logo
arrow left

უკან

Image

18 აგვისტო, 2026

რა ფარული ხარჯები ახლავს მშენებარე ბინის ყიდვას და რატომ ნანობენ მყიდველები თავიანთ გადაწყვეტილებას?

ბინის შეძენისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მათ შორის ფასი, მდებარეობა, მშენებლობის ეტაპი, ინტერიერი და ფინანსური პირობები. როდესაც არჩევანი ამდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიმე მნიშვნელოვანი დეტალის გამორჩენა საკმაოდ მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიუჯეტში მშენებარე ბინის დამატებითი ხარჯები სრულად გათვალისწინებული არ არის.

ამას საერთაშორისო კვლევების შედეგებიც აჩვენებს. Clever Real Estate-ისა და Best Interest Financial-ის ერთობლივ გამოკითხვაში 1 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც ბინა 2023 წლიდან 2025 წლამდე შეიძინეს. კვლევის მიხედვით, მყიდველთა 66% მიღებულ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მიზეზით ნანობს. თუმცა უკმაყოფილების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში თავად უძრავი ქონების შეძენა არ ყოფილა. პრობლემა ბინის არჩევისა და შეძენისას დაშვებულ იმ შეცდომებს უკავშირდებოდა, რომელთა თავიდან აცილებაც წინასწარი დაგეგმვით შეიძლებოდა.

რატომ აჭარბებენ მყიდველები თავდაპირველად განსაზღვრულ ბიუჯეტს?

კვლევის თანახმად, ბინის მყიდველთა 44% აღიარებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ემოციებს რაციონალურ არგუმენტებზე მეტი გავლენა ჰქონდა. მაგალითად, 34%-მა თავდაპირველად განსაზღვრულ ბიუჯეტს მხოლოდ იმიტომ გადააჭარბა, რომ ბინა ძალიან მოეწონა. კიდევ 36%-მა კი ისეთი ქონება შეიძინა, რომელშიც ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, თუმცა ფიქრობდა, რომ მისთვის შესაფერის ბინას სხვა მყიდველი უფრო ადრე შეიძენდა.

მსგავსი გადაწყვეტილება ფინანსურ მხარეზეც აისახება. თუ ბინის ღირებულება უკვე აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს, მოგვიანებით გაჩენილი დამატებითი ხარჯების დაფარვა უფრო რთული ხდება. ამასთან, ბევრი მყიდველი თავდაპირველ გათვლებში მხოლოდ ბინის ფასს ითვალისწინებს, ხოლო კომუნალური გადასახადები, საცხოვრებლის მოვლა და სხვა ხარჯები ყურადღების მიღმა რჩება. Bankrate-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, ფარული ხარჯები ბინის ყიდვისას სინანულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ამას გამოკითხულთა 42% ადასტურებს.

ფინანსური დატვირთვის უკეთ გასანაწილებლად მნიშვნელოვანია გადახდის პირობების წინასწარ შეფასებაც.

დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლში“ ბინებზე შიდა უპროცენტო განვადება მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მყიდველი თანხას მშენებლობის დასრულებამდე ეტაპობრივად იხდის.

რა ხარჯები შეიძლება მოჰყვეს მშენებლობის ხარისხის შეუმოწმებლობას?

ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტი ის არის, რომ მყიდველთა 76% ბინის შეძენისას მშენებლობის ხარვეზებს შეგნებულად უგულებელყოფს ან მათ მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებს.

ეს განსაკუთრებით ახალაშენებული ბინის შეძენისას შეიძლება გახდეს პრობლემა. დასრულებული კორპუსის შემთხვევაში მყიდველი უკვე მოპირკეთებულ შენობას ხედავს და შესაძლოა ჩათვალოს, რომ ახალი შენობა ავტომატურად ხარისხიანიცაა. თუმცა იზოლაციის, სანტექნიკის, ელექტროგაყვანილობის, კედლებისა და გადახურვის მდგომარეობის შეფასება მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით რთულია.

მშენებარე ბინის შეძენისას მშენებლობის პროცესზე დაკვირვება ბევრად უფრო მარტივია. სამუშაოების მიმდინარეობისას მყიდველს შეუძლია ნახოს, რა მასალები გამოიყენება კედლების მშენებლობისთვის, როგორ კეთდება არმირება და რა ტიპის საიზოლაციო მასალებია შერჩეული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მშენებლობის ხარვეზებმა მომავალში შეიძლება მშენებარე ბინის დამატებითი ხარჯები გაზარდოს და მყიდველს შეკეთება ან ცალკეული სამუშაოების თავიდან შესრულება დასჭირდეს.

როგორ შეიძლება ინტერიერის დაგვიანებით მოწყობამ რემონტის ხარჯი გაზარდოს?

იდეალური მდებარეობისა თუ ხელსაყრელი ღირებულების პოვნა იმდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ შიდა დაგეგმარებაზე, ფუნქციურ ზონირებასა თუ სივრცის სწორად ორგანიზებაზე ფიქრი ხშირად სამომავლოდ გადაიდება ხოლმე.

ამ საკითხებზე დაგვიანებით ფიქრმა შეიძლება ისეთი სირთულეები გამოავლინოს, რომლებიც თავიდან შესამჩნევი არ არის. მაცხოვრებლების უკმაყოფილება ხშირად უკავშირდება არასაკმარის შესანახ ადგილებს, არაპრაქტიკულ გეგმარებასა და ისეთ ელემენტებს, რომლებიც რამდენიმე წელიწადში აქტუალობას დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში ბინის რემონტის ხარჯი შეიძლება გაიზარდოს, რადგან უკვე მოწყობილ სივრცეში ცვლილებების შეტანა დამატებით სამუშაოს მოითხოვს.

ამიტომ სასურველია, ინტერიერის დიზაინი ბინის შერჩევის ეტაპზევე განიხილებოდეს. ასე თავიდანვე ჩანს, რამდენად შეესაბამება სივრცის განაწილება მაცხოვრებლის ყოველდღიურ საჭიროებებს და რამდენად პრაქტიკული იქნება ბინა მომავალში.

რა ხარჯები შეიძლება ახლდეს ძველ კორპუსში ბინის შეძენას?

ბინის ყიდვამდე მნიშვნელოვანია, მყიდველმა გაითვალისწინოს, რა განსხვავებაა ძველ და ახალაშენებულ კორპუსებს შორის. ორივე ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ეს განსხვავებები არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის სათანადოდ არ ფასდება.

მეორად ბაზარზე ბინის შეძენისას შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა გაუმართავი ელექტროსისტემა, სუსტი თბოიზოლაცია ან დაზიანებული სანტექნიკა. მსგავსი ხარვეზები დათვალიერებისას ყოველთვის შესამჩნევი არ არის და ზოგჯერ მხოლოდ საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ვლინდება.

ახალაშენებულ ბინებში კი ელექტროგაყვანილობა, სანტექნიკა და სხვა კომუნიკაციები თანამედროვე სისტემებითაა მოწყობილი, ხოლო მშენებლობისას თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენება. გარდა ტექნიკური მდგომარეობისა, გასათვალისწინებელია კომუნალური გადასახადები ახალ ბინაში – ენერგოეფექტურ შენობაში გათბობასა და გაგრილებას ნაკლები ენერგია სჭირდება, რაც ყოველთვიურ გადასახადებზეც აისახება. ამასთან, პირველ წლებში ძველი კორპუსებისთვის დამახასიათებელი ტექნიკური პრობლემებიც ნაკლებად მოსალოდნელია.

როგორ ეხმარება „მეტროპოლი“ მყიდველს ამ რისკების შემცირებაში?

ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი შეცდომა საყოველთაოა და მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის თუ ბაზრის სირთულე როდია. საქართველოში მათი ნაწილის თავიდან აცილება ჯერ კიდევ ბინის შერჩევისა და პირობების გაცნობის ეტაპზე შეიძლება.

მაგალითად, „მეტროპოლში“ მოქმედი შიდა უპროცენტო განვადების შემთხვევაში მყიდველი ბინის ღირებულებას მშენებლობის დასრულებამდე ეტაპობრივად იხდის. ასეთი გადახდის გრაფიკი ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვას ამარტივებს და მყიდველისთვის თავიდანვე ნათელია, რა თანხის გადახდა მოუწევს თითოეულ ეტაპზე.

ყურადღება ექცევა მშენებლობის ხარისხსაც. „მეტროპოლის“ საცხოვრებელი კომპლექსები მაღალი სიმტკიცის ბეტონით, ენერგოეფექტური ბლოკითა და თანამედროვე კომპოზიტური მასალებით შენდება. თბილისში ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება, ამიტომ მყიდველს დასრულებამდე შეუძლია შეაფასოს შესრულებული სამუშაოები და გამოყენებული მასალები.

ბინის შერჩევისთანავე შეიძლება ინტერიერის დაგეგმვაზეც დაიწყოს მუშაობა. ოთახების განაწილების, ავეჯისა და სხვა დეტალების წინასწარ განსაზღვრა ამცირებს რისკს, რომ დასრულებულ ბინაში დამატებითი ცვლილებები გახდება საჭირო.

მნიშვნელოვანია პროექტების მდებარეობაც. „მეტროპოლის“ საცხოვრებელი კომპლექსები ორთაჭალაში, ქავთარაძეზე, ლისსა და შინდისში შენდება. ამ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურა ვითარდება, რაც ბინის შეძენისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბინის შერჩევამდე „მეტროპოლის“ პროექტების, გადახდის პირობებისა და ჩაბარების მდგომარეობის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია კომპანიის გაყიდვების გუნდთან.

აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1