logo
arrow left

უკან

Image

28 მაისი, 2026

ბინის განვადება ბანკის გარეშე: მეტი მოქნილობა და 0% დანამატი „მეტროპოლისგან“

ბინის ყიდვა საბანკო განვადების გარეშე

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ თბილისის პროექტებში ბინებს შიდა უპროცენტო განვადებით გთავაზობთ. ამ შეთავაზების ფარგლებში უძრავი ქონების ღირებულებას ნაწილ-ნაწილ, თქვენზე მორგებული პირობებითა და მოქნილი გრაფიკით დაფარავთ.


„მეტროპოლის“ შიდა განვადების პირობები


ეს პირობა მშენებარე ბინებზე ვრცელდება და მეტ ფინანსურ თავისუფლებას გაძლევთ. ვინაიდან განვადება უპროცენტოა, ბინის საფასურს ყოველგვარი დანამატის გარეშე იხდით და მხოლოდ უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას ფარავთ.


გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურად დგება. თქვენს საჭიროებებზე მორგებით, თანხას ყოველთვიურად ან კვარტალურად იხდით. იმის გამო, რომ ბინის განვადება ბანკის გარეშე მიმდინარეობს, ეს შემოსავლების დადასტურებისა და დოკუმენტაციის ხანგრძლივი შეგროვების აუცილებლობას გამორიცხავს.


თუ მთლიანი ღირებულების დაფარვას მშენებლობის დასრულებამდე ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ ბანკთან მოლაპარაკება აწარმოოთ და დარჩენილი თანხა მათთან თანამშრომლობით დაფაროთ.


სად შეიძლება ბინის შეძენა შიდა განვადებით?


„მეტროპოლ ქავთარაძე“ საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას მეტროსადგურთან ახლოს შენდება. პროექტი ორი მრავალსართულიანი კორპუსისგან შედგება, სადაც ბინების ფართობი 51 კვ.მ-დან 187 კვ.მ-მდეა. კომპლექსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, კომერციული ფართები, ერთ ჰექტარზე გაშლილი სარეკრეაციო ზონა და 5 დონიანი პარკინგი. მეტროსთან, „სითი მოლთან“ და უნივერსიტეტებთან სიახლოვის გამო, ეს ადგილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.


„მეტროპოლ ორთაჭალა“ გულიას ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. აქ ბინების ფართობი 48.1 კვ.მ დან 123.9 კვ.მ-მდე მერყეობს. საცხოვრებელი კომპლექსი სამდონიან ავტოსადგომს, კეთილმოწყობილ ეზოს, გამწვანებულ სივრცეებსა და სათამაშო მოედნებს ითვალისწინებს. ორთაჭალა ბოლო დროს აქტიურად ვითარდება და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ქალაქის ერთ-ერთ პერსპექტიულ უბნად იქცა.


უძრავი ქონების შეძენის პროცესი


შიდა განვადებით ბინის შეძენა რამდენიმე ძირითად ნაბიჯს გულისხმობს. თავდაპირველად, „მეტროპოლის“ გაყიდვების გუნდს უნდა დაუკავშირდეთ. ისინი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თითოეული პროექტის ლოკაციის, ფართობის, სართულისა და გადახდის პირობების შესახებ.


შემდეგი ეტაპი სასურველი ბინის შერჩევაა. კომპანიის პორტფელში სხვადასხვა ფართობისა და განლაგების საცხოვრებელი სივრცეებია წარმოდგენილი და შეგიძლიათ ერთოთახიანი ბინა ან უფრო მასშტაბური ფართი შეიძინოთ.


შერჩევის დასრულების შემდეგ გადახდის გრაფიკი დგება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენს ფინანსურ სახსრებზე მორგებით, თანხის შეტანა ყოველთვიურად ან კვარტალურად ხდება. ბინის ყიდვა პირველადი შენატანის გარეშეც შეგიძლიათ, რაც პროცესს კიდევ უფრო მეტად აიოლებს.


დასკვნითი ნაბიჯი ხელშეკრულების გაფორმებაა. დოკუმენტი პირდაპირ „მეტროპოლთან“ იდება და მასში გადახდის ყველა პირობა თავიდანვე მკაფიოდ ფიქსირდება.


რატომ „მეტროპოლი“?


დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლის” მიზანია შექმნას თანამედროვე, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს მოერგება.


საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისას მაღალი ხარისხის, ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური მასალები გამოიყენება. ამასთან ერთად, პროექტების არქიტექტურა, თანამედროვე ვიზუალთან ერთად, პრაქტიკულ მხარესაც ითვისებს და სარეკრეაციო ზონებს, სათამაშო მოედნებსა თუ სხვა დანიშნულების საერთო სივრცეებს აერთიანებს.

კომპლექსებში 24-საათიანი დაცვა და უსაფრთხოების სისტემები მოქმედებს. პროფესიონალური გუნდი კი ობიექტების გამართულ მუშაობასა და მოვლას უძღვება.


ბინის შეძენა ბანკის გარეშე, გადახდის მოქნილი პირობები, მაღალი სამშენებლო სტანდარტები და მრავალფეროვანი შიდა ინფრასტრუქტურა ის უპირატესობებია, რომლებიც „მეტროპოლის“ შეთავაზებას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.


შიდა განვადების პირობების გასაცნობად ან სასურველი ბინის შესარჩევად მიმართეთ „მეტროპოლის“ გაყიდვების გუნდს. ჩვენი კონსულტანტები ყველა საჭირო დეტალს გაგაცნობენ და დაგეხმარებიან, რომ თქვენს ინტერესებზე მორგებული საუკეთესო შეთავაზება მიიღოთ.


ტელეფონი: 032 288 89 99

ელფოსტა: sales@metropol.ge



აირჩიეთ სასურველი ბინა

ბათუმი | კუბი

apartment
52.2 2 - 325 994₾
floor

16

bedroom

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
88.9 2 - 627 438₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
77 2 - 543 450₾
floor

17

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 552 829₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
61.8 2 - 426 160₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
64.5 2 - 444 779₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
66.2 2 - 456 501₾
floor

20

bedroom

1

bath

balcony

1

ბათუმი | კუბი

apartment
76.6 2 - 565 239₾
floor

21

bedroom

1

bath

balcony

1

ბინის განვადება ბანკის გარეშე: მეტი მოქნილობა და 0% დანამატი „მეტროპოლისგან“