logo
arrow left

უკან

Image

18 ივნისი, 2026

ენერგოეფექტური ბინა… რა იცვლება საქართველოს ბაზარზე ამ მიმართულებით?

როგორი მდგომარეობაა საქართველოს ბაზარზე ენერგოეფექტური ბინების მიმართულებით?

საქართველოში ენერგოეფექტური მშენებლობის სტანდარტები ბოლო წლებში შეიცვალა. აღნიშნული პროცესი 2020 წელს მიღებულმა კანონმა, 2023 წლის დადგენილებამ და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრმა ვალდებულებებმა განაპირობა.


საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად, მიმდინარე სიახლეებს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფაქტორებიც განსაზღვრავს. გლობალური ენერგომოხმარების დაახლოებით 40% სწორედ შენობებზე მოდის, ხოლო საქართველოს საცხოვრებელი სექტორი ადგილობრივი ენერგორესურსების თითქმის 30%-ს ითვისებს. ამგვარი მასშტაბები სათანადო რეაგირებას საჭიროებს, რის გამოც თანამედროვე მშენებარე ბინები სულ უფრო მეტად ითვალისწინებს ეკომეგობრულ სტანდარტებს.


ამ ბლოგში „მეტროპოლი“ გიამბობთ, როგორ მუშაობს ენერგოეფექტურობა რეალურად, რა მიდგომებით იგეგმება ახალი კომპლექსები და რა სარგებელს იღებენ ენერგოეფექტური ბინების მობინადრეები.


რას ნიშნავს ენერგოეფექტური ბინა?


ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი ისეთი შენობებისგან შედგება, რომლებიც მინიმალური დანახარჯით ოპტიმალურ ტემპერატურას, სუფთა ჰაერსა და სათანადო განათებას ინარჩუნებს. ზამთარში სითბო ნაკლებად იკარგება, ზაფხულში კი შიგნით სიცხე ნაკლებად აღწევს. შესაბამისად, ამგვარ სახლს გათბობა-გაგრილებისთვის მცირე რესურსიც ჰყოფნის, მაშინ როცა ძველი ტიპის ბინები თბილისში ამავე მიზნით ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარს.


ენერგოეფექტურობის შესაფასებლად საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია კლასიფიკაცია A კლასიდან G კლასამდე. A კლასი მიუთითებს ენერგიის მინიმალურ მოხმარებაზე, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯებს საშუალოდ 30%-ით ამცირებს, ხოლო G კლასი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


რა ფაქტორები განსაზღვრავს შენობის ეფექტურობას?


შენობის ენერგოეფექტურობა პროექტირების ეტაპზევე განისაზღვრება და ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ამ შედეგს განაპირობებს, შემდეგია:

  • არქიტექტურული დაგეგმარება: მზის მიმართ სწორი ორიენტაცია და ფასადის ფორმა ნაგებობას ზამთარში სითბოთი ამარაგებს, ზაფხულში კი ზედმეტი სიცხისგან იცავს;
  • თბოიზოლაცია: კედლების, სახურავისა და საძირკვლის ხარისხიანი დათბუნება ამცირებს ენერგიის დანაკარგს, ხოლო თერმული ხიდების, ანუ იმ მონაკვეთების აღმოფხვრა, საიდანაც შენობა ტემპერატურას ყველაზე სწრაფად კარგავს, ხელს უშლის სითბოს გარეთ გადინებას;
  • ენერგოეფექტური ფანჯრები: სამშრიანი, დაბალემისიური მინაპაკეტები სპეციალური საფარით ზღუდავს თბოგამტარობას;
  • საინჟინრო სისტემები: რეკუპერაციული ვენტილაცია გამავალი ჰაერის ენერგიას ახალი ნაკადის შესათბობად იყენებს, თბური ტუმბოები კი მინიმალური ელექტროენერგიის ხარჯზე ათბობს შენობას;
  • ალტერნატიული ენერგია და დაზოგვა: LED განათება და ეკონომიური ლიფტები ზოგავს ელექტროენერგიას, სახურავზე განთავსებული მზის პანელები კი ენერგიის დამატებით წყაროს ქმნის.


ახალი სტანდარტები და კონკრეტული მოთხოვნები ქართულ სამშენებლო სექტორში


პირველ რიგში, კონტროლდება შენობის გარე კონსტრუქცია, კედლები, სახურავი, იატაკი, კარი და ფანჯრები. 50 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მქონე ობიექტებისთვის დადგენილია თბოგადაცემის მაქსიმალური კოეფიციენტები (U-მაჩვენებელი), რომლებიც ქვეყნის სამი კლიმატური ზონის მიხედვით ნაწილდება:


  • პირველი ზონა (ბათუმი, ქუთაისი, ზღვისპირეთი): გარე კედლის ლიმიტი – 0.5 ვტ/(მ²·K), სახურავის – 0.4 ვტ/(მ²·K), ფანჯრების – 2.2 ვტ/(მ²·K);
  • მეორე ზონა (თბილისი, რუსთავი): გარე კედლის ლიმიტი განისაზღვრება 0.38 ვტ/(მ²·K)-ით, სახურავის 0.3 ვტ/(მ²·K)-ით, ხოლო ფანჯრების 1.8 ვტ/(მ²·K)-ით;
  • მესამე ზონა (მთიანი რეგიონები): გარე კედლის ლიმიტი – 0.25 ვტ/(მ²·K), სახურავის – 0.2 ვტ/(მ²·K), ფანჯრების – 1.8 ვტ/(მ²·K).


ასევე მკაცრად მოწმდება გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და ცხელი წყლის სისტემები. ცენტრალური გათბობის ქსელში წყლის მაქსიმალური ტემპერატურა 60°C-ით განისაზღვრება, ხოლო რეკომენდებული ციკლია 55/45°C. სავალდებულოა რადიატორების აღჭურვა თერმოსტატული რეგულატორებით, ცირკულაციური ტუმბოები კი ცვლადი სიჩქარის უნდა იყოს. 70 კილოვატზე მაღალი სიმძლავრის სისტემები პერიოდულ შემოწმებას ექვემდებარება.


პარალელურად, სავალდებულოა ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მოპოვება, სადაც განისაზღვრება შენობის კატეგორია A კლასიდან G კლასამდე. ეს დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება, აუცილებელია ქონების გაყიდვის ან გაქირავების დროს.


როგორ შეიძლება ბინის ენერგოეფექტურობის დამოუკიდებლად გაზრდა?


ენერგოეფექტური ბინების სტანდარტთან მიახლოება მობინადრეს დამოუკიდებლადაც შეუძლია. მაგალითად, თუ თქვენი შერჩეული საცხოვრებელი ჩაბარების მომენტში არის მწვანე კარკასი, რემონტის ეტაპზევე ჭკვიანი თერმოსტატის ინტეგრირება, რომელიც ტემპერატურას ინდივიდუალურ გრაფიკს არგებს, შეამცირებს კომუნალურ დანახარჯებს. ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, LED განათება და რეგულირებადი ვენტილაცია დღევანდელ ბაზარზე მარტივად ხელმისაწვდომია და ბინაში რესურსების გონივრულ ხარჯვას უწყობს ხელს.


თუმცა მაქსიმალური ეფექტი მაშინ მიიღწევა, როდესაც თავად თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია აშენებული შესაბამისი სტანდარტით. ენერგოეფექტურ ბინებში მცხოვრები ადამიანები რამდენიმე უპირატესობით სარგებლობენ:


  • ფინანსური სარგებელი: გათბობა და გაგრილება ბევრად ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს ძველი ტიპის ნაგებობებთან შედარებით, სადაც ენერგიის 30%-მდე კედლებიდან და სახურავიდან იკარგება;
  • ყოველდღიური კომფორტი: ენერგოეფექტური შენობა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ ტემპერატურას ინარჩუნებს, რადგან ზამთარში სითბო გარეთ არ გადის, ზაფხულში კი სიგრილე ნარჩუნდება;
  • გავლენა ჯანმრთელობაზე: რეგულირებადი ვენტილაცია აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, ოპტიმალური ტენიანობა კი ამცირებს ობის წარმოქმნის რისკს;
  • გრძელვადიანი ღირებულება: ასეთი ბინა დროთა განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ სარეალიზაციო ფასს.


„მეტროპოლის“ ენერგოეფექტური ბინები თბილისში


დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საკუთარ საცხოვრებელ კომპლექსებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებს. მაგალითად, პროექტებში გერმანული წარმოების Ytong-ის ბლოკები გამოიყენება. ფოროვანი სტრუქტურის წყალობით, ეს მასალა ჰაერს ეფექტურად აკავებს, ხმის იზოლაციას ახდენს და, ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით, 40%-ით უფრო ენერგოეფექტურია.


თუ გსურთ, რომ თქვენი მომავალი სახლიც ენერგოეფექტური მიდგომით იყოს აშენებული, გადახედეთ „მეტროპოლის“ პროექტებს, დეტალების დასაზუსტებლად კი ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით:


ტელეფონი: 032 288 89 99

ელ. ფოსტა: sales@metropol.ge

მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15

თბილისი, დ. გულიას 4



აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1