logo
arrow left

უკან

Image

30 აპრილი, 2026

რა უნდა გავითვალისწინოთ პირველი ბინის შეძენისას?

რჩევები მათთვის, ვინ პირველ ბინას არჩევს

ის, რაც ადამიანებს ამოძრავებს უკეთესი ცხოვრების, სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ სწრაფვაა. საკუთარი სახლის შეძენა კი სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრია, რომელიც ცხოვრების ახალ, უფრო დამოუკიდებელ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.


თუმცა, იმისთვის, რომ იცხოვროთ ზუსტად ისე, როგორც ჩაიფიქრეთ, პირველი ბინის შერჩევის პროცესს დიდი ყურადღებით უნდა მიუდგეთ. ამ გზაზე ბუნებრივია ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი მდებარეობა, როგორ შეაფასოთ მშენებლობის ხარისხი, როგორ შეარჩიოთ გადახდის პირობები ან სანდო დეველოპერული კომპანია. ამ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ თითოეულ საკითხს და თუ პირველი ბინის შეძენას გეგმავთ, ,,მეტროპოლის” შეთავაზებებსაც გაგაცნობთ.


სწორად შეაფასეთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები და მოემზადეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის


ბინის ძიებამდე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსები რეალისტურად შეაფასოთ. ამისთვის მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულება არ უნდა გაითვალისწინოთ, არამედ მხედველობაში უნდა მიიღოთ ისეთი დამატებითი ხარჯებიც, როგორებიცაა: სანოტარო მომსახურება, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური, სარემონტო სამუშაოების, ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად საჭირო თანხა.


თუ პირველი ბინის შეძენა გსურთ და სრულ თანხას არ ფლობთ, შეგიძლიათ დეველოპერული კომპანიის შიდა განვადებით ისარგებლოთ. ასეთი შეთავაზებები ხშირად საბანკო კრედიტზე უფრო ხელსაყრელია. ფინანსების სწორად სამართავად შეგიძლიათ 50/30/20 პრინციპი გამოიყენოთ. ამ მოდელის მიხედვით, სასურველია შემოსავლის 50% აუცილებელ ვალდებულებებს მოხმარდეს, 30% ბინის ყოველთვიურ შენატანს ან მომავალ დანაზოგს მოხმარდეს, ხოლო დარჩენილი 20% სხვადასხვა მიმდინარე საჭიროებებზე გადანაწილდეს.


შეარჩიეთ მშენებლობის ხელსაყრელი ფაზა და სანდო დეველოპერული კომპანია


ფინანსური გეგმის შედგენის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი მშენებლობის ფაზისა და კომპანიის შერჩევაა. ბინის ფასს დიდწილად განსაზღვრავს ის, თუ როდის გადაწყვეტთ შესყიდვას. საწყის ეტაპზე ღირებულება შედარებით დაბალია, რაც დანაზოგის განაწილებაში დაგეხმარებათ, თუმცა ამ დროს პროექტის დასრულებას გარკვეული დრო, შესაძლოა, რამდენიმე წელიც დასჭირდეს. უკვე მზა პროექტში პირველი ბინის შეძენა შედარებით დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, სამაგიეროდ, ახალ ბინაში გადასვლას დაუყოვნებლივ ან მცირე რემონტის შემდეგ შეძლებთ.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეტაპზე ყიდულობთ ქონებას, უმთავრეს საკითხად დეველოპერული კომპანიის სანდოობა რჩება. სასურველია წინასწარ გაეცნოთ მათ გამოცდილებას, დასრულებულ ობიექტებსა და სამშენებლო სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული ბინის ზუსტი ფართობი, გეგმარება, დასრულების თარიღი და ჩაბარების ფორმა.


ყურადღებით შეარჩიეთ ლოკაცია, ბინის დაგეგმარება და მიმდებარე ინფრასტრუქტურა


დეველოპერისა და მშენებლობის ეტაპის განსაზღვრის შემდეგ, ყურადღება ლოკაციაზე უნდა გადაიტანოთ. ეს ის ფაქტორია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბინის სამომავლო ღირებულებას განსაზღვრავს. უბნის შერჩევისას დააკვირდით მიმდებარე ინფრასტრუქტურას. შეამოწმეთ, რამდენად ახლოსაა სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო დაწესებულება თუ სავაჭრო ცენტრი. გამართული სატრანსპორტო კავშირები და განვითარებული გარემო თქვენს რუტინას შეამსუბუქებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც დიდ სარგებელს მოგიტანთ.

ლოკაციასთან ერთად, საცხოვრებელი კომპლექსის შიდა სივრცე შეაფასეთ. თანამედროვე პროექტებში სარეკრეაციო და სოციალურ ზონებს მიაქციეთ ყურადღება. კარგია, თუ ეზოში საბავშვო მოედანი, სპორტული კუთხე და გამწვანებული ტერიტორია დაგხვდებათ.


უშუალოდ ბინის შერჩევისას გაითვალისწინეთ სართული, დაგეგმარება, ხედი და ფართობი, ერთოთახიანი ბინა გირჩევნიათ თუ უფრო დიდი სივრცე. ამავდროულად, დაფიქრდით იმაზეც, თუ რამდენად პასუხობს საცხოვრებელი თქვენს სამომავლო გეგმებს.


რატომ უნდა ითანამშრომლოთ ,,მეტროპოლთან”, თუ პირველი ბინის შეძენას გეგმავთ?


„მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა „მეტროპოლ ბაგების“ საცხოვრებელი კომპლექსი, დღეს კი ბინებს თბილისის ორ ახალ პროექტში გთავაზობთ – ესენია „მეტროპოლ ქავთარაძე“ და „მეტროპოლ ორთაჭალა“. თითოეული პროექტის მდებარეობა სტრატეგიულად შევარჩიეთ, რათა თქვენს მომავალ საცხოვრებელთან ახლოს იყოს სკოლები, ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და სავაჭრო ცენტრები.


მშენებლობისას ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ მასალებს ვიყენებთ. თბოიზოლაციის თანამედროვე სისტემები ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად გიზოგავთ. თითოეული პროექტი სრულად პასუხობს 2016 წლიდან მოქმედ მკაცრ სამშენებლო რეგულაციებს. ეს ნორმები სეისმედეგობის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის მაღალ სტანდარტს ადგენს.


ჩვენთან თანამშრომლობა სრულ ნდობასა და საჯაროობაზეა აგებული. შიდა განვადებით სარგებლობისას ყველა ხარჯი წინასწარ გეცოდინებათ, რაც ფინანსების სწორად გადანაწილებაში დაგეხმარებათ. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ რეგულარულ ანგარიშს მოგაწვდით. ეს საშუალებას მოგცემთ, მუდმივად ფლობდეთ ინფორმაციას დასრულებული თუ დაგეგმილი ეტაპების შესახებ.


კომპლექსებში მხოლოდ საცხოვრებელ ფართებს არ ვქმნით. აქ სრულყოფილი გარემო დაგხვდებათ, რომელიც სარეკრეაციო და სპორტულ ზონებს, საბავშვო მოედნებსა და გამწვანებულ ტერიტორიებს მოიცავს. პარკინგი და პირველ სართულებზე განთავსებული კომერციული ობიექტები თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს ადგილზევე დააკმაყოფილებს. სწორედ ხარისხისა და მომსახურების ასეთი მიდგომის გამო, „მეტროპოლმა“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და საქართველოში საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერის ტიტული დაიმსახურა. ამრიგად, თუ პირველი ბინის შეძენა თქვენი უახლოესი მიზანია, ჩვენი გუნდი მზადაა საუკეთესო გარემოს შექმნაში დაგეხმაროთ.


აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1