლას ამცირებს,  და ხანძრისადმი მედეგიცაა, 4 საათის განმავლობაში ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებას უძლებს.  


ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით. ეს ნიშნავს, რომ ისეთი ძირითადი სამუშაოები, როგორიცაა კედლების ამოშენება, გალესვა, იატაკის მოჭიმვა და კომუნიკაციების შეყვანა, უკვე დასრულებულია. გრჩებათ მხოლოდ რემონტის საბოლოო, კოსმეტიკური ეტაპი და თქვენი გემოვნებით ინტერიერის დიზაინის შექმნა.

რამდენად ხელმისაწვდომია და სანდოა კომპანია?

გვესმის, რომ ბინის ყიდვა მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია. ამიტომ, ვცდილობთ, ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ. გთავაზობთ გადახდის მოქნილ პირობებსა და, რაც ბევრი ოჯახისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია, შიდა უპროცენტო განვადებას.

ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ მშენებლობებს როგორც დედაქალაქში – თბილისში, ისე ქვეყნის მთავარ ტურისტულ ცენტრში – ბათუმში . პროექტების ჯამური სამშენებლო ფართობი, რომელიც 545,000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს, ნათლად აჩვენებს კომპანიის მასშტაბებსა და შესაძლებლობებს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი და ბაზარზე დამკვიდრებული რეპუტაცია თქვენი სიმშვიდისა და სწორი ინვესტიციის გარანტია. 

იდეალური სახლის პოვნა მარტივი ამოცანა არ არის, მაგრამ სწორი დაგეგმვით, თქვენი ოჯახის საჭიროებების  განსაზღვრითა და სანდო პარტნიორთან თანამშრომლობით, სრულიად მიღწევადი მიზანია. 

თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად და გაინტერესებთ „მეტროპოლის“ პროექტები, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს ან დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის. ჩვენი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ იმ სახლის შერჩევაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა ერთად ჩაიფიქრეთ. 



აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | პარალელი

apartment
32.4 2 - 51 840$
floor

21

bedroom

bath

balcony

1

თბილისი | ლისი

apartment
700 2 - 111 300$
floor

1

bedroom

bath

balcony

თბილისი | ლისი

apartment
711 2 - 122 292$
floor

1

bedroom

bath

balcony

თბილისი | ლისი

apartment
600 2 - 117 000$
floor

1

bedroom

bath

balcony

თბილისი | ლისი

apartment
600 2 - 117 000$
floor

1

bedroom

bath

balcony

თბილისი | ლისი

apartment
600 2 - 117 000$
floor

1

bedroom

bath

balcony

თბილისი | ლისი

apartment
600 2 - 117 000$
floor

2

bedroom

bath

balcony

თბილისი | ლისი

apartment
700 2 - 136 500$
floor

2

bedroom

bath

balcony

chatlogo

მოითხოვე ზარი

bg