უკან

16 აპრილი, 2026
ბინის ფასები თბილისში
ბინების მზარდი ფასები თბილისში უბნების მიხედვითდედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელსაც აქტიურია. „ქოლიერსის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა. თბილისში ბინებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და სწორედ ეს განაპირობებს ზრდის ტენდენციას.
ბინის ფასები, ბუნებრივია, უბნების მიხედვით საგრძნობლად განსხვავდება. ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება ვაკესა და მთაწმინდაზე მდებარეობს. საბურთალო და ორთაჭალა კი ქალაქის იმ ნაწილებს მიეკუთვნება, სადაც ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება და, შესაბამისად, უძრავი ქონების ფასიც წლიდან წლამდე იზრდება.
სწორედ აღნიშნულ უბნებში აშენებს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი" თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებიც მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით, ფუნქციურად დაგეგმარებული ბინებითა და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით გამოირჩევა.
როგორ იცვლება ბინის ფასები უბნების მიხედვით – საბურთალო და ორთაჭალა
საბურთალო წლებია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ უბნად მიიჩნევა. ამ ტერიტორიაზე მეტროს რამდენიმე სადგური, სავაჭრო ცენტრი City Mall, სხვადასხვა უნივერსიტეტი, კლინიკა და ბიზნესცენტრი მდებარეობს, რის გამოც მოცემულ არეალში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს. 2025 წლის მონაცემებით, აქ ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება წლის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა. ბინები საბურთალოზე მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა, რადგან სტუდენტები, ახალგაზრდა წყვილები და საქმიანი ადამიანები ბინებს აქ მუდმივად ეძებენ.
ორთაჭალა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. ისტორიული უბანი, რომელიც მტკვრის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს, ინფრასტრუქტურულად აქტიურად ვითარდება. აქ ბინის ფასები 2025 წელს 14%-ზე მეტით გაიზარდა. განვითარების ასეთი ტემპითა და უძრავი ქონების ღირებულების მატებით, ეს ადგილი თანდათან პრესტიჟულ ლოკაციად ჩამოყალიბდება.
რა ხდის ამ ლოკაციებს საინვესტიციოდ მიმზიდველს?
ბინის ფასები რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედებით იცვლება, ესენია: მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან სიახლოვე და თავად პროექტის ხარისხი.
საბურთალოსა და ორთაჭალაში ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია – მეტროსადგურები თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები მრავლადაა, უბნებში მდებარეობს სავაჭრო ცენტრები, სკოლები და კლინიკები. შესაბამისად, ამ ლოკაციებზე უძრავი ქონების შეძენა გრძელვადიანი და, რაც მთავარია, მომგებიანი ინვესტიციის ტოლფასია.
ასევე აღსანიშნავია, რომ საბურთალოსა და ორთაჭალაში გაქირავების მოთხოვნა მუდმივად მაღალია. მაგალითად, საბურთალოზე წლიური საიჯარო შემოსავალი მთლიანი უძრავი ქონების ღირებულების მინიმუმ 6-7%-ს შეადგენს, რაც ძალიან მომგებიანია მათთვის, ვინც ბინის შეძენას საინვესტიციო მიზნით გეგმავს.
მშენებარე თუ დასრულებული პროექტი – როგორ განსხვავდება ბინის ფასები
2026 წლის იანვრის მონაცემებით, მშენებარე ბინების ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება დასრულებულ პროექტებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. ეს ბუნებრივია, რადგან მსგავსი უძრავი ქონების შეძენისას მყიდველი თანხას სამომავლო აქტივში აბანდებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ფასი, როგორც წესი, თვალსაჩინოდ იზრდება.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის ცენტრალურ უბნებში, სადაც ახალაშენებული ბინების ფასმა წლიურად 20%-ით მოიმატა. ამრიგად, მშენებარე ბინის შეძენა ორმაგად მომგებიანია, რადგან საწყისი საინვესტიციო ღირებულება დაბალია, ჩაბარების შემდეგ კი საბაზრო ფასი გაცილებით მაღალ ნიშნულს აღწევს.
„მეტროპოლის“ პროექტების საინვესტიციო პოტენციალი
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ თბილისში ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლებიც დედაქალაქის სტრატეგიულ უბნებში მდებარეობს. მათ შორისაა „მეტროპოლ ქავთარაძე“, რომელიც საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში, ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურთან ახლოს შენდება. პროექტი ორი მრავალსართულიანი კორპუსისგან შედგება და ბინები 51 კვ.მ-დან 187 კვ.მ-მდე ფართობს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო ბაღი, კომერციული სივრცეები და ერთ ჰექტარზე გაშლილი სარეკრეაციო ზონა. ბინების ჩაბარება მწვანე კარკასის მდგომარეობაში იგეგმება, რაც მყიდველს რემონტის დაუყოვნებლივ დაწყების საშუალებას აძლევს.
„მეტროპოლ ორთაჭალა“ დ. გულიას ქუჩაზე, ისტორიული უბნის დინამიკურად განვითარებად ნაწილში შენდება. ბინების ფართობი 48.1 კვ.მ-დან 123.9 კვ.მ-მდე მერყეობს. აქაც გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებული სივრცეები და სათამაშო მოედნები. ორთაჭალაში, სადაც ფასის მატების ტემპი მაღალია, მსგავს კომპლექსში უძრავი ქონების შეძენა საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო გადაწყვეტილებაა.
ისარგებლეთ შიდა უპროცენტო განვადებით და შეიძინეთ ბინა საბანკო სესხის გარეშე
მათ, ვინც უძრავი ქონების ყიდვას გეგმავს, თუმცა სრული თანხის ერთბაშად გადახდას ვერ ახერხებს, „მეტროპოლი“ ბინებს შიდა უპროცენტო განვადებით სთავაზობს.
საბანკო სესხისგან განსხვავებით, ეს პროცესი საგრძნობლად გამარტივებულია, რადგან არ მოითხოვს შემოსავლების დადასტურებას და არ გულისხმობს დამატებით საპროცენტო განაკვეთს. მყიდველი ფარავს მხოლოდ უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იხდის თანხას.
დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 288 89 99 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: sales@metropol.ge.







