logo
arrow left

უკან

Image

18 ივნისი, 2026

რომელ სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე გასაყიდი ბინა?

ბინის შერჩევის კრიტერიუმები

„ახალი“ და „თანამედროვე“ სრულიად განსხვავებული ცნებებია. უძრავი ქონების ბაზარზე ეს სხვაობა განსაკუთრებით მკაფიოა, რადგან თბილისში ახლახან აშენებული ბინაც კი შეიძლება ვერ პასუხობდეს მყიდველის დღევანდელ მოთხოვნებს. ნამდვილად თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები კი ხარისხის იმგვარ სტანდარტებს ეფუძნება, რომლებიც დროს წარმატებით უძლებს და უძრავ ქონებას ღირებულებას წლების განმავლობაში უნარჩუნებს. 


განსხვავება სტანდარტებშია. ის, რაც ათი წლის წინ მისაღებად მიიჩნეოდა, მაგალითად, თხელი კედლები, ხმაურიანი ლიფტი თუ ნაკლები ენერგოეფექტურობა, დღეს უკვე მოძველებულ მიდგომად ითვლება. თანამედროვე საცხოვრებელი სხვა კრიტერიუმებით ფასდება, რომელთა ნაწილი მყიდველისთვის ვიზუალურად შეუმჩნეველია. 


დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ გამოყოფს სამ მიმართულებას, რომელთა საფუძველზეც ნებისმიერი ბინის ხარისხი განისაზღვრება, ესენია: შენობის კონსტრუქცია, საცხოვრებელი კომფორტი და გარემო. 


სტანდარტი 1: კონსტრუქციის სიმყარე და უსაფრთხოება


ბინაში თითქმის ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი, მათ შორის კედლების ფერის, ავეჯის, კარებისა თუ იატაკის საფარის. თუმცა ის, რაც კედლების მიღმაა, მუდმივია. ამიტომ კონსტრუქცია ხარისხის შეფასებისას ამოსავალი წერტილია. 


სეისმომედეგობა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ბუნებრივია, მიწისძვრას ვერც ერთი ინჟინერი აირიდებს თავიდან, ამიტომ მთავარი მიზანი მოსალოდნელი შედეგების მინიმიზაციაა. თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის კარკასი 8-ბალიანი მიწისძვრის ძალას უნდა უძლებდეს და ძლიერი ბიძგების დროსაც ინარჩუნებდეს მთლიანობას. 


კედლების მასალა და სისქე განაპირობებს იმას, თუ რამდენად ინარჩუნებს გასაყიდი ბინა სითბოს და რამდენად იზოლირებულია ის გარე ხმაურისგან. ეფექტური თერმოიზოლაციის დამსახურებით, ზამთარში, გათბობის გამორთვის შემდეგაც კი, ოთახებში სითბო დიდხანს ნარჩუნდება. სათანადო ხმის იზოლაცია კი მშვიდი ყოველდღიურობის წინაპირობაა, რადგან იგი მეზობლის ტელევიზორის, ზედა სართულიდან ნაბიჯების ხმასა და დერეფნიდან შემოსულ ხმაურს აკავებს. 


ჭერის სიმაღლე, ვიზუალური მხარის გარდა, საცხოვრებლის ფუნქციურ ნაწილზეც აისახება. დაბალი ჭერის შემთხვევაში სივრცე უფრო პატარა აღიქმება, ხოლო მაღალი ჭერი ერთსა და იმავე ფართობში ბევრად მეტი სივრცისა და თავისუფლების შეგრძნებას ქმნის. 


აღნიშნული ფაქტორების გადამოწმება დასრულებულ საცხოვრებელში საკმაოდ რთულია, ამიტომ მათი სრულყოფილად შეფასება უშუალოდ მშენებლობის პროცესში ხერხდება. ბევრი მყიდველი მშენებარე ბინებს ამის გამო ანიჭებს უპირატესობას, რათა კონსტრუქცია საკუთარი თვალით ნახოს და მშენებლობაში გამოყენებული მასალების ხარისხში დარწმუნდეს. 


სტანდარტი 2: შიდა სივრცის დაგეგმარება და ფუნქციური მოწყობა 


თუ მყარი კონსტრუქცია შენობის საფუძველია, საცხოვრებელი კომფორტი ის გარემოა, რომელიც ყოველდღიურ სიმყუდროვეს განსაზღვრავს. 


მრავალსართულიან კორპუსებში ყოველდღიურობაზე დიდ გავლენას ახდენს ლიფტების ხარისხი, რაოდენობა და გადაადგილების სიჩქარე. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვენტილაციის სისტემას, რომელიც ვიზუალურად შეუმჩნეველია, თუმცა საცხოვრებელში ჰაერის ცირკულაციას ახდენს და სუფთა გარემოს ქმნის. 


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა სივრცის დაგეგმარებას, რადგან ეს ის ფაქტორია, რომლის ზეგავლენითაც თანაბარი ფართობის მქონე ორი გასაყიდი ბინა ხშირად სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს – ერთი საცხოვრებელი შესაძლოა ზედმეტად ვიწროდ და უსიცოცხლოდ აღიქმებოდეს, მეორეში კი თავისუფალი და ნათელი გარემო იყოს.


მაგალითად, თბილისში ერთოთახიანი ბინების მრავალი ვარიანტი არსებობს. გონივრულად დაგეგმილ მცირე სივრცეში ცხოვრება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე არაპრაქტიკულად მოწყობილ დიდ ფართობში. ეს მიდგომა დიდ ბინებსაც ეხება – სამოთახიანი ბინის შეფასებისას მთავარი ოთახების სწორი განლაგებაა და არა მხოლოდ კვადრატული მეტრების რაოდენობა. 


სტანდარტი 3: მიმდებარე ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული გარე გარემო 


საცხოვრებლის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შენობის შიდა ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ტერიტორიას. მოწესრიგებული გარემო, სადაც ბავშვებისთვის სათამაშო სივრცეა, უფროსებისთვის დასასვენებელი კუთხე, ხოლო ხანდაზმულებისთვის შეკრების ადგილი, ყოველდღიურობას მეტ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს სძენს. ამრიგად, სამშენებლო პროექტები, რომელთა გენერალურ გეგმაში რეკრეაციული ზონები თავიდანვეა გათვლილი, საგრძნობლად განსხვავდება იმ კომპლექსებისგან, სადაც გამწვანებისთვის მხოლოდ შენობის გარშემო მორჩენილი თავისუფალი ფართობია დატოვებული.


თბილისში პარკინგის საკითხი პრობლემურია. შესაბამისად, ბინა საკუთარი ავტოსადგომის გარეშე მომავალ მფლობელს უხერხულობას შეუქმნის – ავტომობილის გასაჩერებელი ადგილის ყოველდღიური ძებნა დისკომფორტია, ეს ფაქტორი კი უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალზე სამომავლოდ უარყოფითად აისახება.

ლოკაცია საცხოვრებლის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. თბილისის უბნები მყიდველს განსხვავებულ უპირატესობებს სთავაზობს. მაგალითად, ცენტრალური რაიონები განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, ხოლო შემოგარენი სამომავლო პერსპექტივით არის მიმზიდველი. თუ რომელი ვარიანტია უკეთესი, ეს დამოკიდებულია ადამიანისა ცხოვრების წესსა და გრძელვადიან გეგმებზე. 


რას ქმნის ამ სტანდარტების ერთობლიობა ინვესტირების თვალსაზრისით?


თანამედროვე გასაყიდი ბინა, საცხოვრებელი ფუნქციის გარდა, საიმედო გრძელვადიანი აქტივია. სამივე ძირითადი სტანდარტი, კერძოდ, შენობის კონსტრუქცია, საყოფაცხოვრებო პირობები და მიმდებარე გარემო, განაპირობებს იმას, თუ რამდენად შეინარჩუნებს ქონება საკუთარ ფასს წლების შემდეგ. 


მსგავსი შენაძენი მყიდველისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ მიზნით ბინებზე შიდა განვადების სერვისი მოქმედებს, რაც ფინანსურ ვალდებულებას უპროცენტოდ, გარკვეულ პერიოდზე ანაწილებს. 

სტანდარტების ამგვარ ერთობლიობას სრულად ითვალისწინებს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საკუთარ პროექტებში. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსებში აქცენტები განსხვავებულია, ძირითადი მიდგომა, რაც კონსტრუქციის სიმყარეს, საცხოვრებელ პირობებსა და გარემოს გულისხმობს, ყველგან უცვლელი რჩება. შესაბამისად, ბინა, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, წლების შემდეგაც ინარჩუნებს მაღალ სარეალიზაციო ფასს. 


„მეტროპოლის“ მიმდინარე კომპლექსების, კერძოდ „მეტროპოლ ორთაჭალის“, „მეტროპოლ ქავთარაძის“, „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან ინდივიდუალური კონსულტაციის გასავლელად, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:


ტელეფონი: 032 288 89 99

ელ. ფოსტა: sales@metropol.ge

მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15

                   თბილისი, დ. გულიას 4  



აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1