logo
arrow left

უკან

Image

15 ივლისი, 2026

როგორ შეიძინოთ ბინა „მეტროპოლისგან“: 6 მთავარი ეტაპი, რომელიც ჩვენთან ერთად აუცილებლად უნდა გაიარო

ბინის შეძენა "მეტროპოლში"

„საიდან დავიწყო და როგორ შევიძინო ბინა „მეტროპოლისგან“? – ეს ის კითხვაა, რომელიც, ალბათ, ყველას გიჩნდებათ, ვინც ახალი სახლის ყიდვას აპირებთ. პასუხი პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი საცხოვრებელი გჭირდებათ და კონკრეტულად რა მიზნით გსურთ მისი შეძენა.


ნაბიჯი 1. განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ


ახალი სახლის ძიება მიზნის ზუსტი გარკვევით იწყება. თუკი მშენებარე ბინას განვადებით საცხოვრებლად ეძებთ, მთავარი ორიენტირი ოჯახის წევრების სურვილები უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ასეთ დროს მყიდველთა უმეტესობა არჩევანს ორ ან მეტსაძინებლიან პროექტებზე აჩერებს. საინვესტიციო შენაძენის შემთხვევაში კი, უმჯობესია, აქცენტი შედარებით მცირე ზომის, კომპაქტურ ფართზე გაკეთდეს.


მიზნის გარკვევის შემდეგ უკვე ოთახების განლაგებაზე უნდა იფიქროთ. საძინებლების რაოდენობის გარდა, ყურადღება მისაღები ოთახის მოცულობასაც უნდა მიაქციოთ და წინასწარ გადაწყვიტოთ, იზოლირებული სამზარეულო გირჩევნიათ თუ სტუდიოს ტიპის აპარტამენტი. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი ფართიც დაგჭირდეთ, მაგალითად, დისტანციურად მუშაობისას ცალკე კაბინეტი საკმაოდ მოსახერხებელია, სტუმრებისთვის – ცალკე საძინებელი.


შერჩევისას არანაკლებ საყურადღებოა სასურველი სართული და შენობის მდებარეობა. ოთახებში ბუნებრივი სინათლის გადანაწილება დამოკიდებულია იმაზე, თუ ჰორიზონტის რომელ მხარეს იყურება ფანჯრები. შესაბამისად, მზიანი და ნათელი გარემოს მოსაწყობად ეს დეტალი თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ.

ბოლოს, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ ბიუჯეტი და რეალურად შეაფასოთ საკუთარი ფინანსური რესურსები. მას შემდეგ, რაც ზუსტად გეცოდინებათ ხარჯების მაქსიმალური ზღვარი, ბევრად სწრაფად იპოვით ისეთ უძრავ ქონებას, რომელიც თქვენს მოლოდინებს გაამართლებს.


ნაბიჯი 2. აირჩიეთ მდებარეობა და პროექტი


მას შემდეგ, რაც ზუსტად გეცოდინებათ, თუ როგორი სახლი გჭირდებათ, უკვე სასურველი მდებარეობაც უნდა შეარჩიოთ. ზოგიერთი მყიდველისთვის მთავარია ქალაქის ცენტრში ცხოვრება, რათა სავაჭრო ცენტრები, სკოლები, უნივერსიტეტები თუ სამედიცინო დაწესებულებები სახლთან ახლოს ჰქონდეს. სხვებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი მშვიდი გარემო და სიმწვანეა.


მეტროპოლის სამშენებლო პროექტები თბილისში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, შესაბამისად, ზუსტად ისეთი გარემოს შერჩევას შეძლებთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას საუკეთესოდ მოერგება.

მაგალითად, „მეტროპოლ ქავთარაძე“ ქალაქის აქტიურ უბანში შენდება. საცხოვრებლიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს სავაჭრო ცენტრი, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები. გარდა ამისა, ტერიტორია ძალიან ახლოს არის ვაკესთან.


სრულიად სხვაგვარია „მეტროპოლ ორთაჭალა“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, გორგასლისა და გულიას ქუჩების კვეთაზე შენდება. ამ ლოკაციაზე ძველი ქალაქის იერსახე შენარჩუნებულია და იგი საკმაოდ აქტიურ ტურისტულ ზონად მიიჩნევა. ცენტრალურ გამზირამდე მისასვლელად სულ ათიოდე წუთია საჭირო, თუმცა, მიუხედავად ამ სიახლოვისა, კომპლექსის შიდა გამწვანებულ ეზოში მობინადრეებს იდეალური სიმშვიდე და ქალაქის ხმაურისგან იზოლირებული სივრცე დახვდებათ.


გარდა საცხოვრებელი დანიშნულებისა, ეს კომპლექსები საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია. ამ უბნებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია, რის გამოც აქ ფართის ყიდვა საკმაოდ პერსპექტიულ ნაბიჯად ითვლება.


ბინის შერჩევისას შიდა ინფრასტრუქტურასა და დამატებით სერვისებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. წინასწარ უნდა დაფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის 24 საათიანი დაცვა, კონსიერჟის მომსახურება, დასუფთავების სერვისი, სპორტული თუ რეკრეაციული სივრცეები, საბავშვო ბაღი და კომპლექსის ტერიტორიაზევე განთავსებული სავაჭრო ობიექტები.


როგორც „მეტროპოლ ორთაჭალაში“, ისე „მეტროპოლ ქავთარაძეში“ მობინადრეთა საჭიროებები თავიდანვე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. შიდა ტერიტორია ისეა განაწილებული, რომ დასვენებასა და განტვირთვას ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს. მაგალითად, ორთაჭალის ეზოში პადელისა და ფეხბურთის მოედნები, სარბენი თუ ველობილიკები და ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ზონებია მოწყობილი. ქავთარაძის კომპლექსში კი დამატებით თანამედროვე საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს.


ნაბიჯი 3. შეაფასეთ მშენებლობის ხარისხი


აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რა მასალითა და სტანდარტებით მიმდინარეობს მშენებლობა, რადგან ამ ხარისხზეა დამოკიდებული თქვენი სამომავლო სიმშვიდე და კომფორტი.


დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ პროექტებში გერმანული წარმოების YTONG-ის ბლოკებს იყენებს. ვინაიდან ეს მასალა ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით სითბოს ექვსჯერ უფრო კარგად ინარჩუნებს, ოთახებში ტემპერატურა მუდმივად სტაბილურია. გარდა ამისა, YTONG ხმის მაღალი იზოლაციითაც გამოირჩევა, რაც ხმაურისგან დაცული, მშვიდი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი პირობაა.


რაც შეეხება ჩაბარების პირობებს, უძრავ ქონებას მწვანე კარკასის მდგომარეობაში მიიღებთ, სადაც უკვე დაგხვდებათ შეთეთრებული კედლები, მოჭიმული იატაკი და შავი ალუმინის კარ-ფანჯრები საიმედო თბო და ხმის იზოლაციით. რადგან ყველა ძირითადი კომუნიკაცია ბინამდე უკვე მიყვანილია, სარემონტო სამუშაოების დაწყებას ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით შეძლებთ.


ნაბიჯი 4. შეადარეთ პროექტები ერთმანეთს და დარწმუნდით თქვენი არჩევანის სისწორეში


ახალი სახლის შეძენამდე სრულიად ბუნებრივია, თუკი არჩევანს რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსს შორის აკეთებთ. ასეთ დროს ყურადღება გადახდის პირობებს, არსებულ სერვისებსა და თავად პროექტის კონცეფციას უნდა მიაქციოთ.


მაგალითად, „მეტროპოლში“ ბინის ყიდვა შიდა უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ. ამ სერვისით სარგებლობისას საბანკო პროცედურების გავლა, შემოსავლების დადასტურება ან თავდების მოძებნა არ დაგჭირდებათ.


შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გამჭვირვალობაა. „მეტროპოლის“ წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობთ თითოეულ პირობას და თქვენს ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებენ. ასე მშენებარე ობიექტის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებთ, რაც საბოლოოდ სწორი და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარებათ.


ნაბიჯი 5. დაგეგმეთ ბინის შიდა სივრცე


სასურველი პროექტის შერჩევის შემდეგ უშუალოდ საცხოვრებლის გეგმარებაზე უნდა იფიქროთ. ეს სწორედ ის ეტაპია, როდესაც შიდა სივრცე თქვენს კომფორტს მაქსიმალურად უნდა მოარგოთ.


პირველ რიგში, ოთახების განლაგება უნდა შეათანხმოთ და ზუსტად განსაზღვროთ საძინებლების, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს ადგილმდებარეობა. ამის პარალელურად, სასურველია, წინასწარ დაფიქრდეთ შემოსასვლელი ჰოლის ზომასა თუ ფორმაზე და სველი წერტილებისთვის ყველაზე პრაქტიკული, იზოლირებული ადგილები შეარჩიოთ. ბოლოს კი აუცილებლად უნდა იფიქროთ ღია სივრცეებზეც და წინასწარ გადაწყვიტოთ, რამხელა აივანი ან ტერასა გჭირდებათ.


ამ პროცესში „მეტროპოლი“ მზადაა, სრულად გაითვალისწინოს თქვენი ინდივიდუალური სურვილები და შიდა სივრცის ორგანიზებისთვის მოქნილი ალტერნატივები შემოგთავაზოთ. ასეთი მიდგომის შედეგად, ზუსტად ისეთ ბინაში იცხოვრებთ, რომელიც მანამდე ჩაიფიქრეთ.


ნაბიჯი 6. გააფორმეთ ხელშეკრულება დეველოპერულ კომპანიასთან


ბინის შეძენის საბოლოო ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებას ეთმობა. დღეს მყიდველები ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან: დეტალურად სწავლობენ კონტრაქტის თითოეულ პუნქტს, სვამენ კითხვებს და ხშირად რჩევისთვის დამოუკიდებელ იურისტებსაც მიმართავენ. მსგავსი ჩართულობა მთელ პროცესს გაცილებით მეტ გამჭვირვალობას სძენს.


დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ ცდილობს, მაქსიმალურად მკაფიოდ გაგაცნოთ როგორც კომპანიის, ისე მყიდველის პასუხისმგებლობები. ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ საცხოვრებელს დათქმულ ვადებში, წინასწარ შეთანხმებული ხარისხითა და პირობებით ჩაგაბარებთ. შიდა განვადება კი ბინების პირველადი შენატანის გარეშე შეძენის საშუალებას გაძლევთ, ხოლო თქვენგან ეს მხოლოდ შეთანხმებული პირობების დაცვასა და დროულ ანგარიშსწორებას მოითხოვს.


ხელშეკრულებაში ცალკეა გამოყოფილი თქვენი ინტერესების დაცვის გარანტიები. კომპანიის წარმომადგენელი თითოეულ პუნქტს თქვენთან ერთად განიხილავს და კონტრაქტი მხოლოდ მას შემდეგ ფორმდება, რაც ყველა დეტალი თქვენთვის მისაღები იქნება.


ამრიგად, თუკი საცხოვრებლის შეცვლას ან უძრავ ქონებაში ინვესტირებას გეგმავთ, ჩვენი წარმომადგენლები მზად არიან ამომწურავად უპასუხონ თქვენს ყველა კითხვას. ასეთი მხარდაჭერით გაცილებით იოლად იპოვით იმ ბინებს თბილისში, რომლებიც თქვენს მოლოდინებსა და მოთხოვნებს გაამართლებს.


აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1